სამხატვრო აკადემიის რექტორად გია გუგუშვილის არჩევას სტუდენტების ნაწილი აპროტესტებს - ახალი რექტორის კომენტარი

სამხატვრო აკადემიის რექტორად გია გუგუშვილის არჩევას სტუდენტების ნაწილი აპროტესტებს - ახალი რექტორის კომენტარი

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორად მხატვარი გია გუგუშვილი აირჩიეს. რექტორის არჩევნები სამხატვრო აკადემიაში დღეს დილით გაიმართა და მასში ორი კანდიდატი - გია გუგუშვილი და ნანა იაშვილი მონაწილეობდნენ.

ახალი რექტორი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის აკადემიურმა საბჭომ აირჩია. გია გუგუშვილმა 8 ხმა, ხოლო ნანა იაშვილმა 2 ხმა მიიღო. თბილისის სამხატვრო აკადემიასთან ამ წუთებში სტუდენტების ნაწილი იმყოფება. ისინი არჩევნების შედეგების გაუქმებას და ობიექტური არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

სტუდენტები აპროტესტებენ აკადემიის დებულების იმ ნაწილს, რომლის თანახმადაც რექტორი აკრედიტებულ სასწავლებელში აქტიური პროფესორი უნდა იყოს. მათი ნაწილი ამ პოსტზე მხატვარ გია ეძგვერაძის კანდიდატურას უჭერდა მხარს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აკადემიის მესამე კურსის სტუდენტმა გიორგი კარტოზიამ აღნიშნა, აკადემიაში არჩევნები ჩუმად ჩატარდა. მისივე თქმით, არჩევნები 11.00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა 09.00 საათზე გაიმართა. ისინი აკადემიის შენობაში შესვლას ცდილობენ, თუმცა აკადემია შიგნიდან არის ჩაკეტილი და სტუდენტებს შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლევათ.

სამხატვრო აკადემიის ახლად არჩეული რექტორი გია გუგუშვილი სტუდენტების პროტესტს გამოეხმაურა. როგორც გია გუგუშვილმა სამხატვრო აკადემიაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შესაძლოა, სწავლების ცენტრალური ხაზი ყველას არ მოსწონს და ეს მაინცდამაინც დიდ ტრაგედიას არ წარმოადგენს.

მისივე თქმით, ხვალ აკადემიაში ახალი სასწავლო წელი ახალი იმედებითა და გეგმებით იწყება. ასევე, რექტორის ინფორმაციით, პროფესორთა გუნდი, პრაქტიკულად უცვლელია, მათ ახალი კადრები დაემატებათ, თუმცა ბირთვი იგივე რჩება.

"რაც შეეხება ჯგუფს, რომელიც პროტესტს გამოთქვამს. როგორც დილით ვნახე, 4-5 კაცია. გასაგებია, შეიძლება ყველას არ მოსწონს სწავლების ცენტრალური ხაზი, ეს მაინცდამაინც დიდ ტრაგედიას არ წარმოადგენს. ამისთვის არსებობს დიალოგი, ყველა მათგანი სტუდენტი არ არის, ზოგი - კურსდამთავრებულია. ეს რაღაც დაინტერესებულ თემასაც ძალიან ჰგავს. არ მინდა, სიღრმეებში წავიდე, მათთან დიალოგის შემდეგაც უფრო გამოჩნდება ეს. ვართ ძალიან მოტივირებული, რადგან ლამაზი შემოდგომაა, სვეტიცხოვლობას გილოცავთ. ყველასთან ერთად ვაპირებთ ახალი გეგმების განხორციელებას, რომელიც პროგრამაში მეწერა და, რომელიც გავრცობილი სახით სასწავლო პროცესშიც გამოჩნდება", - აღნიშნა გია გუგუშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია