მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღნიშნეს სვეტიცხოვლობა მცხეთაში (ფოტორეპორტაჟი)
როგორ აღნიშნეს სვეტიცხოვლობა მცხეთაში (ფოტორეპორტაჟი)

მცხე­თა­ში დღეს სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი აღ­ნიშ­ნეს. სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სა­ზე­ი­მო ლი­ტუ­რი­გია სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ აღავ­ლი­ნა. დი­ლი­დან მცხე­თა­ში სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბო­და. ქა­ლაქ­ში მი­სას­ვლე­ლი თით­ქმის ყვე­ლა სა­მან­ქა­ნო გზა ჩა­კე­ტი­ლი იყო. ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბა მხო­ლოდ საშ­ვის მქო­ნე მან­ქა­ნებს შე­ეძ­ლოთ. მრევ­ლი კი ქა­ლა­ქის შე­მო­სავ­ლე­ლი­დან ტაძ­რამ­დე ფე­ხით მი­დი­ო­და. ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მო­წყო­ბი­ლი იყო სპე­ცი­ა­ლუ­რი სცე­ნე­ბი, სა­დაც სხვა­დას­ხვა სა­ხის კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იმარ­თე­ბო­და.

ქალ­ქა­ქის ცენ­ტრში შე­გეძ­ლოთ მო­გეს­მი­ნათ და გე­ნა­ხათ, რო­გორც ქარ­თუ­ლი ასე­ვე უცხო­რუ­ლი მუ­სი­კი­სა და ცეკ­ვის ნომ­რე­ბი. ცენ­ტრა­ლურ შე­სას­ვლელ­ში იდგა სა­შე­მოდ­გო­მო ნო­ბა­თით დატ­ვირ­თუ­ლი ურე­მი. ად­გილ­ზე შე­გეძ­ლოთ და­გე­გე­მოვ­ნე­ბი­ნათ ახ­ლა­და­მოვ­ლე­ბუ­ლი ჩურ­ჩხე­ლა და თა­თა­რა.

მო­ე­დან­ზე გა­მო­ფე­ნი­ლი იყო ხეზე ნაკ­ვე­თი სუ­ვე­ნი­რე­ბი, ასე­ვე ად­გილ­ზე შე­გეძ­ლოთ გე­ნა­ხათ რო­გორ მუ­შა­ო­ბენ ოს­ტა­ტე­ბი ამა თუ იმ ნივ­თის დამ­ზა­დე­ბის დროს. ქუ­ჩებ­ში ასე­ვე ამ­ზა­დებ­დნენ და გა­სა­ყი­დად ჰქონ­დათ ნაჭ­რის თო­ნი­ჯე­ბი, ასე­ვე იყო ძვე­ლე­ბუ­რი სა­მო­სი და თე­ქის­გან დამზდე­ბუ­ლი ნა­წარ­მი.

მცხე­თის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე იყო ხალ­ხუ­რი რეწ­ვის ნი­მუ­შე­ბის გა­მო­ფე­ნა. აქ შე­გეძ­ლოთ და­გე­გე­მოვ­ნე­ბი­ნათ სხვა­დას­ხვა სახი ყვე­ლი და ღვი­ნო. ად­გილ­ზე ასე­ვე იმარ­თე­ბო­და სხვა­დას­ხვა სა­ხის სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი, მათ შო­რის ჭად­რა­კი, ნარ­დი, მკლავ­ჭი­დი და მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თი.

მცხე­თო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ყუ­რა­დღე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მი­იქ­ცევ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი რომ­ლე­ბიც მო­წყა­ლე­ბას ითხოვ­დნენ. იყო სხვა­დას­ხვა ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც მცხე­თა­ში მი­სულ ადა­მი­ა­ნებს მო­წყა­ლე­ბას სხვა­დას­ხვა ფორ­მით სთხოვ­დნენ - ზოგი უხე­ში ფორ­მით, ზოგი მოკ­რძა­ლე­ბით, ზოგი კი აგ­რე­სი­ი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

დღეს­ვე და­ჯილ­დოვ­დნენ მცხე­თის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მცხე­თის მერ­მა ავ­თან­დილ ნემ­სიწ­ვე­რი­ძემ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ლა­ზუ­რი ენის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღვაწ­ლის­თვის სამი ადა­მი­ა­ნი და­ა­ჯილ­დო­ვა.

