საზოგადოება
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუგზარ წიკლაური - დერჟინსკი და ეჟოვიც კი ვერ მოიფიქრებდნენ ისეთ ზნედაცემულ ტყუილს, რაც ღარიბაშვილმა იკადრა
ნუგზარ წიკლაური - დერჟინსკი და ეჟოვიც კი ვერ მოიფიქრებდნენ ისეთ ზნედაცემულ ტყუილს, რაც ღარიბაშვილმა იკადრა

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა არის ზნე­და­ცე­მუ­ლი ტყუ­ი­ლი, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ოპო­ნენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნებს, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ხელ­წე­რა იგ­რძნო­ბა.

"დერ­ჟინ­სკი და ეჟო­ვიც კი ვერ მო­ი­ფიქ­რებ­დნენ ისეთ ზნე­და­ცე­მულ ტყუ­ილს, რო­გო­რიც იკად­რა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა მი­უ­თი­თებს, რომ მთავ­რო­ბამ მთლი­ა­ნად და­კარ­გა კონ­ტრო­ლი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე. მო­ვუ­წო­დებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, შე­წყვი­ტოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გახ­ლე­ჩის და და­პი­რის­პი­რე­ბის დამ­ღუპ­ვე­ლი პრაქ­ტი­კა. ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თემა, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, უნდა იქ­ნას გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი პი­რუთ­ვნე­ლად, დე­ტა­ლუ­რად. ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ მათ, რომ შე­იქ­მნას ერ­თობ­ლი­ვი სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სია", - გა­ნა­ცხა­და წიკ­ლა­ურ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ცი­ნი­კუ­რია, რომ "მსგავს გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს თა­მა­ზაშ­ვი­ლე­ბის კლა­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რომ­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დრო­საც კა­ხეთ­ში ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­ი­ტა­ცეს". ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კი­დევ ერთი ლი­დე­რი და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი.

"საქ­მე გვაქვს ძა­ლი­ან მძი­მე ვი­თა­რე­ბას­თან, რო­დე­საც ეს მთავ­რო­ბა ამ ყმაწ­ვილ-კა­ცის მე­თა­უ­რო­ბით, რომ­ლის უკან ბევ­რი სხვა ჭარ­მა­გი პა­ტა­რა კაცი დგას, და­კა­ვე­ბუ­ლია იმით, რომ მა­ლავს კრი­მი­ნა­ლის რე­ა­ლურ სტა­ტის­ტი­კას, და შუბი ხა­ლათ­ში მა­ინც არ იმა­ლე­ბა. ეს არის სტი­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის გარ­და ვინ­მეს ახა­სი­ა­თებ­დეს, ეს ყვე­ლა­ფე­რი სამ­წუ­ხა­როდ, მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნას, აუ­ცი­ლებ­ლად ცუ­დად და­უმ­თავ­რდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

შსს-ს და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ყო­ფი­ლი კუდი-ს და სოდ-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნის მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს.ამ სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გან­მა­ცხა­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სოდ-იდან და კუდ-იდან ორი წლის წინ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბი­სას გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"ოპე­რა­ცი­ას პი­რა­დად ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. დღეს დი­ლით, 07:00 სა­ათ­ზე მი­ნის­ტრმა და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ გამ­ტა­ცებ­ლე­ბი. მინ­და, კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნო მო­სახ­ლე­ო­ბას, ვის ხელ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლო. ასე­თი კრი­მი­ნა­ლე­ბის, გამ­ტა­ცებ­ლე­ბის, მკვლე­ლე­ბი­სა და ყა­ჩა­ღე­ბის ხელ­ში იყო მთე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და ესე­ნი მარ­თავ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს. გა­სარ­კვე­ვია, ვინ დგას ამის უკან და სა­მი­ნის­ტრო და მი­ნის­ტრი ამის გარ­კვე­ვა­ზე მუ­შა­ო­ბენ. ეს შემ­თხვე­ვი­თი არ არის. მე მაქვს გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი, რომ ამის უკან დგას ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ძალა. დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ეს არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხელ­წე­რა, თუმ­ცა ამას, რა თქმა უნდა გა­მო­ძი­ე­ბა სჭირ­დე­ბა. ეს არის ის, რა­ზეც ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე სა­უბ­რობ­და სულ რა­ღაც ერთი თვის წინ, რომ ეს არის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ნუგზარ წიკლაური - დერჟინსკი და ეჟოვიც კი ვერ მოიფიქრებდნენ ისეთ ზნედაცემულ ტყუილს, რაც ღარიბაშვილმა იკადრა

ნუგზარ წიკლაური - დერჟინსკი და ეჟოვიც კი ვერ მოიფიქრებდნენ ისეთ ზნედაცემულ ტყუილს, რაც ღარიბაშვილმა იკადრა

ღარიბაშვილის განცხადება არის ზნედაცემული ტყუილი, რომელსაც ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ადამიანის გატაცების საქმეში "ნაციონალების" ხელწერა იგრძნობა.

"დერჟინსკი და ეჟოვიც კი ვერ მოიფიქრებდნენ ისეთ ზნედაცემულ ტყუილს, როგორიც იკადრა ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილის განცხადება მიუთითებს, რომ მთავრობამ მთლიანად დაკარგა კონტროლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს საზოგადოების გახლეჩის და დაპირისპირების დამღუპველი პრაქტიკა. ყველა მნიშვნელოვანი თემა, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, უნდა იქნას გამოძიებული პირუთვნელად, დეტალურად. ამ ფაქტთან დაკავშირებითაც ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ შეიქმნას ერთობლივი საპარლამენტო კომისია", - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, ცინიკურია, რომ "მსგავს განცხადებას აკეთებს თამაზაშვილების კლანის წარმომადგენელი, რომლის მმართველობის დროსაც კახეთში ასეულობით ადამიანი გაიტაცეს". ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა "ნაციონალების" კიდევ ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი.

"საქმე გვაქვს ძალიან მძიმე ვითარებასთან, როდესაც ეს მთავრობა ამ ყმაწვილ-კაცის მეთაურობით, რომლის უკან ბევრი სხვა ჭარმაგი პატარა კაცი დგას, დაკავებულია იმით, რომ მალავს კრიმინალის რეალურ სტატისტიკას, და შუბი ხალათში მაინც არ იმალება. ეს არის სტილი, რომელიც გამორიცხულია, რომ ავტორიტარული რეჟიმების გარდა ვინმეს ახასიათებდეს, ეს ყველაფერი სამწუხაროდ, მთლიანად ქვეყანას, აუცილებლად ცუდად დაუმთავრდება", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

შსს-ს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ყოფილი კუდი-ს და სოდ-ის თანამშრომლები ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე დააკავეს.ამ საკითხის კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმაცხადა, რომ ეს ადამიანები სოდ-იდან და კუდ-იდან ორი წლის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრობისას გაათავისუფლა.

"ოპერაციას პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა. დღეს დილით, 07:00 საათზე მინისტრმა დამირეკა და მითხრა, რომ დაკავებულები იყვნენ გამტაცებლები. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, ვის ხელში იყო საქართველო. ასეთი კრიმინალების, გამტაცებლების, მკვლელებისა და ყაჩაღების ხელში იყო მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ესენი მართავდნენ საქართველოს. გასარკვევია, ვინ დგას ამის უკან და სამინისტრო და მინისტრი ამის გარკვევაზე მუშაობენ. ეს შემთხვევითი არ არის. მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა გამოძიება სჭირდება. ეს არის ის, რაზეც ალექსანდრე ჭიკაიძე საუბრობდა სულ რაღაც ერთი თვის წინ, რომ ეს არის ორგანიზებული ჯგუფი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა