მომღერალ ჟანა ფრისკეს ახლო მეგობარი, ოლგა ორლოვა ყვება, თუ როგორ გრძნობს ამჟამად ვარსკვლავი თავს. ორლოვას თქმით, ფრისკე შედარებით უკეთესადაა, მართლაც გამოჯანმრთელდა, თუმცა დანამდვილებით იმის თქმა, გამოვა თუ არა შემდეგ წელს ჟანა სცენაზე, ჯერჯერობით შეუძლებელია:
"ჟანასთან ხშირად ვარ ხოლმე. პროგრესი ნამდვილად არის, რადგან უფრო უკეთ გრძნობს თავს, რაც შეეხება სცენაზე დადგომას, ამის შესახებ დაზუსტებით საუბარი არავის შეუძლია. ჟანა ყველანაირად ცდილობს დააჩქაროს გამოჯანმრთელების პროცესი", - ასეთ კომენტარს აკეთებს ოლგა ორლოვა.
მან აგრეთვე თბილი სიტყვებით გაიხსენა მომღერალ გრეგორი ლეპსის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ლატვიაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა ჟანა ფრისკეს დასახმარებლად.
მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.