მცხე­თა­ში დღეს მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი თბი­ლი­სის მთავ­რო­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რომ­ლებ­მაც ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში გა­ი­სერ­ნი­ეს და იქ გა­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს.

თეა ბი­თა­ძე

ასე­ვე ნა­ხეთ: ილია მე­ო­რე - ბედ­ნი­ე­რია ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­ი­ნა­ხავს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გზას

ირაკ­ლი ალა­სა­ნია სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

როგორ აღნიშნეს სვეტიცხოვლობა მცხეთაში (ფოტორეპორტაჟი)

როგორ აღნიშნეს სვეტიცხოვლობა მცხეთაში (ფოტორეპორტაჟი)

მცხეთაში დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაული აღნიშნეს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურიგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. დილიდან მცხეთაში საზეიმო განწყობა ღონისძიებები ტარდებოდა. ქალაქში მისასვლელი თითქმის ყველა სამანქანო გზა ჩაკეტილი იყო. ავტომობილით გადაადგილება მხოლოდ საშვის მქონე მანქანებს შეეძლოთ. მრევლი კი ქალაქის შემოსავლელიდან ტაძრამდე ფეხით მიდიოდა. ქალაქის ცენტრში მოწყობილი იყო სპეციალური სცენები, სადაც სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები იმართებოდა.

ქალქაქის ცენტრში შეგეძლოთ მოგესმინათ და გენახათ, როგორც ქართული ასევე უცხორული მუსიკისა და ცეკვის ნომრები. ცენტრალურ შესასვლელში იდგა საშემოდგომო ნობათით დატვირთული ურემი. ადგილზე შეგეძლოთ დაგეგემოვნებინათ ახლადამოვლებული ჩურჩხელა და თათარა.

მოედანზე გამოფენილი იყო ხეზე ნაკვეთი სუვენირები, ასევე ადგილზე შეგეძლოთ გენახათ როგორ მუშაობენ ოსტატები ამა თუ იმ ნივთის დამზადების დროს. ქუჩებში ასევე ამზადებდნენ და გასაყიდად ჰქონდათ ნაჭრის თონიჯები, ასევე იყო ძველებური სამოსი და თექისგან დამზდებული ნაწარმი.

მცხეთის ცენტრალურ მოედანზე იყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. აქ შეგეძლოთ დაგეგემოვნებინათ სხვადასხვა სახი ყველი და ღვინო. ადგილზე ასევე იმართებოდა სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებები, მათ შორის ჭადრაკი, ნარდი, მკლავჭიდი და მაგიდის ჩოგბურთი.

მცხეთობის დღესასწაულზე ყურადღებას აუცილებლად მიიქცევდნენ ადამიანები რომლებიც მოწყალებას ითხოვდნენ. იყო სხვადასხვა ასაკის ადამიანები, მათ შორის ბავშვები და მოხუცები, რომლებიც მცხეთაში მისულ ადამიანებს მოწყალებას სხვადასხვა ფორმით სთხოვდნენ - ზოგი უხეში ფორმით, ზოგი მოკრძალებით, ზოგი კი აგრესიითაც გამოირჩეოდა.

დღესვე დაჯილდოვდნენ მცხეთის საპატიო მოქალაქეები მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ ქართული კულტურისა და ლაზური ენის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის სამი ადამიანი დააჯილდოვა.

მცხეთაში დღეს მინისტრთა კაბინეტი თბილისის მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ქალაქის ქუჩებში გაისერნიეს და იქ გამართული ღონისძიებები დაათვალიერეს.

თეა ბითაძე

ასევე ნახეთ: ილია მეორე - ბედნიერია ადამიანი, რომელიც დაინახავს ჭეშმარიტების გზას

ირაკლი ალასანია სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ქალიშვილთან ერთად

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია