ცნობილმა მსახიობმა ახალ ავტობიოგრაფიულ წიგნში ''ასე მოხდა'' თავისი წარსულის შავ-ბნელ მხარეებზე ისაუბრა, განსაკუთრებით შოკისმომგვრელი იყო მისი მოურიდებელი ნაამბობი იმის შესახებ, როგორ მისდევდა პროსტიტუციას ჯერ კიდევ პატარა ბიჭი და როგორ ძარცვავდა საფლავებს.
ჟერარ დეპარდიეს თქმით, დედამისმა, ალის მარიემ, არაერთხელ სცადა მისი მოშორება აბორტების მეშვეობით, თუმცა ის მაინც გაჩნდა. 10 წლის რომ გახდა, მთელი 5 წლით უფროსს ჰგავდა და ხვდებოდა, რომ საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევდა არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლებში. როდესაც ასეთი ადამიანები ბინძური წინადადებებით მიმართავდნენ, ისიც თანხმდებოდა, ფულის სანაცვლოდ. ასევე ეხმარებოდა უფროს მძარცველებს საფლავების ამოთხრაში, რომ მერე მიცვალებულებისთვის ტანსაცმელი და ნივთები ამოეცალათ, 16 წლისა კი სამი კვირა იჯდა ციხეში მანქანის გატაცებისთვის.
იხილეთ გაგრძელება