პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვამზადოთ ბავშვები ზამთრის ვირუსებისთვის - ცნობილი პედიატრის პრაქტიკული რჩევები
როგორ მოვამზადოთ ბავშვები ზამთრის ვირუსებისთვის - ცნობილი პედიატრის პრაქტიკული რჩევები

ზამ­თა­რი ნელ-ნელა გვი­ახ­ლოვ­დე­ბა. რა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მა­ტე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რო­გორ უნდა გა­ვა­კა­ჟოთ ბავ­შვე­ბი, რო­მე­ლი სპორ­ტით უნდა და­კავ­დნენ პა­ტა­რე­ბი და რო­გო­რი უნდა იყოს ზამ­თრის კვე­ბის მე­ნიუ - ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებ­ზე მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი პე­დი­ატ­რი ყა­რა­მან ფა­ღა­ვა გვი­პა­სუ­ხებს.

- რო­გორ უნდა მო­ვამ­ზა­დოთ ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი ზამ­თრის­თვის?

- პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შვი უნდა გა­ვა­კა­ჟოთ. გა­კა­ჟე­ბა ეტა­პობ­რი­ვად უნდა მოხ­დეს. იმის­თვის, რომ გა­ცი­ე­ბამ თავი ხში­რად არ შე­გახ­სე­ნოთ, პა­ტა­რებს პირი, ხე­ლე­ბი და ფე­ხე­ბი ცივი წყლით და­ბა­ნეთ ხოლ­მე. ბავ­შვი ნელ-ნელა უნდა მი­ეჩ­ვი­ოს გრილ წყალ­ში ბა­ნა­ო­ბას. ჩვი­ლი ბავ­შვი თავ­და­პირ­ვე­ლად 37 გრა­დუს­ში აბა­ნა­ვეთ და ნელ-ნელა 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­დით 32 გარ­დუს­ზე. ე.წ "ვაფ­ლის" პირ­სა­ცო­ხი და­ას­ვე­ლეთ, გა­წუ­რეთ და და­უ­ზი­ლეთ სხე­უ­ლი ბავ­შვებს. მა­ცი­ვარ­ში ყო­ველ­თვის გქონ­დეს მა­რი­ლი­ა­ნი წყა­ლი (ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ხსნა­რი). ზამ­თარ­ში, რო­დე­საც სახ­ლში გათ­ბო­ბა ჩარ­თუ­ლია და ჰა­ე­რი ნაკ­ლე­ბად მოძ­რა­ობს, არის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ბავ­შვებს გა­მო­უშ­რეთ ცხვი­რის ლორ­წო­ვა­ნი, ამი­ტომ 2 ჩაის კოვ­ზი მა­რი­ლი გა­ა­ზა­ვეთ 1 ლიტრ წყალ­ში და ზამ­თარ­ში პა­ტა­რებს ცხვირ­ში ჩა­აწ­ვე­თეთ. ძა­ლი­ან თბი­ლად ნუ ჩა­აც­მევთ ბავ­შვებს. ეცა­დეთ არ გა­ოფ­ლი­ან­დნენ. არც გა­ყი­ნოთ და არც გა­და­ა­ხუ­როთ პა­ტა­რა.

- რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია წე­ლი­წა­დის ამ დროს ვი­ტა­მი­ნე­ბის და სხვა­დას­ხვა პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბა იმუ­ნი­ტე­ტის ასა­მაღ­ლებ­ლად?

- იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დი, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, გა­კა­ჟე­ბაა. ვი­ტა­მი­ნე­ბი ინიშ­ნე­ბა, რო­დე­საც ბავ­შვი უჭ­მე­ლია, აქვს ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა პრობ­ლე­მე­ბი. ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი ზამ­თარს გა­კა­ჟე­ბი­თაც კარ­გად გა­და­ი­ტანს.

- ბევ­რი მშო­ბე­ლი ზა­ფხუ­ლის ხილს ზამ­თრის­თვის მა­ცი­ვარ­ში ყი­ნავს. რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ასე­თი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა ბავ­შვე­ბის­თვის?

- წე­სით, გა­ყი­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი ვი­ტა­მი­ნებს არ უნდა კარ­გავ­დნენ.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ მოვამზადოთ ბავშვები ზამთრის ვირუსებისთვის - ცნობილი პედიატრის პრაქტიკული რჩევები

როგორ მოვამზადოთ ბავშვები ზამთრის ვირუსებისთვის - ცნობილი პედიატრის პრაქტიკული რჩევები

ზამთარი ნელ-ნელა გვიახლოვდება. რა დაავადებების მატებაა მოსალოდნელი, როგორ უნდა გავაკაჟოთ ბავშვები, რომელი სპორტით უნდა დაკავდნენ პატარები და როგორი უნდა იყოს ზამთრის კვების მენიუ - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბევრისთვის საყვარელი პედიატრი ყარამან ფაღავა გვიპასუხებს.

- როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვის ორგანიზმი ზამთრისთვის?

- პირველ რიგში, ბავშვი უნდა გავაკაჟოთ. გაკაჟება ეტაპობრივად უნდა მოხდეს. იმისთვის, რომ გაციებამ თავი ხშირად არ შეგახსენოთ, პატარებს პირი, ხელები და ფეხები ცივი წყლით დაბანეთ ხოლმე. ბავშვი ნელ-ნელა უნდა მიეჩვიოს გრილ წყალში ბანაობას. ჩვილი ბავშვი თავდაპირველად 37 გრადუსში აბანავეთ და ნელ-ნელა 6 თვის განმავლობაში ჩამოდით 32 გარდუსზე. ე.წ "ვაფლის" პირსაცოხი დაასველეთ, გაწურეთ და დაუზილეთ სხეული ბავშვებს. მაცივარში ყოველთვის გქონდეს მარილიანი წყალი (ფიზიოლოგიური ხსნარი). ზამთარში, როდესაც სახლში გათბობა ჩართულია და ჰაერი ნაკლებად მოძრაობს, არის საშიშროება, რომ ბავშვებს გამოუშრეთ ცხვირის ლორწოვანი, ამიტომ 2 ჩაის კოვზი მარილი გააზავეთ 1 ლიტრ წყალში და ზამთარში პატარებს ცხვირში ჩააწვეთეთ. ძალიან თბილად ნუ ჩააცმევთ ბავშვებს. ეცადეთ არ გაოფლიანდნენ. არც გაყინოთ და არც გადაახუროთ პატარა.

- რამდენად მიზანშეწონილია წელიწადის ამ დროს ვიტამინების და სხვადასხვა პრეპარატის მიღება იმუნიტეტის ასამაღლებლად?

- იმუნიტეტის ამაღლების საუკეთესო მეთოდი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გაკაჟებაა. ვიტამინები ინიშნება, როდესაც ბავშვი უჭმელია, აქვს ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. ჯანმრთელი ბავშვი ზამთარს გაკაჟებითაც კარგად გადაიტანს.

- ბევრი მშობელი ზაფხულის ხილს ზამთრისთვის მაცივარში ყინავს. რამდენად უსაფრთხოა ასეთი პროდუქტის მიღება ბავშვებისთვის?

- წესით, გაყინული პროდუქტები ვიტამინებს არ უნდა კარგავდნენ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია