პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ონისეს ბაღი - "კალმით ნახატი" თბილისური ვერანდა
ონისეს ბაღი - "კალმით ნახატი" თბილისური ვერანდა

ზემო ვე­ძის­ში, ლი­სის ტბის სი­ახ­ლო­ვეს, ახა­ლა­შე­ნე­ბულ სახ­ლში მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობ ონი­სე ონი­ანს ვეწ­ვი­ეთ. ონი­ა­ნე­ბის ოჯა­ხი იქ ერთი წე­ლია და­ბი­ნავ­და. სახ­ლს წინ უზარ­მა­ზა­რი ვე­რან­და აქვს, სა­დაც უამ­რა­ვი მცე­ნა­რე ხა­რობს: ბზა, ნაძ­ვი, არა­ერ­თი ჯი­შის ხვი­ა­რა ვარ­დი და სურო, ია­სა­მა­ნი, ბრო­წე­უ­ლი, მორ­ცხვი მი­მო­ზა, აუ­კუ­ბა, ჩი­ნუ­რი ვარ­დი, პალ­მა, ზან­გის ქო­ჩო­რი, მსხმო­ი­ა­რე ლი­მო­ნი... სივ­რცე გე­მოვ­ნე­ბით არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ქოთ­ნე­ბის ზე­დად­გა­რე­ბად და და­სა­დე­ბად სხვა­დას­ხვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი - ძვე­ლი ფა­ი­ფუ­რის ჭურ­ჭე­ლი თუ ონი­სეს ხე­ლით ქვე­ბის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი დე­კო­რა­ცი­ე­ბი. ვე­რან­და­ზე ბინა ძაღლსაც აქვს, რო­მე­ლიც მო­მეჩ­ვე­ნა, რომ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი ძაღ­ლია...

- სა­დაც კი გვი­ცხოვ­რია, მცე­ნა­რე­ე­ბი ყველ­გან გვქონ­და. ორ­მო­ცამ­დე ჯი­შის ყვა­ვი­ლი არ­ცთუ დიდ სახ­ლში გვქონ­და. ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი ყვა­ვი­ლებს დიდი მონ­დო­მე­ბით ვუვ­ლით. მა­გა­ლი­თად, ჩემს უმ­ცროს ქა­ლიშ­ვილს, ტა­სოს, საყ­ვა­რე­ლი ყვა­ვი­ლიც აქვს, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბით ეფე­რე­ბა.

- ეგ რო­მე­ლი მცე­ნა­რეა?

- ზან­გის ქო­ჩო­რი. სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე ქო­თან­ში გვაქვს გამ­რავ­ლე­ბუ­ლი და მთლი­ა­ნად იმო­სე­ბა წვრილ-წვრი­ლი და ფოთ­ლო­ვა­ნი ყვა­ვი­ლით. მზეც უყ­ვარს და წვი­მაც. აი, ხე­დავთ, ლი­მო­ნის ქო­თან­შიც არის ჩარ­გუ­ლი, სა­დაც ფა­ი­ფუ­რის თეთ­რი იხვი დას­კუ­პე­ბუ­ლა. მგო­ნი, უხ­დე­ბა, არა?

- კი, ნამ­დვი­ლად უხ­დე­ბა... ისე­თი პირი უჩანს, რომ აქა­უ­რო­ბა მალე ზურა შე­ვარ­დნა­ძის ბა­ღი­ვით გა­და­იქ­ცე­ვა...

- სხვა­თა შო­რის, ბევ­რი ყვა­ვი­ლი შე­ვარ­დნა­ძის ბა­ღი­დან არის აქ მობ­რძა­ნე­ბუ­ლი. აი, იმ ური­კა­ზე რომ სხვა­დას­ხვა ჯი­შის მცე­ნა­რეა, სწო­რედ მისი ბა­ღი­დან გახ­ლავთ...

- ყვა­ვილ­ნა­რი ლა­მა­ზად გა­გი­ფორ­მე­ბი­ათ ქოთ­ნე­ბი­თა და დე­კო­რა­ტი­უ­ლი ნივ­თე­ბით...

- ვცდი­ლობთ. დიდ ქოთ­ნებ­ში სხვა­დას­ხვა ჯი­შის ყვა­ვი­ლებ­საც ვაჯ­გუ­ფებთ. სულ ვე­ძებთ ისეთ მცე­ნა­რეს, რო­მე­ლიც სი­ცი­ვე­საც გა­უძ­ლებს და მზე­საც, რად­გა­ნაც ისი­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ღია ცის ქვეშ დგას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამინ­დი თბი­ლის­ში ცვა­ლე­ბა­დია. ჩვენ­თან კი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ქა­ლა­ქის ცენ­ტრთან შე­და­რე­ბით, 4-5 გრა­დუ­სით ნაკ­ლე­ბია.

სა­ერ­თოდ, მცხუნ­ვა­რე მზე ყვა­ვი­ლებს არ უყ­ვარს. მა­გა­ლი­თად, იმ ური­კა­ში ჩარ­გუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი ყინ­ვა­საც უძ­ლე­ბენ და მზე­საც. ზა­ფხუ­ლიც მშვე­ნივ­რად გა­და­ი­ტა­ნეს.

- ეგ ური­კაც თქვე­ნი დი­ზა­ი­ნი­თა და გე­მოვ­ნე­ბით არის გა­წყო­ბი­ლი?

- დიახ. ური­კას ამ სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე იყე­ნებ­დნენ. მშე­ნებ­ლო­ბა რომ დას­რულ­და, აღარ გა­და­ვაგ­დე­ბი­ნე, და­ვი­ტო­ვე, თეთ­რად შევ­ღე­ბე, მი­წით გა­ვავ­სე და ყვა­ვი­ლე­ბი ჩავრგე. გა­ვა­ხა­ლი­სე ნაშ­რომ-ნა­ჯა­ფი ური­კა...

ისე, ბევ­რი ყვა­ვი­ლი ვერ შე­ე­გუა აქა­უ­რო­ბას, გახ­მა, გა­ფუჭ­და, რო­გორც ჩანს, ჩვენ­თან ყოფ­ნა არ მო­ე­წო­ნა. ვე­რაფ­რით გა­ვა­ხა­რე გვიმ­რა...

ესე­ნი, რა­საც ხე­დავთ, ჩვენს ვე­რან­დას შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეგუ­ე­ბი­ან. უკვე ერთი წე­ლია, აქ ვართ და აქა­ურ კლი­მატს კარ­გად გა­უძ­ლეს. თუმ­ცა ცოტა ხან­ში ზო­გი­ერთ ყვა­ვილს, როცა აცივ­დე­ბა, შინ შე­ვი­ტანთ.

აგერ, იმ ალუ­მი­ნის ჭურ­ჭელ­ში ამ ზა­ფხულს მარ­წყვი მქონ­და ჩარ­გუ­ლი და მშვე­ნი­ე­რი მო­სა­ვა­ლიც მო­ვი­და, გემ­რი­ელ და დიდ ნა­ყოფს ის­ხამ­და.

ახლა უკვე მო­ი­ლია. მარ­წყვის გვერ­დით ქო­თან­ში ერ­თწ­ლი­ა­ნი ყვა­ვი­ლე­ბია. მათ ყო­ველ გა­ზა­ფხულ­ზე ვრგავ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თვის, სი­ლა­მა­ზი­სა და სიჭ­რე­ლის­თვის...

- ეს პალ­მაც მშვე­ნივ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

- ეს ჩვენ­მა კე­თილ­მა მე­ზო­ბელ­მა გვა­ჩუ­ქა, და­ი­ნა­ხა, რომ ლა­მა­ზი აი­ვა­ნი გვქონ­და. ჩვენც მად­ლი­ე­რე­ბით მი­ვი­ღეთ სა­ჩუ­ქა­რი და ყუ­რა­დღე­ბას არ ვაკ­ლებთ. მარ­თლა ლა­მა­ზია.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ონისეს ბაღი - "კალმით ნახატი" თბილისური ვერანდა

ონისეს ბაღი - "კალმით ნახატი" თბილისური ვერანდა

ზემო ვეძისში, ლისის ტბის სიახლოვეს, ახალაშენებულ სახლში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ონისე ონიანს ვეწვიეთ. ონიანების ოჯახი იქ ერთი წელია დაბინავდა. სახლს წინ უზარმაზარი ვერანდა აქვს, სადაც უამრავი მცენარე ხარობს: ბზა, ნაძვი, არაერთი ჯიშის ხვიარა ვარდი და სურო, იასამანი, ბროწეული, მორცხვი მიმოზა, აუკუბა, ჩინური ვარდი, პალმა, ზანგის ქოჩორი, მსხმოიარე ლიმონი... სივრცე გემოვნებით არის გამოყენებული, ქოთნების ზედადგარებად და დასადებად სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთია გამოყენებული - ძველი ფაიფურის ჭურჭელი თუ ონისეს ხელით ქვებისგან გაკეთებული დეკორაციები. ვერანდაზე ბინა ძაღლსაც აქვს, რომელიც მომეჩვენა, რომ მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ძაღლია...

- სადაც კი გვიცხოვრია, მცენარეები ყველგან გვქონდა. ორმოცამდე ჯიშის ყვავილი არცთუ დიდ სახლში გვქონდა. ოჯახის ყველა წევრი ყვავილებს დიდი მონდომებით ვუვლით. მაგალითად, ჩემს უმცროს ქალიშვილს, ტასოს, საყვარელი ყვავილიც აქვს, რომელსაც განსაკუთრებით ეფერება.

- ეგ რომელი მცენარეა?

- ზანგის ქოჩორი. სხვათა შორის, რამდენიმე ქოთანში გვაქვს გამრავლებული და მთლიანად იმოსება წვრილ-წვრილი და ფოთლოვანი ყვავილით. მზეც უყვარს და წვიმაც. აი, ხედავთ, ლიმონის ქოთანშიც არის ჩარგული, სადაც ფაიფურის თეთრი იხვი დასკუპებულა. მგონი, უხდება, არა?

- კი, ნამდვილად უხდება... ისეთი პირი უჩანს, რომ აქაურობა მალე ზურა შევარდნაძის ბაღივით გადაიქცევა...

- სხვათა შორის, ბევრი ყვავილი შევარდნაძის ბაღიდან არის აქ მობრძანებული. აი, იმ ურიკაზე რომ სხვადასხვა ჯიშის მცენარეა, სწორედ მისი ბაღიდან გახლავთ...

- ყვავილნარი ლამაზად გაგიფორმებიათ ქოთნებითა და დეკორატიული ნივთებით...

- ვცდილობთ. დიდ ქოთნებში სხვადასხვა ჯიშის ყვავილებსაც ვაჯგუფებთ. სულ ვეძებთ ისეთ მცენარეს, რომელიც სიცივესაც გაუძლებს და მზესაც, რადგანაც ისინი, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ დგას. მოგეხსენებათ, ამინდი თბილისში ცვალებადია. ჩვენთან კი ტემპერატურა, ქალაქის ცენტრთან შედარებით, 4-5 გრადუსით ნაკლებია.

საერთოდ, მცხუნვარე მზე ყვავილებს არ უყვარს. მაგალითად, იმ ურიკაში ჩარგული მცენარეები ყინვასაც უძლებენ და მზესაც. ზაფხულიც მშვენივრად გადაიტანეს.

- ეგ ურიკაც თქვენი დიზაინითა და გემოვნებით არის გაწყობილი?

- დიახ. ურიკას ამ სახლის მშენებლობაზე იყენებდნენ. მშენებლობა რომ დასრულდა, აღარ გადავაგდებინე, დავიტოვე, თეთრად შევღებე, მიწით გავავსე და ყვავილები ჩავრგე. გავახალისე ნაშრომ-ნაჯაფი ურიკა...

ისე, ბევრი ყვავილი ვერ შეეგუა აქაურობას, გახმა, გაფუჭდა, როგორც ჩანს, ჩვენთან ყოფნა არ მოეწონა. ვერაფრით გავახარე გვიმრა...

ესენი, რასაც ხედავთ, ჩვენს ვერანდას შესანიშნავად ეგუებიან. უკვე ერთი წელია, აქ ვართ და აქაურ კლიმატს კარგად გაუძლეს. თუმცა ცოტა ხანში ზოგიერთ ყვავილს, როცა აცივდება, შინ შევიტანთ.

აგერ, იმ ალუმინის ჭურჭელში ამ ზაფხულს მარწყვი მქონდა ჩარგული და მშვენიერი მოსავალიც მოვიდა, გემრიელ და დიდ ნაყოფს ისხამდა.

ახლა უკვე მოილია. მარწყვის გვერდით ქოთანში ერთწლიანი ყვავილებია. მათ ყოველ გაზაფხულზე ვრგავ მრავალფეროვნებისთვის, სილამაზისა და სიჭრელისთვის...

- ეს პალმაც მშვენივრად გამოიყურება.

- ეს ჩვენმა კეთილმა მეზობელმა გვაჩუქა, დაინახა, რომ ლამაზი აივანი გვქონდა. ჩვენც მადლიერებით მივიღეთ საჩუქარი და ყურადღებას არ ვაკლებთ. მართლა ლამაზია.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია