მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მეფეები, რომლებსაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ
ქართველი მეფეები, რომლებსაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი ქმნიდ­ნენ, რო­მელ­თა გვერ­დით ღირ­სე­უ­ლი დე­დოფ­ლე­ბი იდ­გნენ. მათ არა­ნაკ­ლე­ბი წვლი­ლი მი­უ­ძღვით ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე. ხში­რად, სა­ქარ­თვე­ლოს დე­დოფ­ლის სა­ხელს უცხო­ე­ლი ქალი ატა­რებ­და, თუმ­ცა არა ერ­თმა მათ­გან­მა, ისე­თი ღირ­სე­უ­ლი ქარ­თვე­ლი დე­დოფ­ლის გვერ­დით და­იმ­კვიდ­რა ად­გი­ლი, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ ქე­თე­ვან დე­დო­ფა­ლი, დე­დო­ფა­ლი ნანა და სხვ.

ქარ­თველ მე­ფე­თა დიდი ნა­წი­ლის ქორ­წი­ნე­ბა სხვა ეროვ­ნე­ბის დე­დოფ­ლებ­ზე (და არა მარ­ტო სხვა ეროვ­ნე­ბებ­ზე ქორ­წი­ნე­ბა) წმინ­და წყლის პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯი იყო. სა­ქარ­თვე­ლო მუდ­მი­ვად წარ­მო­ად­გენ­და იმ დრო­ინ­დე­ლი მსოფ­ლი­ოს ჰე­გე­მო­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სის სა­განს, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ძლი­ე­რი და ერ­თგუ­ლი მო­კავ­ში­რის ყოლა, რომ­ლის დახ­მა­რე­ბის იმე­დიც ექ­ნე­ბო­დათ ჩვენს მე­ფე­ებს. ასე­თი მო­კავ­ში­რის შე­სა­ძე­ნად ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გზა და­ნა­თე­სა­ვე­ბა იყო.

მო­კავ­ში­რის შე­ძე­ნის ასეთ ხერ­ხს მი­მარ­თავ­დნენ არა მარ­ტო სუს­ტი მმარ­თვე­ლე­ბი, არა­მედ ძლი­ე­რი მე­თა­ურ­ნიც, მა­გა­ლი­თად: და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს ჯერ კი­დევ სი­ჭა­ბუ­კე­ში ცო­ლად შერ­თეს სო­მე­ხი ქალი, რო­მელ­თა­ნაც შე­ე­ძი­ნა ვა­ჟიშ­ვი­ლი დე­მეტ­რე (შემ­დგომ­ში დე­მეტ­რე I), პირ­ვე­ლი ცო­ლის შე­სა­ხებ სხვა არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. მე­ო­რე ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა გუ­რან­დუხ­ტი, ყივ­ჩაღ­თა მთავ­რის ათ­რა­ქა შა­რა­ღა­ნის ძის ასუ­ლი, რო­მელ­თა­ნაც შე­ე­ძი­ნა კი­დევ ერთი ძე ვახ­ტან­გი (ცუ­ა­ტა) და ასულ­ნი - თა­მა­რი, კატა და თა­მარ მრწე­მი. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ და­ვი­თის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი თა­მა­რი ცო­ლად ყავ­და შირ­ვა­ნის შაჰს მა­ნუ­ჩარ II-ს, კატა - ბი­ზან­ტი­ის კე­ი­სარ იო­ა­ნე კომ­ნე­ნო­სის უმ­ცროს ძმას, ალექ­სის, ხოლო თა­მარ მრწე­მი - ოსე­თის მე­ფეს (დე­მეტ­რე I-ს დროს მის­თხოვ­და). რო­გორც ჩანს, მი­უ­ხე­და­ვად და­ვი­თის სიძ­ლი­ე­რი­სა, ის მა­ინც ცდი­ლობ­და მო­კავ­ში­რის ყო­ლას, რაც მის ყივ­ჩა­ღებ­თან და ოსებ­თან და­ნა­თე­სა­ვე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტა კი­დეც. ყივ­ჩა­ღე­ბი იმ დრო­ინ­დელ კავ­კა­სი­ა­ში ან­გა­რიშ­გა­სა­წევ ძა­ლას წარ­მო­ად­გენ­დნენ, რაც კარ­გად უწყო­და და­ვით­მა და ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნა კი­დეც. ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოა, რომ და­ვითს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის გამო შე­ერ­თოს გუ­რან­დუხ­ტი, ეს უფრო პო­ლი­ტი­კურ ნა­ბიჯს გავს, ვიდ­რე გა­მიჯ­ნუ­რე­ბუ­ლი მე­ფის ქცე­ვას. რაც შე­ე­ხე­ბა და­ვი­თის შვი­ლე­ბის უცხო ქვეყ­ნებ­ში გა­თხო­ვე­ბას, ამ შემ­თხვე­ვა­ში პი­რი­ქი­თაა საქ­მე. ამ ქვეყ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო ესა­ხე­ბო­დათ ძლი­ერ მო­კავ­ში­რედ და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას მფარ­ვე­ლა­დაც კი.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ქართველი მეფეები, რომლებსაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ

ქართველი მეფეები, რომლებსაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ

საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს ისტორიას ქართველი მეფეები ქმნიდნენ, რომელთა გვერდით ღირსეული დედოფლები იდგნენ. მათ არანაკლები წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის წინაშე. ხშირად, საქართველოს დედოფლის სახელს უცხოელი ქალი ატარებდა, თუმცა არა ერთმა მათგანმა, ისეთი ღირსეული ქართველი დედოფლის გვერდით დაიმკვიდრა ადგილი, როგორებიც იყვნენ ქეთევან დედოფალი, დედოფალი ნანა და სხვ.

ქართველ მეფეთა დიდი ნაწილის ქორწინება სხვა ეროვნების დედოფლებზე (და არა მარტო სხვა ეროვნებებზე ქორწინება) წმინდა წყლის პოლიტიკური ნაბიჯი იყო. საქართველო მუდმივად წარმოადგენდა იმ დროინდელი მსოფლიოს ჰეგემონი ქვეყნის ინტერესის საგანს, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო ძლიერი და ერთგული მოკავშირის ყოლა, რომლის დახმარების იმედიც ექნებოდათ ჩვენს მეფეებს. ასეთი მოკავშირის შესაძენად ერთ-ერთი საუკეთესო გზა დანათესავება იყო.

მოკავშირის შეძენის ასეთ ხერხს მიმართავდნენ არა მარტო სუსტი მმართველები, არამედ ძლიერი მეთაურნიც, მაგალითად: დავით აღმაშენებელს ჯერ კიდევ სიჭაბუკეში ცოლად შერთეს სომეხი ქალი, რომელთანაც შეეძინა ვაჟიშვილი დემეტრე (შემდგომში დემეტრე I), პირველი ცოლის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი. მეორე ცოლად მოიყვანა გურანდუხტი, ყივჩაღთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული, რომელთანაც შეეძინა კიდევ ერთი ძე ვახტანგი (ცუატა) და ასულნი - თამარი, კატა და თამარ მრწემი. ნიშანდობლივია, რომ დავითის უფროსი ქალიშვილი თამარი ცოლად ყავდა შირვანის შაჰს მანუჩარ II-ს, კატა - ბიზანტიის კეისარ იოანე კომნენოსის უმცროს ძმას, ალექსის, ხოლო თამარ მრწემი - ოსეთის მეფეს (დემეტრე I-ს დროს მისთხოვდა). როგორც ჩანს, მიუხედავად დავითის სიძლიერისა, ის მაინც ცდილობდა მოკავშირის ყოლას, რაც მის ყივჩაღებთან და ოსებთან დანათესავებაში გამოიხატა კიდეც. ყივჩაღები იმ დროინდელ კავკასიაში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ, რაც კარგად უწყოდა დავითმა და ეს ყველაფერი საქართველოს სასარგებლოდ გამოიყენა კიდეც. ნაკლებ სავარაუდოა, რომ დავითს განსაკუთრებული სიყვარულის გამო შეერთოს გურანდუხტი, ეს უფრო პოლიტიკურ ნაბიჯს გავს, ვიდრე გამიჯნურებული მეფის ქცევას. რაც შეეხება დავითის შვილების უცხო ქვეყნებში გათხოვებას, ამ შემთხვევაში პირიქითაა საქმე. ამ ქვეყნებს საქართველო ესახებოდათ ძლიერ მოკავშირედ და შეიძლება ითქვას მფარველადაც კი.

იხილეთ სტატია სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს