პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენ ფულს შოულობენ თბილისის "მარშრუტკების" მძღოლები
რამდენ ფულს შოულობენ თბილისის "მარშრუტკების" მძღოლები

მათ­თვის, ვი­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბით უწევს, არა­კომ­ფორ­ტუ­ლი მგზავ­რო­ბა ნაც­ნო­ბი პრობ­ლე­მაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­მა" მგზავ­რე­ბის ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბის აკ­რძალ­ვის პი­რო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე დადო, პრობ­ლე­მა დღემ­დე მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია. ფეხ­ზე დგო­მის გარ­და, მგზავ­რე­ბი ზა­ფხულ­ში უკონ­დენ­ცი­ო­ნე­რო­ბას უჩი­ვი­ან, ზამ­თარ­ში კი უჰა­ე­რო­ბას. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა კრი­ტე­რი­უ­მებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ თა­ვად სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მძღო­ლე­ბი მუ­შა­ო­ბის და­სა­წყე­ბად, რა პრობ­ლე­მებს აწყდე­ბი­ან ყო­ველ­დღი­უ­რად და რო­გო­რია მათი სა­შუ­ა­ლო ანა­ზღა­უ­რე­ბა.

კომ­პა­ნია "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ მძღო­ლის ყო­ველ­დღი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მარ­შრუ­ტის დატ­ვირ­თვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ერთ მძღოლს სა­შუ­ა­ლოდ, 40 ლარი რჩე­ბა სა­მუ­შაო დღის ბო­ლოს. თუმ­ცა, ზა­ფხულ­ში, როცა მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ქა­ლაქ­ში გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლია, მათი შე­მო­სა­ვა­ლიც იკ­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ მარ­შრუ­ტებ­ზე მგზავ­რთა ნა­კა­დის სიმ­რავ­ლეს, ამას ტრან­სპორ­ტში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ვი­დე­ოთ­ვა­ლის მეშ­ვე­ო­ბით ად­გე­ნენ.

თა­ვად სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მძღო­ლე­ბი ჩვენ­თან სა­უბ­რის დროს აცხა­დე­ბენ, რომ მათი სა­შუ­ა­ლო შე­მო­სა­ვა­ლი დღე­ში 15-20 ლა­რია:

"ბენ­ზინს ჩვენ ვას­ხამთ. გარ­და ამი­სა, ყვე­ლა ხარ­ჯის და­ფარ­ვა თა­ვად გვი­წევს. თვე­ში 12 დღე ვმუ­შა­ობთ, გვი­წევს მო­რი­გე­ო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი თვი­უ­რი ხელ­ფა­სი სა­შუ­ა­ლოდ 240 ლა­რია. მას შემ­დეგ, რაც პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თით გა­დახ­და და­ი­წყეს მგზავ­რებ­მა, ჩვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი საკ­მა­ოდ შემ­ცირ­და. ბა­რა­თი­დან გა­დახ­დი­ლი თან­ხის არც ერთი პრო­ცენ­ტი არ გვე­კუთ­ვნის მძღო­ლებს."

#145 მარ­შრუ­ტის მძღო­ლე­ბი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მად ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბით გა­მოწ­ვე­ულ მან­ქა­ნის ხარ­ჯებს ასა­ხე­ლე­ბენ:

"ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ მან­ქა­ნის გა­უ­მარ­თა­ო­ბის გამო 2-3 დღე ვერ მი­მუ­შა­ვია, მაგ­რამ ინდმე­წარ­მის გა­და­სა­ხადს, თვე­ში 45 ლარს, ასეთ დრო­საც გვახ­დე­ვი­ნე­ბენ. ამა­ზე მეტი უსა­მარ­თლო­ბა რაღა უნდა იყოს",- ამ­ბობს ერთ-ერთი მძღო­ლი.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ცეპ­ლე­ნია" და ტურ­ბო გა­მო­ვი­და მწყობ­რი­დან. ორი­ვეს გა­კე­თე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 1500 ლარი და­მიჯ­და. დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ 20 ლარი მრჩე­ბა, თვე­ში კი 12 დღეს ვმუ­შა­ობ. თით­ქმის ყვე­ლას ბან­კის ვალი გვაქვს... პრე­ტენ­ზი­ას გა­მოვ­თქვამთ თუ არა, კომ­პა­ნი­ა­ში გვე­უბ­ნე­ბი­ან, არ გინ­დათ და წა­დი­თო. იცი­ან, რომ ჩვე­ნი ასა­კის ხალ­ხის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა უმუ­შევ­რო­ბაა. მე თუ წა­ვალ, ჩემს ად­გი­ლას ეგ­რე­ვე სხვა მოვა. ამით სარ­გებ­ლო­ბენ",- ამ­ბობს #61 მარ­შრუ­ტის ერთ-ერთი მძღო­ლი.

კომ­პა­ნია "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში" მა­ქა­ნის ხარ­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მას იმით ხსნი­ან, რომ კომ­პა­ნი­ის ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ მძღო­ლე­ბის მიერ გა­დახ­დი­ლი თან­ხაა, შე­სა­ბა­მი­სად, მათ არ აქვთ და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სე­ბი ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად.

145-ის მარ­შრუ­ტის მძღო­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ერ­თა­დერ­თი, რა­საც კომ­პა­ნია უზ­რუნ­ველ­ყოფს, ზე­თის შეც­ვლაა, თუმ­ცა ზე­თის სა­ფა­სურ­საც, და­ახ­ლო­ე­ბით 100-150 ლარს, თა­ვად იხ­დი­ან. რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, ამ­ჟა­მად მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი და­ზღვე­უ­ლი არ არის.

ამ დრო­ის­თვის დე­და­ქა­ლაქ­ში სულ 2 000 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი მოძ­რა­ობს, ხოლო მარ­შრუ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 183-ს შე­ად­გენს. "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში" ამ დრო­ის­თვის 1900 მე­ი­ჯა­რე და 2000-მდე მინ­დო­ბი­ლო­ბით მო­მუ­შა­ვე მძღო­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო: უად­გი­ლო­ბა და უჰა­ე­რო­ბა თბი­ლი­სის "მარ­შრუტ­კებ­ში"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

რამდენ ფულს შოულობენ თბილისის "მარშრუტკების" მძღოლები

რამდენ ფულს შოულობენ თბილისის "მარშრუტკების" მძღოლები

მათთვის, ვისაც ყოველდღიურად ქალაქში გადაადგილება ყვითელი მიკროავტობუსებით უწევს, არაკომფორტული მგზავრობა ნაცნობი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ "თბილისის მიკროავტობუსმა" მგზავრების ფეხზე დაყენების აკრძალვის პირობა რამდენჯერმე დადო, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. ფეხზე დგომის გარდა, მგზავრები ზაფხულში უკონდენციონერობას უჩივიან, ზამთარში კი უჰაერობას. საინტერესოა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ თავად სამარშრუტო ტაქსის მძღოლები მუშაობის დასაწყებად, რა პრობლემებს აწყდებიან ყოველდღიურად და როგორია მათი საშუალო ანაზღაურება.

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მძღოლის ყოველდღიური შემოსავალი მარშრუტის დატვირთვაზეა დამოკიდებული. ერთ მძღოლს საშუალოდ, 40 ლარი რჩება სამუშაო დღის ბოლოს. თუმცა, ზაფხულში, როცა მოსახლეობის რაოდენობა ქალაქში განახევრებულია, მათი შემოსავალიც იკლებს. რაც შეეხება კონკრეტულ მარშრუტებზე მგზავრთა ნაკადის სიმრავლეს, ამას ტრანსპორტში დამონტაჟებული ვიდეოთვალის მეშვეობით ადგენენ.

თავად სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ჩვენთან საუბრის დროს აცხადებენ, რომ მათი საშუალო შემოსავალი დღეში 15-20 ლარია:

"ბენზინს ჩვენ ვასხამთ. გარდა ამისა, ყველა ხარჯის დაფარვა თავად გვიწევს. თვეში 12 დღე ვმუშაობთ, გვიწევს მორიგეობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი თვიური ხელფასი საშუალოდ 240 ლარია. მას შემდეგ, რაც პლასტიკური ბარათით გადახდა დაიწყეს მგზავრებმა, ჩვენი შემოსავალი საკმაოდ შემცირდა. ბარათიდან გადახდილი თანხის არც ერთი პროცენტი არ გვეკუთვნის მძღოლებს."

#145 მარშრუტის მძღოლები ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ტექნიკური პრობლემებით გამოწვეულ მანქანის ხარჯებს ასახელებენ:

"ყოფილა შემთხვევა, რომ მანქანის გაუმართაობის გამო 2-3 დღე ვერ მიმუშავია, მაგრამ ინდმეწარმის გადასახადს, თვეში 45 ლარს, ასეთ დროსაც გვახდევინებენ. ამაზე მეტი უსამართლობა რაღა უნდა იყოს",- ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

"რამდენიმე დღის წინ "ცეპლენია" და ტურბო გამოვიდა მწყობრიდან. ორივეს გაკეთება დაახლოებით 1500 ლარი დამიჯდა. დღეში საშუალოდ 20 ლარი მრჩება, თვეში კი 12 დღეს ვმუშაობ. თითქმის ყველას ბანკის ვალი გვაქვს... პრეტენზიას გამოვთქვამთ თუ არა, კომპანიაში გვეუბნებიან, არ გინდათ და წადითო. იციან, რომ ჩვენი ასაკის ხალხის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. მე თუ წავალ, ჩემს ადგილას ეგრევე სხვა მოვა. ამით სარგებლობენ",- ამბობს #61 მარშრუტის ერთ-ერთი მძღოლი.

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში" მაქანის ხარჯებთან დაკავშირებულ პრობლემას იმით ხსნიან, რომ კომპანიის ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ მძღოლების მიერ გადახდილი თანხაა, შესაბამისად, მათ არ აქვთ დამატებითი ფინანსები ტექნიკური პრობლემების გამოსასწორებლად.

145-ის მარშრუტის მძღოლები აცხადებენ, რომ ერთადერთი, რასაც კომპანია უზრუნველყოფს, ზეთის შეცვლაა, თუმცა ზეთის საფასურსაც, დაახლოებით 100-150 ლარს, თავად იხდიან. როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, ამჟამად მიკროავტობუსები დაზღვეული არ არის.

ამ დროისთვის დედაქალაქში სულ 2 000 მიკროავტობუსი მოძრაობს, ხოლო მარშრუტების რაოდენობა 183-ს შეადგენს. "თბილისის მიკროავტობუსში" ამ დროისთვის 1900 მეიჯარე და 2000-მდე მინდობილობით მომუშავე მძღოლია დასაქმებული.

სალომე შიხაშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: უადგილობა და უჰაერობა თბილისის "მარშრუტკებში"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია