Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეტყობა ცოტა მუხრუჭებმა უღალატა - ზურაბ აბაშიძე თედო ჯაფარიძეზე
ეტყობა ცოტა მუხრუჭებმა უღალატა - ზურაბ აბაშიძე თედო ჯაფარიძეზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძე პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, თედო ჯა­ფა­რი­ძის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად ჯა­ფა­რი­ძე კო­ლე­გებს აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის პრა­ღის მო­ლა­პა­რა­კე­ბა­თა რა­უნდში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­გან თავ­შე­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ჩემს ძველ მე­გო­ბარს, ბა­ტონ თე­დოს ჩემ­თვის რომ და­ე­რე­კა, მე მას მო­ვუყ­ვე­ბო­დი და ავუხ­სნი­დი თუ რა­ტომ მივ­დი­ვარ და რის­თვის მივ­დი­ვარ. მაგ­რამ ეტყო­ბა ცოტა მუხ­რუ­ჭებ­მა უღა­ლა­ტა და შე­იძ­ლე­ბა ცოტა ასა­კობ­რი­ვიც არის ეს ამ­ბა­ვი, რას იზამ", - გა­ნუ­ცხა­და ზუ­რაბ აბა­ში­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ს.

პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე თედო ჯა­ფა­რი­ძე კო­ლე­გებს ურ­ჩევს, თავი შე­ი­კა­ვონ აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის პრა­ღის მო­ლა­პა­რა­კე­ბა­თა რა­უნდში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­გან. ამის შე­სა­ხებ თედო ჯა­ფა­რი­ძემ აფხა­ზე­თის დე­ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტში რუ­სეთ­სა და აფხა­ზეთს შო­რის "მო­კავ­ში­რე­ო­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის" შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვის სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ამ შემ­თხვე­ვა­ში მე მგო­ნია, რომ ეს რა­უნ­დი არ უნდა ჩა­ტარ­დეს. რო­დე­საც ერთი მხა­რე უტიფ­რად აქ­ვეყ­ნებს რა­ღაც გა­ურ­კვე­ვე­ლი ში­ნა­არ­სის დო­კუ­მენტს, ლა­პა­რა­კია პირ­და­პირ ანექ­სი­ა­ზე, უნ­დათ აფხა­ზებს ეს თუ არა, ამ­გვარ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მე პი­რა­დად ვურ­ჩევ­დი ჩემს კო­ლე­გებს თავი შე­ი­კა­ვონ ამ რა­უნდში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­გან", - აღ­ნიშ­ნა თედო ჯა­ფა­რი­ძემ.

აფხა­ზე­თის დე­ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტში რუ­სეთ­სა და აფხა­ზეთს შო­რის "მო­კავ­ში­რე­ო­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის" შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის პრო­ექტს გა­ნი­ხი­ლა­ვენ. შე­თან­ხმე­ბის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც 6 თა­ვი­სა და 25 მუხ­ლის­გან შედ­გე­ბა, "აფ­სნიპ­რე­სის" ვებგ­ვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ჯა­რე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბის შექ­მნას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

შე­თან­ხმე­ბის პრო­ექ­ტის მე-5, "თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ" მუხ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­სა და აფხა­ზეთს შო­რის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის შექ­მნას "აგ­რე­სი­ის მო­სა­გე­რი­ებ­ლად გა­ე­როს წეს­დე­ბის 51 მუხ­ლის თა­ნახ­მად და ამ დაჯ­გუ­ფე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს ინ­ფორ­მი­რე­ბას".

გარ­და ამი­სა, შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ერ­თო თავ­დაც­ვი­თი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შექ­მნას და ერ­თობ­ლივ მოქ­მე­დე­ბებს აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ზღვრის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

შე­თან­ხმე­ბა ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს ერ­თი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი, სა­ერ­თო კულ­ტუ­რუ­ლი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სივ­რცე­ე­ბის შექ­მნას.

ამა­ვე პრო­ექ­ტით, რუ­სე­თი ყო­ველ­მხრივ ხელს შე­უ­წყობს აფხა­ზე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, მათ შო­რის იმ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის წრის გა­ფარ­თო­ე­ბას, რომ­ლე­ბიც აღი­ა­რე­ბენ აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. ასე­ვე, შექ­მნის წი­ნა­პი­რო­ბას აფხა­ზე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის.

აფხა­ზე­თის მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი რე­ჟი­მის ლი­დე­რის, რაულ ხა­ჯიმ­ბას გან­ცხა­დე­ბით, რო­მე­ლიც ამ შე­თან­ხმე­ბის პრო­ექ­ტის დე­ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტში გან­ხილ­ვას და­ეს­წრო, შე­თან­ხმე­ბა რუ­სე­თის მხა­რემ მო­ამ­ზა­და და აფხა­ზეთ­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი არ­ხე­ბით ჩა­ი­ტა­ნეს.

გარ­და ამი­სა, რუ­სულ გა­მო­ცე­მა "ვე­დო­მოს­ტის" რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბა წარ­მო­ად­გენს გა­ფარ­თო­ე­ბულ და შევ­სე­ბულ ვა­რი­ანტს აფხა­ზეთ­თან 2008 წელს ხელ­მო­წე­რი­ლი შე­თან­ხმე­ბი­სა. გა­მო­ცე­მის წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, სა­უ­ბა­რი აფხა­ზე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბა­ზე არ მიმ­დი­ნა­რე­ობს და მოს­კოვ­ში მი­აჩ­ნი­ათ, რომ შე­თან­ხმე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სო­ხუმ­ში ნე­გა­ტი­ურ რე­აქ­ცი­ას არ გა­მო­იწ­ვევს.

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ეტყობა ცოტა მუხრუჭებმა უღალატა - ზურაბ აბაშიძე თედო ჯაფარიძეზე

ეტყობა ცოტა მუხრუჭებმა უღალატა - ზურაბ აბაშიძე თედო ჯაფარიძეზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ჯაფარიძე კოლეგებს აბაშიძე-კარასინის პრაღის მოლაპარაკებათა რაუნდში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

"ჩემს ძველ მეგობარს, ბატონ თედოს ჩემთვის რომ დაერეკა, მე მას მოვუყვებოდი და ავუხსნიდი თუ რატომ მივდივარ და რისთვის მივდივარ. მაგრამ ეტყობა ცოტა მუხრუჭებმა უღალატა და შეიძლება ცოტა ასაკობრივიც არის ეს ამბავი, რას იზამ", - განუცხადა ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე კოლეგებს ურჩევს, თავი შეიკავონ აბაშიძე-კარასინის პრაღის მოლაპარაკებათა რაუნდში მონაწილეობისგან. ამის შესახებ თედო ჯაფარიძემ აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტში რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების პროექტის განხილვის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

"ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ეს რაუნდი არ უნდა ჩატარდეს. როდესაც ერთი მხარე უტიფრად აქვეყნებს რაღაც გაურკვეველი შინაარსის დოკუმენტს, ლაპარაკია პირდაპირ ანექსიაზე, უნდათ აფხაზებს ეს თუ არა, ამგვარ სიტუაციებში მე პირადად ვურჩევდი ჩემს კოლეგებს თავი შეიკავონ ამ რაუნდში მონაწილეობისგან", - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.

აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტში რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების პროექტს განიხილავენ. შეთანხმების პროექტი, რომელიც 6 თავისა და 25 მუხლისგან შედგება, "აფსნიპრესის" ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს.

შეთანხმების პროექტის მე-5, "თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ" მუხლი ითვალისწინებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზეთს შორის გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას "აგრესიის მოსაგერიებლად გაეროს წესდების 51 მუხლის თანახმად და ამ დაჯგუფების სამმართველოს ინფორმირებას".

გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს საერთო თავდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივ მოქმედებებს აფხაზეთის ე.წ. საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ერთიანი სოციალური და ეკონომიკური, საერთო კულტურული და ჰუმანიტარული სივრცეების შექმნას.

ამავე პროექტით, რუსეთი ყოველმხრივ ხელს შეუწყობს აფხაზეთის საერთაშორისო კავშირების უზრუნველყოფას, მათ შორის იმ სახელმწიფოების წრის გაფართოებას, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ასევე, შექმნის წინაპირობას აფხაზეთის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისთვის.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, რომელიც ამ შეთანხმების პროექტის დეფაქტო პარლამენტში განხილვას დაესწრო, შეთანხმება რუსეთის მხარემ მოამზადა და აფხაზეთში დიპლომატიური არხებით ჩაიტანეს.

გარდა ამისა, რუსულ გამოცემა "ვედომოსტის" რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს გაფართოებულ და შევსებულ ვარიანტს აფხაზეთთან 2008 წელს ხელმოწერილი შეთანხმებისა. გამოცემის წყაროს ინფორმაციითვე, საუბარი აფხაზეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შევიწროებაზე არ მიმდინარეობს და მოსკოვში მიაჩნიათ, რომ შეთანხმების უდიდესი ნაწილი სოხუმში ნეგატიურ რეაქციას არ გამოიწვევს.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა