პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგლეჯილია ხატები და შესაწირი ყუთები, არეულ-დარეულია საკურთხეველი - ვანდალურად დარბეული წმ. ბარბარეს ეკლესია და წინამძღვრის კომენტარი
მოგლეჯილია ხატები და შესაწირი ყუთები, არეულ-დარეულია საკურთხეველი - ვანდალურად დარბეული წმ. ბარბარეს ეკლესია და წინამძღვრის კომენტარი

თბი­ლის­ში, 31-ე ქარ­ხნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ბარ­ბა­რეს ეკ­ლე­სია და­არ­ბი­ეს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თვითმხილ­ვე­ლებ­მა აც­ნო­ბეს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დან­გრე­უ­ლია ტაძ­რის ერთ-ერთ კე­დე­ლი, უშუ­ა­ლოდ ტა­ძარ­ში კი, ყვე­ლა­ფე­რი დამ­ტვრე­უ­ლია.

"დღეს როცა მი­ვე­დით, ასე­თი სუ­რა­თი დაგ­ხვდა. შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტია. დან­გრე­უ­ლია ეკ­ლე­სი­ის ერთ-ერთი კე­დე­ლი, გა­ძარ­ცვუ­ლია ეკ­ლე­სია. ეს არ ეყოთ, რო­გორც ჩანს და და­ლე­წეს შიგ­ნით ყვე­ლა­ფე­რი. და­ლე­წი­ლია ეკ­ლე­სი­ის სა­კურ­თხე­ვე­ლიც. ეს არის შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი. აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­თხოვთ, რომ დამ­ნა­შა­ვე და­ი­სა­ჯოს", - უთხრა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ერთ-ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­ძღვარ­მა მამა ისემ გა­ნუ­ცხა­და, ტა­ძა­რი ვან­და­ლუ­რა­დაა დარ­ბე­უ­ლი.

"ეს არ არის მარ­ტო ქურ­დო­ბის ფაქ­ტი. იმის აღ­წე­რა, რაც ეკ­ლე­სი­ა­ში ხდე­ბა, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ტა­ძა­რი ვან­და­ლუ­რად არის დარ­ბე­უ­ლი, შე­სა­წი­რი ყუ­თე­ბი მოგ­ლე­ჯი­ლია, ხა­ტე­ბი კი - კედ­ლი­დან ჩა­მოგ­ლე­ჯი­ლი, არე­ულ-და­რე­უ­ლია სა­კურ­თხე­ვე­ლი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია შეგ­ვი­გი­ნეს", - გა­ნა­ცხა­და მამა ისემ.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ქარ­თვე­ლე­ბი რომ ფეხ­ზე ვიდ­გეთ, ეს არ მოხ­დე­ბო­და.

"ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას მი­ხედ­ვა, უნდა პირ­ველ რიგ­ში ქარ­თვე­ლე­ბის­გან. ქარ­თვე­ლე­ბი რომ ფეხ­ზე ვიდ­გეთ, ეს არ მოხ­დე­ბო­და. ამა­ზე მთე­ლი პარ­ლა­მენ­ტი და მთავ­რო­ბა ფეხ­ზე უნდა დად­გეს. მე ვფიქ­რობ, რომ ეს ეშ­მაკ­მა გა­ა­კე­თა, მაგ­რამ ეს ეშ­მა­კი უნდა იპო­ვონ", - აღ­ნიშ­ნა ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვარ­მა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, ეკ­ლე­სი­ის დარ­ბე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 177-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შს სა­მი­ნის­ტრო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ აკონ­კრე­ტე­ბენ, თუ რა არის ეკ­ლე­სი­ი­დან მო­პა­რუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

მოგლეჯილია ხატები და შესაწირი ყუთები, არეულ-დარეულია საკურთხეველი - ვანდალურად დარბეული წმ. ბარბარეს ეკლესია და წინამძღვრის კომენტარი

მოგლეჯილია ხატები და შესაწირი ყუთები, არეულ-დარეულია საკურთხეველი - ვანდალურად დარბეული წმ. ბარბარეს ეკლესია და წინამძღვრის კომენტარი

თბილისში, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარბარეს ეკლესია დაარბიეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დანგრეულია ტაძრის ერთ-ერთ კედელი, უშუალოდ ტაძარში კი, ყველაფერი დამტვრეულია.

"დღეს როცა მივედით, ასეთი სურათი დაგხვდა. შემზარავი ფაქტია. დანგრეულია ეკლესიის ერთ-ერთი კედელი, გაძარცვულია ეკლესია. ეს არ ეყოთ, როგორც ჩანს და დალეწეს შიგნით ყველაფერი. დალეწილია ეკლესიის საკურთხეველიც. ეს არის შემზარავი ფაქტი. აუცილებლად მოვითხოვთ, რომ დამნაშავე დაისაჯოს", - უთხრა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

როგორც ჟურნალისტებს ეკლესიის წინაძღვარმა მამა ისემ განუცხადა, ტაძარი ვანდალურადაა დარბეული.

"ეს არ არის მარტო ქურდობის ფაქტი. იმის აღწერა, რაც ეკლესიაში ხდება, შეუძლებელია. ტაძარი ვანდალურად არის დარბეული, შესაწირი ყუთები მოგლეჯილია, ხატები კი - კედლიდან ჩამოგლეჯილი, არეულ-დარეულია საკურთხეველი და შეიძლება ითქვას, რომ ქართული ეკლესია შეგვიგინეს", - განაცხადა მამა ისემ.

მისივე შეფასებით, ქართველები რომ ფეხზე ვიდგეთ, ეს არ მოხდებოდა.

"ქართულ ეკლესიას მიხედვა, უნდა პირველ რიგში ქართველებისგან. ქართველები რომ ფეხზე ვიდგეთ, ეს არ მოხდებოდა. ამაზე მთელი პარლამენტი და მთავრობა ფეხზე უნდა დადგეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ეშმაკმა გააკეთა, მაგრამ ეს ეშმაკი უნდა იპოვონ", - აღნიშნა ეკლესიის წინამძღვარმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ეკლესიის დარბევასთან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შს სამინისტროში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, თუ რა არის ეკლესიიდან მოპარული.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია