პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ერის ღირსების შეურაცხყოფაა" - კადრები წმინდა ბარბარეს სახელობის დარბეული ეკლესიიდან
"ეს ერის ღირსების შეურაცხყოფაა" - კადრები წმინდა ბარბარეს სახელობის დარბეული ეკლესიიდან

წმინ­და ბარ­ბა­რეს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტებ­მა მუ­შა­ო­ბა და­ას­რუ­ლეს. სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მე­დი­ას ტა­ძარ­ში შეს­ვლი­სა და ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გაც­ნო­ბის სა­შუ­ლე­ბა მი­ე­ცა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იტყო­ბი­ნე­ბა, კედ­ლე­ბი­დან ჩა­მოგ­ლე­ჯი­ლია ხა­ტე­ბი, ია­ტაკ­ზე მი­მობ­ნე­უ­ლია სხვა სა­ხის სიწ­მინ­დე­ე­ბიც, მათ შო­რის - ჯვრე­ბიც, ბარ­ძი­მი, მღვდლის შე­სა­მოს­ლე­ბი. გა­ტე­ხი­ლია შე­სა­წი­რი ყუ­თე­ბი, ასე­ვე დამ­ტვე­რუ­ლია წმინ­და ნი­კო­ლი­ზის ხა­ტის შუშა. ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­პა­რუ­ლია ოქ­როს ჯვა­რი და ყელ­სა­ბა­მი, რო­მე­ლიც ხატს ეკე­თა.

"აქ არ არის ლა­პა­რა­კი რა­ღაც მა­ტე­რი­ა­ლუ­რის და­კარ­გვა­ზე. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩვენ­თვის ძვირ­ფა­სია - ხა­ტე­ბი, ად­გილ­ზეა. მთა­ვა­რი არის ის, რომ ეს ერის ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფაა. აქ სწო­რედ ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარ­მა, მამა ისემ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძარ­ცვე­ლებ­მა ეკ­ლე­სი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კარი იქ გან­თავ­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი სასფლა­ო­დან აღე­ბუ­ლი მარ­მა­რი­ლოს ქვით შე­ამ­ტვრი­ეს. თა­ვად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ეკ­ლე­სი­ის ტე­რი­ტო­რია უკო­მენ­ტა­როდ და­ტო­ვეს, შე­სა­ბა­მი­სად უც­ნო­ბია, მო­ა­ხერ­ხეს თუ არა მათ რა­ი­მე ნივთმტკი­ცე­ბის ამო­ღე­ბა.

ეკ­ლე­სი­ა­ში ამ დრომ­დე რჩე­ბა მრევ­ლი, რო­მე­ლიც წი­ნამ­ძღვარ­თან ერ­თად ტა­ძარს ასუფ­თა­ვებს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ეს ერის ღირსების შეურაცხყოფაა" - კადრები წმინდა ბარბარეს სახელობის დარბეული ეკლესიიდან

"ეს ერის ღირსების შეურაცხყოფაა" - კადრები წმინდა ბარბარეს სახელობის დარბეული ეკლესიიდან

წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მედიას ტაძარში შესვლისა და ადგილზე არსებული ვითარების გაცნობის საშულება მიეცა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, კედლებიდან ჩამოგლეჯილია ხატები, იატაკზე მიმობნეულია სხვა სახის სიწმინდეებიც, მათ შორის - ჯვრებიც, ბარძიმი, მღვდლის შესამოსლები. გატეხილია შესაწირი ყუთები, ასევე დამტვერულია წმინდა ნიკოლიზის ხატის შუშა. ეკლესიის წინამძღვრის ინფორმაციით, მოპარულია ოქროს ჯვარი და ყელსაბამი, რომელიც ხატს ეკეთა.

"აქ არ არის ლაპარაკი რაღაც მატერიალურის დაკარგვაზე. ყველაფერი, რაც ჩვენთვის ძვირფასია - ხატები, ადგილზეა. მთავარი არის ის, რომ ეს ერის ღირსების შეურაცხყოფაა. აქ სწორედ ღირსების შელახვაზეა საუბარი", - განუცხადა ჟურნალისტებს ტაძრის წინამძღვარმა, მამა ისემ.

არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა ეკლესიის ცენტრალური კარი იქ განთავსებული ერთ-ერთი სასფლაოდან აღებული მარმარილოს ქვით შეამტვრიეს. თავად სამართალდამცველებმა ეკლესიის ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს, შესაბამისად უცნობია, მოახერხეს თუ არა მათ რაიმე ნივთმტკიცების ამოღება.

ეკლესიაში ამ დრომდე რჩება მრევლი, რომელიც წინამძღვართან ერთად ტაძარს ასუფთავებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია