პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ღორის ხორცი ძვირდება
საქართველოში ღორის ხორცი ძვირდება

ბოლო 2 თვე­ში ფასი 20%-ით გა­ი­ზარ­და, ზუს­ტი მი­ზე­ზი კი უც­ნო­ბია

ბოლო პე­რი­ოდ­ში ღო­რის ხორ­ცი 15-20%-ით გაძ­ვირ­და. მო­ვაჭ­რე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ფა­სო ცვლი­ლე­ბა მო­თხოვ­ნის ზრდას უკავ­შირ­დე­ბა. პრო­დუქტზე ფას­მა რო­გორც დე­და­ქა­ლაქ­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­ში მო­ი­მა­ტა.

გაძ­ვი­რე­ბა სა­ქონ­ლი­სა და გა­ყი­ნუ­ლი ღო­რის ხორ­ცის ფასს არ შე­ხე­ბია. სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბაზ­რებ­ში, სა­დაც შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ფა­სის გამო მომ­ხმა­რე­ბელს ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებ­ზე ხელი უფრო ად­ვი­ლად მი­უწ­ვდე­ბა, ღო­რის ხორ­ცი და­ახ­ლო­ე­ბით 1,50-2,50 ლა­რის ფარ­გლებ­შია გაძ­ვი­რე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სუ­პერ­მარ­კე­ტებს, ღო­რის ხორ­ცი ისე­დაც ძვი­რად იყი­დე­ბა და მისი ფასი ხში­რად 12 ლარ­საც აჭარ­ბებს.

მო­ვაჭ­რე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ღო­რის ხორ­ცის შე­ძე­ნა ად­გილ­ზეც ძვი­რად უწევთ, თუმ­ცა კონ­კრე­ტულ მი­ზეზს, რა­საც შე­ეძ­ლო პრო­დუქ­ტი გა­ეძ­ვი­რე­ბი­ნა, ისი­ნი ვერ ასა­ხე­ლე­ბენ.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ღო­რის ხორ­ცის დე­ფი­ცი­ტი შე­იმ­ჩნე­ვა. ბოლო პე­რი­ოდ­ში ფერ­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია, ხოლო ოჯა­ხე­ბი პი­რუ­ტყვის მა­სობ­რი­ვად მო­შე­ნე­ბას, მა­ღა­ლი რის­კის გამო, ვერ ახერ­ხე­ბენ. სოფ­ლად ძნე­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა ოჯა­ხი, სა­დაც 2-3 ღორ­ზე მეტი ჰყავთ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კი, ში­ნა­უ­რი პი­რუ­ტყვის გაზ­რდას ვერც კი ახერ­ხე­ბენ.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

საქართველოში ღორის ხორცი ძვირდება

საქართველოში ღორის ხორცი ძვირდება

ბოლო 2 თვეში ფასი 20%-ით გაიზარდა, ზუსტი მიზეზი კი უცნობია

ბოლო პერიოდში ღორის ხორცი 15-20%-ით გაძვირდა. მოვაჭრეების ინფორმაციით, საფასო ცვლილება მოთხოვნის ზრდას უკავშირდება. პროდუქტზე ფასმა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში მოიმატა.

გაძვირება საქონლისა და გაყინული ღორის ხორცის ფასს არ შეხებია. სამომხმარებლო ბაზრებში, სადაც შედარებით დაბალი ფასის გამო მომხმარებელს ხორცპროდუქტებზე ხელი უფრო ადვილად მიუწვდება, ღორის ხორცი დაახლოებით 1,50-2,50 ლარის ფარგლებშია გაძვირებული. რაც შეეხება სუპერმარკეტებს, ღორის ხორცი ისედაც ძვირად იყიდება და მისი ფასი ხშირად 12 ლარსაც აჭარბებს.

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ღორის ხორცის შეძენა ადგილზეც ძვირად უწევთ, თუმცა კონკრეტულ მიზეზს, რასაც შეეძლო პროდუქტი გაეძვირებინა, ისინი ვერ ასახელებენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ღორის ხორცის დეფიციტი შეიმჩნევა. ბოლო პერიოდში ფერმების რაოდენობა შემცირებულია, ხოლო ოჯახები პირუტყვის მასობრივად მოშენებას, მაღალი რისკის გამო, ვერ ახერხებენ. სოფლად ძნელად მოიძებნება ოჯახი, სადაც 2-3 ღორზე მეტი ჰყავთ, ხშირ შემთხვევაში კი, შინაური პირუტყვის გაზრდას ვერც კი ახერხებენ.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია