ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია აუცილებელია, რომ გაქრეს ვარაუდიც კი "ჩადებაზე" - ნათია ფანჯიკიძე

ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია აუცილებელია, რომ გაქრეს ვარაუდიც კი "ჩადებაზე" - ნათია ფანჯიკიძე

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ნარკოპოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე წერს.

"ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია (არ აგერიოთ ლეგალიზაციაში) აუცილებელია იმისთვისაც, რომ გაქრეს ქვეყანაში შანსი, პოლიცია იქცეს მოძალადედ, ანუ გაქრეს არათუ შესაძლებლობა, არამედ ვარაუდიც კი "ჩადებაზე". პოლიციის მიმართ მაქსიმალური ნდობა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი.

ასევე, წარმოუდგენელია, ახალგაზრდა ადამიანის, რომელსაც სხვა ტიპის დანაშაული არ ჩაუდენია, ცხოვრება გადააგდო სულ სხვა, კრიმინალურ კალაპოტში მხოლოდ და მხოლოდ ჯიბეში მოსაწევის, ან რაიმე ტაბლეტის აღმოჩენის გამო და გაუშვა ის ციხეში წლობით. სად გვყავს მწყობრიდან საბოლოოდ გამოსაყვანი ადამიანური რესურსი?

საქართველოში მომხმარებლების რიცხვი ძალიან დიდია, ამავე დროს, მრავალი წელი ქვეყანაში იყო რეპრესიული პოლიტიკა, რამაც შეცვალა თვითონ მომხმარებლების პატერნიც საკუთარი პრობლემის მიმართ და ხშირად მათ უჭირთ გაიაზრონ, რომ არიან მძიმე ფსიქიკური დაავადების მქონე პირები.

ვითვალისწინებ რა მოსახლეობის შიშსაც, რომ უცებ სრული თავისუფლების მინიჭება სხვადასხვა სახის რისკებთანაა დაკავშირებული, გარდამავალ ეტაპად, რატომ არ შეიძლება არსებობდეს სამკურნალო ტიპის დაწესებულება. მომხმარებელს პირველ ჯერზე ეძლეოდეს გაფრთხილება, მეორე, მესამე ჯერზე, ანუ ავადმყოფური კონდიციის დადასტურების შემთხვევაში, მოხდეს შეთავაზება - ან წახვალ და იზოლირებული იქნები, 6 თვე სრულყოფილად იმკურნალებ, ან შრომით არჩევანს გააკეთებ - იმუშავებ 6 თვე. გამსაღებლობა ისჯებოდეს უმკაცრესად.

რა თქმა უნდა, ეს უხეშად ჩამოყალიბებული ვერსიაა, კიდევ მილიონი დეტალი და მნიშვნელოვანი მხარე და ფაქტორია, სტატუსს ამაზე მეტად ვერ დავაგრძელებ. სადამსჯელო კუთხით პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯად პრინციპს ვხედავ დაახლოებით ასე", - წერს ფანჯიკიძე.

ფსიქოლოგის პოსტს რამდენიმე "ფრენდისგან" კრიტიკა მოჰყვა. რაზეც ნათია ფანჯიკიძემ ასე უაპსუხა:

"მოკლედ, იმაში დაგეთანხმეთ, რომ პოლიციას თუ სხვა მხრივ არ მიეთითა და არ დაისაჯა უკანონობა ყველაზე მკაცრად, "ჩადების" პრაქტიკის გაქრობის მხრივ, ეს "გეგმა" უაზროა. რაც შეეხება იმას, რომ აქ გაიჟღერა იძულებითი მკურნალობაც დარღვევააო, კი ბატონო, არის და ჩვენ არცერთ კლინიკაში (ორში ვმუშაობ) არ ვმკურნალობთ არავის ნების გარეშე, მაგრამ ეგეთი ლიბერალიზმი არცერთ ქვეყანაში არაა ნარკოტიკის მიმართ და სხვა ქვეყნებს რომ თავი დავანებოთ, დალოცვილებო, "პაჟიზნენა" ციხეში გსვამენ ლამის და 6 თვე არჩევანი - ან მუშაობა, ან მკურნალობა არ მოგეწონათ? ))))) მანამ მაინც სანამ ასეთი მძიმე პრობლემაა ამ დაავადების? აბა ამდენი მთვარეული ერთად რომ გამობოდიალდებით ზომბებივით, უკონტროლოდ და უმკურნალებლად, მთლად კაი სანახაობა არ იქნება, ხო იცი შენ.. მაშინ დავაი, გეტოში, კიბუცი და ირჩინეთ თავი და იყავით თქვენს ნებაზე. არ შეგვაწუხოთ, არ შეგაწუხებთ. გაწყობთ?", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

იხილეთ ასევე: "კოკნარის და ოპიუმის კაიფში გაწყდა თაობები" - ნათია ფანჯიკიძე ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს