პოლიტიკა
Faceამბები
სამართალი

9

ოქტომბერი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 18:57-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი არ არის რეკომენდებული.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
კახა მამულაშვილის პასუხი კრიტიკოსებს -''ნინა ნინაა და ლელა - ლელა''
კახა მამულაშვილის პასუხი კრიტიკოსებს -''ნინა ნინაა და ლელა - ლელა''

4 ოქ­ტომ­ბერს მოს­კოვ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი თბი­ლი­სო­ბის აღმნიშ­ვნე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­სუ­ლი კვი­რის მთა­ვარ აქ­ტუ­ა­ლურ თე­მად იქცა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში მოყ­ვა კონ­ცერ­ტის მო­ნა­წი­ლე სამი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი - ლელა წურ­წუ­მია, ნინო ჩხე­ი­ძე და ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, თუმ­ცა სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში, ძი­რი­თა­დად, ნინო ჩხე­ი­ძე ან მას­ზე მი­ნიშ­ნე­ბა ფი­გუ­რი­რებ­და, ლელა წურ­წუ­მია კი არა­ვის უხ­სე­ნე­ბია პირ­და­პირ.

კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი თა­ვი­სი სტა­ტუ­სით მოს­კო­ვი­დან­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს"ოკუ­პან­ტე­ბის­თვის სიმ­ღე­რას­თან" და­კავ­ში­რე­ბით და და­წე­რა, -"ყვე­ლა სტა­ტუ­სი წა­ვი­კი­თხე გულ­მოდ­გი­ნედ, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად, ამ სტა­ტუ­სე­ბის ლა­ი­ქე­ბის ავ­ტო­რებ­საც ჩა­მო­ვუ­ყე­ვი და ჩემ­თვის გა­სა­გე­ბია ყვე­ლა­ფე­რი... იმე­დია, ყვე­ლა თა­ვის და­წე­რილ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია, ოღონდ იმას არ"ვჭამ", რომ ზო­გა­დად, სხვა­ზე წერ­დით და ლელა არ გი­გუ­ლის­ხმი­ათ... გა­ი­გე­ბენ, ვი­საც ვგუ­ლის­ხმობ!.." ამა­ვე წე­რილ­ში მან ვრცლად გას­ცა პა­სუ­ხი ბრალ­დე­ბებს, თუმ­ცა ჩვენ პრო­დი­უ­სერს მოს­კოვ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით, ვი­ნა­ი­დან მისი სტა­ტუ­სის შემ­დეგ ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რე­ბი მა­ინც არ შე­წყვე­ტი­ლა. გავ­რცელ­და ჭორი, რომ ლელა წურ­წუ­მი­ას თბი­ლი­სო­ბის კონ­ცერ­ტზე გა­მოს­ვლის­თვის 12 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დეს, თუმ­ცა, რო­გორც მისი პრო­დი­უ­სე­რი ამ­ბობს, სიმ­ღე­რე­ბი ყო­ველ­გვა­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე შე­ას­რუ­ლეს.

კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი:

- მოს­კოვ­ში ისე­დაც მი­ვემ­გზავ­რე­ბო­დით, ვი­ნა­ი­დან ორ კორ­პო­რა­ტი­ულ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გვქონ­და და­გეგ­მი­ლი. გარ­და ამი­სა, აქ დავ­რჩი, ვი­ნა­ი­დან ექ­ვსი წლის შემ­დეგ ძლივს გა­ვა­კე­თე ვიზა და მქონ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ლე­ლა­სა და ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი წლის გეგ­მებ­ზე.

და­მი­რე­კა ლე­ლას ბი­ძაშ­ვილ­მა მოს­კო­ვი­დან და მი­თხრა, რომ ყო­ველ წელს ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის­თვის ღია ცის ქვეშ ეწყო­ბო­და დღე­სას­წა­უ­ლი, სა­დაც ბიზ­ნეს­მე­ნებს გა­მოჰ­ქონ­დათ თა­ვი­ან­თი ნა­წარ­მი, მოს­კო­ვურ რეს­ტორ­ნებს - თა­ვი­ან­თი, იყო მხატ­ვრე­ბის გა­მო­ფე­ნა და სხვა კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი... ასე­ვე მი­თხრა, რომ თბი­ლი­სი­და­ნაც მი­დი­ოდ­ნენ ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი. ვუ­პა­სუ­ხე, არ არის პრობ­ლე­მა, მაგ პე­რი­ოდ­ში ისე­დაც მანდ ვიქ­ნე­ბით და ორ სიმ­ღე­რას ვა­ჩუ­ქებ, თუ ასეა საქ­მე-მეთ­ქი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები - შსს-მ 13 პირი დააკავა

კახა მამულაშვილის პასუხი კრიტიკოსებს -''ნინა ნინაა და ლელა - ლელა''

კახა მამულაშვილის პასუხი კრიტიკოსებს -''ნინა ნინაა და ლელა - ლელა''

4 ოქტომბერს მოსკოვში ჩატარებული თბილისობის აღმნიშვნელი ღონისძიება გასული კვირის მთავარ აქტუალურ თემად იქცა. განსაკუთრებული კრიტიკის ქარცეცხლში მოყვა კონცერტის მონაწილე სამი ქართველი შემსრულებელი - ლელა წურწუმია, ნინო ჩხეიძე და ნინი ბადურაშვილი, თუმცა საგულისხმოა, რომ ცნობილი ადამიანების კომენტარებში, ძირითადად, ნინო ჩხეიძე ან მასზე მინიშნება ფიგურირებდა, ლელა წურწუმია კი არავის უხსენებია პირდაპირ.

კახა მამულაშვილი თავისი სტატუსით მოსკოვიდანვე გამოეხმაურა ატეხილ აჟიოტაჟს''ოკუპანტებისთვის სიმღერასთან'' დაკავშირებით და დაწერა, -''ყველა სტატუსი წავიკითხე გულმოდგინედ, ძალაუნებურად, ამ სტატუსების ლაიქების ავტორებსაც ჩამოვუყევი და ჩემთვის გასაგებია ყველაფერი... იმედია, ყველა თავის დაწერილზე პასუხისმგებელია, ოღონდ იმას არ''ვჭამ'', რომ ზოგადად, სხვაზე წერდით და ლელა არ გიგულისხმიათ... გაიგებენ, ვისაც ვგულისხმობ!..'' ამავე წერილში მან ვრცლად გასცა პასუხი ბრალდებებს, თუმცა ჩვენ პროდიუსერს მოსკოვში დავუკავშირდით, ვინაიდან მისი სტატუსის შემდეგ ამ თემაზე კომენტარები მაინც არ შეწყვეტილა. გავრცელდა ჭორი, რომ ლელა წურწუმიას თბილისობის კონცერტზე გამოსვლისთვის 12 ათასი დოლარი გადაუხადეს, თუმცა, როგორც მისი პროდიუსერი ამბობს, სიმღერები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შეასრულეს.

კახა მამულაშვილი:

- მოსკოვში ისედაც მივემგზავრებოდით, ვინაიდან ორ კორპორატიულ კონცერტში მონაწილეობა გვქონდა დაგეგმილი. გარდა ამისა, აქ დავრჩი, ვინაიდან ექვსი წლის შემდეგ ძლივს გავაკეთე ვიზა და მქონდა მოლაპარაკებები ლელასა და ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებით ახალი წლის გეგმებზე.

დამირეკა ლელას ბიძაშვილმა მოსკოვიდან და მითხრა, რომ ყოველ წელს ქართველი ემიგრანტებისთვის ღია ცის ქვეშ ეწყობოდა დღესასწაული, სადაც ბიზნესმენებს გამოჰქონდათ თავიანთი ნაწარმი, მოსკოვურ რესტორნებს - თავიანთი, იყო მხატვრების გამოფენა და სხვა კულტურული ღონისძიებები... ასევე მითხრა, რომ თბილისიდანაც მიდიოდნენ ქართველი მომღერლები. ვუპასუხე, არ არის პრობლემა, მაგ პერიოდში ისედაც მანდ ვიქნებით და ორ სიმღერას ვაჩუქებ, თუ ასეა საქმე-მეთქი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება