რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია Facebook-ზე სინანულით წერს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც მას სიკეთე ვერ დაუფასეს. ბიზნესმენი მათ შორის გულისხმობს მსახიობ გურანდა გაბუნიასაც, რომელსაც, მისი თქმით, ავადმყოფობის დროს დახმარება გაუწია.
"ღმერთმა მე დამიბრუნოს სიკეთედ, რამდენ ადამიანსაც მე ცხოვრება დავუბრუნე!
ქალბატონი გურანდა გაბუნია გადასარჩენი რომ იწვა მოსკოვში, მე დამირეკეს! ფული კი გადავიხადე, შემეძლო ჩემი ოჯახისთვის დამეხარჯა, მადლობა ვინ თქვა!
გადაცემაში კი შეეშინდა! ღმერთმა ნუ დაგაჭირვოთ ჩემი თავი, ქალბატონო! კი მეუბნებიან მოსკოველი მდიდარი ქართველები, ყველაფერი ცუდად დაგიბრუნდებაო!
კავეენის წარმომადგენელმაც როგორმა შეშინებული წარმოთქვა ჩემი სახელი!
მე კი მივეჩვიე, მაგრამ ჩემი პატარა 13 წლის შვილი გაგიჟებულია, ლამის გული ატკივდეს! როგორ პასუხობენ ქართველები კეთილ საქმეს", - წერს მიხეილ ხუბუტია.