სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ, როცა ქუჩაში სამართალდამცავები გვაჩერებენ
რა უნდა ვიცოდეთ, როცა ქუჩაში სამართალდამცავები გვაჩერებენ

ბოლო დღე­ებ­ში დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ რამ­დე­ნი­მე რე­ი­დი ჩა­ა­ტა­რა, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ქმე­დე­ბა და რა უნდა იცო­დეს მო­ქა­ლა­ქემ, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი გა­ა­ჩე­რებს. კი­თხვებს იუ­რის­ტი უპა­სუ­ხებს.

მკი­თხვე­ლი:

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი დღეს­დღე­ო­ბით ძა­ლი­ან დიდ ინ­ტე­რესს გა­მო­ხა­ტა­ვენ ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე. აქვთ თუ არა სა­ბუ­თის წარ­დგე­ნის გა­რე­შე ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რის წაყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა და რა პა­სუ­ხი შე­იძ­ლე­ბა გავ­ცეთ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში.

-სა­მარ­თალ­დამ­ცავ პი­რებს და ორ­გა­ნოს აქვს გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბი და კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც არე­გუ­ლი­რებს მათ საქ­მი­ა­ნო­ბას. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი პირი აჩე­რებს კონ­კრე­ტულ პირს და აქვს გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი, რომ შე­იძ­ლე­ბა ქონ­დეს რა­ი­მე კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თი, ამ შემ­თხვე­ვა­ში ახ­დენს ზე­და­პი­რულ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას, შე­მოწ­მე­ბას და თუკი ეჭვი და­დას­ტურ­და, ანუ ამ კონ­კრე­ტულ პირს აღ­მო­აჩ­ნდა კა­ნო­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თი, მაშჳნ ხდე­ბა მისი გა­დაყ­ვა­ნა პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ეს იქ­ნე­ბა ადრე ნა­სა­მარ­თლე­ვი პირი, თუ ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირი, ამას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს. პო­ლი­ცი­ას აქვს უფ­ლე­ბა, ეჭ­ვის შემ­თხვე­ვა­ში იმოქ­მე­დოს შე­სა­ბა­მი­სად.

თამ­თა:

რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს მო­ქა­ლა­ქე, (გო­გო­ნა) როცა მას, სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ, ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ჩხრე­კენ.

-კა­ნო­ნი ამ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ნას­ხვა­ვებს ეს გო­გო­ნაა თუ ბიჭი. ეს არის მო­ქა­ლა­ქე, ადა­მი­ა­ნი რო­მელ­საც გა­აჩ­ნია ტა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ თუკი პო­ლი­ცი­ელს გა­უჭნ­დე­ბა ეჭვი მის ქცე­ვა­ში, მა­შინ მას შე­უძ­ლია ეს გა­ა­კე­თოს. ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პირა რო­მე­ლიც ამას ახორ­ცი­ე­ლებს, კა­ნო­ნის სა­ხე­ლით კონ­კრე­ტულ მო­ქა­ლა­ქეს წა­რუდ­გი­ნოს სა­ბუ­თი, თა­ვი­სი პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბა, ანუ ეს არაა სა­ბუ­ტი, რო­მელ­საც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე ატა­რებს. ესაა მოწ­მო­ბა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს რომ პირი ნამ­დვი­ლა­დაა შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნოს ტა­ნამ­შრო­მე­ლი. თუკი და­დას­ტურ­დე­ბა ვა­რა­უ­დი იმი­სა, რომ კონ­კრე­ტულ პირს აღ­მო­აჩ­ნდა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თი, მა­შინ ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­ჩხრიკს სა­ტა­ნა­დოდ და სა­ჭი­რო­ე­ბის­შემ­თხვე­ვა­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი უნდა იყოს შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში

მკი­თხვე­ლი:

რის სა­ფუძ­ველ­ზე შე­უძ­ლია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, მო­ი­თხო­ვოს მო­ქა­ლა­ქის გა­ჩე­რე­ბა და მისი გა­ჩხრე­კა ქუ­ჩა­ში და რა გა­რე­მო­ე­ბა­ში ხდე­ბა ეს?

-გა­რე­მო­ე­ბა შე­იძლბა იყოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას პო­ლი­ცი­ე­ლის მიერ შემ­ჩნე­ვა სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის, ან ისეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ელს აძ­ლევს და­სა­ბუ­თე­ბულ ეჭვს, რომ ამ პირს გა­აჩ­ნია რამე კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თი, ან ის იმ­ყო­ფე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის ქვეშ, პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის ეს არის საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ მან მო­ი­თხო­ვოს პი­რის შე­მოწ­მე­ბა იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის­თვის და შემ­დგომ უკვე, თუკი გო­ნივ­რუ­ლი ეჭ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე და­დას­ტურ­და რა­ი­მე სა­მარ­თალ დარ­ღვე­ვა, ის გა­და­იზ­რდე­ბა ჩხრეკ­ვა­ში, რო­მელ­საც არე­გუ­ლი­რებს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სი. ამ შემ­თხვე­ვა­ში პირს შე­უძ­ლია მო­იწ­ვი­ოს დამ­სწრე პი­რე­ბი, რის შემ­დგო­მაც შედ­გე­ბა ოქმი, ხოლო პირს გა­და­იყ­ვა­ნენ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

მკი­თხვე­ლი:

შე­უძ­ლია თუ არა რე­ი­დის პრო­ცეს­ში, მო­ქა­ლა­ქეს მო­ი­თხო­ვოს პო­ლი­ცი­ე­ლის­გან შე­მოწ­მე­ბის მო­ტივ­ზე ინ­ფორ­მა­ცია?

-შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს მო­თხოვ­ნა და­ა­ყე­ნოს ნე­ბის­მი­ერ­მა მო­ქა­ლა­ქემ, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ რო­დე­საც გარ­კვე­უ­ლი რე­ი­დი ტარ­დე­ბა, ეს არის ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა იმი­სათ­ვის, რომ გა­მო­ავ­ლი­ნონ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი პი­რე­ბი ან და­ი­ჭი­რონ, ან მო­ძებ­ნონ ძებ­ნი­ლი პირი, სწო­რედ ამი­ტომ პო­ლი­ცი­ელ­მა შე­საძ­ლოა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხი არ გაგ­ვცეს. კი­თხვას უფ­ლე­ბა აქვს რომ არ­სე­ბობ­დეს, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ნამ­დვი­ლად ვერ გვე­ტყვის ჩვენ პო­ლი­ცი­ე­ლი თუ ეძებს კონ­კრე­ტულ პირს, ან იმი­ტომ ატა­რე­ბენ ამ რე­იდს, რომ შე­ა­მოწ­მოს რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­დის იმ კონ­კრე­ტულ მო­ნაკ­ვეთ­ზე და ვის რა აქვს ტან, ვგუ­ლის­ხმობ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თებს.

გი­ორ­გი:

მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც შე­ეს­წრე­ბა რე­ი­დის ფარ­გლებ­ში პი­რის შე­მოწ­მე­ბას, აქვს თუ არა უფ­ლე­ბა გა­და­ი­ღოს ფაქ­ტი?

-არ­ცერ­თი კა­ნო­ნი არ ზღუ­დავს და არ კრძა­ლავს, მო­ბი­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით იქ­ნე­ბა ეს თუ სხვა ტი­პის ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით, გა­და­ი­ღოს სა­ჯა­რო სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად აქ სა­დაც ვსა­უბ­რობთ, რომ გა­და­ი­ღოთ ჩვე­ნი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, ამა­ზე რათ­ქმა­უნ­და გვექ­ნე­ბა პრე­ტენ­ზია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჯა­რო სივ­რცეს: ქუჩა, სკვე­რი, გამ­ზი­რი, - ნე­ბის­მი­ერ პირს აქვს უფ­ლე­ბა გა­და­ი­ღოს ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბა, იქ­ნე­ბა ს პო­ლი­ცი­ე­ლის თუ სხვა პი­რის, არ­ცერ­თი კა­ნო­ნი არ კრძა­ლავს ამის გა­კე­ტე­ბას, ასე რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ამის გა­და­ღე­ბა და არა­ვი­საა აქვს უფ­ლე­ბა გა­მო­გარ­თვათ კა­მე­რა, ან წა­შა­ლოს გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლა.

ლილი:

რა სან­ქცი­ე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის­თვის, თუკი მან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­და­ა­ჭარ­ბა?

-ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის­თვის არის გარ­კვე­უ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, და­წყე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნი­დან , სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ჩათ­ვლით. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს საყ­ვე­დუ­რი, სას­ტი­კი საყ­ვე­დუ­რი (ამ ნუს­ხას გა­სა­ზღვრავს ში­ნა­გან საქ­მე­ტა მი­ნის­ტრი შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბით). და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი სა­მარ­თალ­დან­ცა­ვის მიერ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბა სე­რი­ო­ზულ სა­ხეს იღებს და ამით პირს ად­გე­ბა გარ­კვე­უ­ლი ზი­ა­ნი, რო­მე­ლიც ანაზ­რა­უ­რე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს, - პირს შე­უძ­ლია მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს. ხოლო თუკი სმარ­თალ­დამ­ცვე­ლი თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბით არ­ღვევს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ქმე­დე­ბას, ბუ­ნებ­რი­ვია სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა.

ნანა:

თუ პო­ლი­ცი­ე­ლი გა­და­ა­მე­ტებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, მო­ქა­ლა­ქეს რა შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს?

-მო­ქა­ლა­ქეს აქვს პო­ლი­ცი­ის ქმე­დე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბი­დან, 5 დღის ვა­და­ში. მას შე­უძ­ლია მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს და მო­ი­თხო­ვოს თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბის აღ­დგე­ნა და ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბაც, თუკი ასე­თი სა­ხე­ზე არის.

თა­მა­ზი:

ადა­მი­ა­ნის და­კა­ვე­ბი­დან რა დრო­ში უნდა მოხ­დეს მისი ად­ვო­კა­ტით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და რა ვა­დებ­ში ხდე­ბა შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბა?

-მე ვფიქ­რობ, რომ ად­ვო­კა­ტი იქამ­დე უნდა გყავ­დეთ ვიდ­რე ეს დაგ­ჭირ­დე­ბათ, რად­გან ად­ვი­ლი იყოს მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ პირი და­ა­კა­ვეს, მას უფ­ლე­ბა აქვს მო­ი­თხო­ვოს ად­ვო­კა­ტი და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტი­დან. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა შე­ზღუ­დოს პი­რის მო­თხოვ­ნა, მოხ­დეს კო­მუ­ნი­კა­ცია მას­სა და ად­ვო­კატს შო­რის. კა­ნო­ნი პირ­და­პირ უთი­ტებს იმას, რომ ნე­ბის­მი­ერ პირს აქვს უფ­ლე­ბა და­იც­ვას სა­კუ­ტა­რი უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მას გა­აჩ­ნია პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რად.

მკი­თხვე­ლი 777:

აქვს პო­ლი­ცი­ელს უფ­ლე­ბა სუ­რა­თი რომ გა­და­მი­ღოს შე­მოწ­მე­ბის დროს?

-ნამ­დვი­ლად აქვს ამის უფ­ლე­ბა და ეს ხდე­ბა პი­რის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის­თვის. ისე­ვე რო­გორც მას აქვს უფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვოს სა­ხე­ლის, გვა­რი­სა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, ასე­ვე შე­უძ­ლია გა­და­უ­ღოს ფოტო და ამას ით­ვა­ლის­წი­ნებს კა­ნო­ნი პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ.

მკი­თხვე­ლი 222:

როცა უბან­ში ფიქ­სირ­დე­ბა კრი­მი­ნა­ლუ­რი ფაქ­ტი, რამ­დე­ნად სწო­რია პო­ლი­ცი­ის ქმე­დე­ბა, რომ მთე­ლი უბ­ნის ბი­ჭე­ბი აჰ­ყავთ და­კი­თხვა­ზე?

-პირ­ველ რიგ­ში გა­აჩ­ნია ფაქტს. "მთე­ლი უბ­ნის ბი­ჭე­ბის აყ­ვა­ნა" ვფიქ­რობ ცოტა გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ნათ­ქვა­მია. სა­ვა­რა­უ­დოდ ამ "ბუ­ჭებ­ში" იგუ­ლის­ხმე­ბი­ან ის ბი­ჭე­ბი, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ამ შე­საძ­ლოა მი­იჩ­ნი­ოს კავ­შირ­ში მყოფ პი­რე­ბად კონ­კრე­ტულ ფაქტთან და მათი გა­მო­კი­თხვის მიზ­ნით ისი­ნი და­ი­ბა­როს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. პო­ლი­ცი­ას და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს აქვთ უფ­ლე­ბა, სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის მიზ­ნით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ყვე­ლა მოქ­მე­დე­ბა რა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს კა­ნო­ნონ­მდებ­ლო­ბა და მათ შო­რის ეს არის ის ქმე­დე­ბე­ბი, რომ გა­მო­კი­თხონ ის პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბის შე­საძ­ლოა ფლო­ბენ გარ­კვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას კონ­კრე­ტულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით. იმის­თვის რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გა­იხ­სნას, პო­ლი­ცი­ელ­მა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნომ უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ყვე­ლა ის ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­მყო­ფე­ლი იმის­თვის, რომ და­ნა­შა­უ­ლი გა­იხ­სნას და მოხ­დეს კონ­კრე­ტუ­ლი ბრა­ლე­უ­ლი პი­რის გა­მოვ­ლე­ნა.

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

რა უნდა ვიცოდეთ, როცა ქუჩაში სამართალდამცავები გვაჩერებენ

რა უნდა ვიცოდეთ, როცა ქუჩაში სამართალდამცავები გვაჩერებენ

ბოლო დღეებში დედაქალაქის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე რეიდი ჩაატარა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. რამდენად კანონიერია სამართალდამცავების ქმედება და რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, როდესაც ქუჩაში სამართალდამცავი გააჩერებს. კითხვებს იურისტი უპასუხებს.

მკითხველი:

სამართალდამცავები დღესდღეობით ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავენ ნასამართლეობის მქონე მოქალაქეებზე. აქვთ თუ არა საბუთის წარდგენის გარეშე ნასამართლევი პირის წაყვანის უფლება და რა პასუხი შეიძლება გავცეთ ასეთ შემთხვევაში.

-სამართალდამცავ პირებს და ორგანოს აქვს გარკვეული წესები და კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს მათ საქმიანობას. იმ შემთხვევაში, თუკი სამართალდამცავი პირი აჩერებს კონკრეტულ პირს და აქვს გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება ქონდეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ამ შემთხვევაში ახდენს ზედაპირულ დათვალიერებას, შემოწმებას და თუკი ეჭვი დადასტურდა, ანუ ამ კონკრეტულ პირს აღმოაჩნდა კანოსაწინააღმდეგო ნივთი, მაშჳნ ხდება მისი გადაყვანა პოლიციის შენობაში შესაბამისი მოქმედებების ჩასატარებლად. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება ადრე ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლეობის არმქონე პირი, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. პოლიციას აქვს უფლება, ეჭვის შემთხვევაში იმოქმედოს შესაბამისად.

თამთა:

როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, (გოგონა) როცა მას, სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე სამართალდამცავები ჩხრეკენ.

-კანონი ამ შემთხვევაში არ განასხვავებს ეს გოგონაა თუ ბიჭი. ეს არის მოქალაქე, ადამიანი რომელსაც გააჩნია ტავისი უფლებამოსილებები, მაგრამ თუკი პოლიციელს გაუჭნდება ეჭვი მის ქცევაში, მაშინ მას შეუძლია ეს გააკეთოს. ამისთვის აუცილებელია, პირა რომელიც ამას ახორციელებს, კანონის სახელით კონკრეტულ მოქალაქეს წარუდგინოს საბუთი, თავისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ანუ ეს არაა საბუტი, რომელსაც ჩვეულებრივი მოქალაქე ატარებს. ესაა მოწმობა, რომელიც ადასტურებს რომ პირი ნამდვილადაა შესაბამისი ორგანოს ტანამშრომელი. თუკი დადასტურდება ვარაუდი იმისა, რომ კონკრეტულ პირს აღმოაჩნდა კანონსაწინააღმდეგო ნივთი, მაშინ ის აუცილებლად უნდა გაიჩხრიკს სატანადოდ და საჭიროებისშემთხვევაში გადაყვანილი უნდა იყოს შესაბამის დაწესებულებაში

მკითხველი:

რის საფუძველზე შეუძლია სამართალდამცავებს, მოითხოვოს მოქალაქის გაჩერება და მისი გაჩხრეკა ქუჩაში და რა გარემოებაში ხდება ეს?

-გარემოება შეიძლბა იყოს ჩვეულებრივი. ნებისმიერ ადგილას პოლიციელის მიერ შემჩნევა საეჭვო ვითარებაში კონკრეტული პირის, ან ისეთ ვითარებაში, რომელიც პოლიციელს აძლევს დასაბუთებულ ეჭვს, რომ ამ პირს გააჩნია რამე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ან ის იმყოფება ნარკოტიკული თრობის ქვეშ, პოლიციელისთვის ეს არის საკმარისი საფუძველი, რომ მან მოითხოვოს პირის შემოწმება იდენტიფიკაციისთვის და შემდგომ უკვე, თუკი გონივრული ეჭვის საფუძველზე დადასტურდა რაიმე სამართალ დარღვევა, ის გადაიზრდება ჩხრეკვაში, რომელსაც არეგულირებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. ამ შემთხვევაში პირს შეუძლია მოიწვიოს დამსწრე პირები, რის შემდგომაც შედგება ოქმი, ხოლო პირს გადაიყვანენ პოლიციის განყოფილებაში.

მკითხველი:

შეუძლია თუ არა რეიდის პროცესში, მოქალაქეს მოითხოვოს პოლიციელისგან შემოწმების მოტივზე ინფორმაცია?

-შესაძლებელია ეს მოთხოვნა დააყენოს ნებისმიერმა მოქალაქემ, მაგრამ სავარაუდოდ როდესაც გარკვეული რეიდი ტარდება, ეს არის ოპერატიული სამძებრო ღონისძიება იმისათვის, რომ გამოავლინონ სამართალდამრღვევი პირები ან დაიჭირონ, ან მოძებნონ ძებნილი პირი, სწორედ ამიტომ პოლიციელმა შესაძლოა ამ ინფორმაციაზე პასუხი არ გაგვცეს. კითხვას უფლება აქვს რომ არსებობდეს, თუმცა ეს ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. ნამდვილად ვერ გვეტყვის ჩვენ პოლიციელი თუ ეძებს კონკრეტულ პირს, ან იმიტომ ატარებენ ამ რეიდს, რომ შეამოწმოს რამდენი ადამიანი გადის იმ კონკრეტულ მონაკვეთზე და ვის რა აქვს ტან, ვგულისხმობ კანონსაწინააღმდეგო ნივთებს.

გიორგი:

მოქალაქეს, რომელიც შეესწრება რეიდის ფარგლებში პირის შემოწმებას, აქვს თუ არა უფლება გადაიღოს ფაქტი?

-არცერთი კანონი არ ზღუდავს და არ კრძალავს, მობილური საშუალებით იქნება ეს თუ სხვა ტიპის ტექნიკური საშუალებით, გადაიღოს საჯარო სივრცეში არსებული მოქმედებები. მაგალითად აქ სადაც ვსაუბრობთ, რომ გადაიღოთ ჩვენი ნებართვის გარეშე, ამაზე რათქმაუნდა გვექნება პრეტენზია. რაც შეეხება საჯარო სივრცეს: ქუჩა, სკვერი, გამზირი, - ნებისმიერ პირს აქვს უფლება გადაიღოს ნებისმიერი ქმედება, იქნება ს პოლიციელის თუ სხვა პირის, არცერთი კანონი არ კრძალავს ამის გაკეტებას, ასე რომ შესაძლებელია ამის გადაღება და არავისაა აქვს უფლება გამოგართვათ კამერა, ან წაშალოს გადაღებული მასალა.

ლილი:

რა სანქციებია დაწესებული სამართალდამცველისთვის, თუკი მან უფლებამოსილებას გადააჭარბა?

-ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის არის გარკვეული ჩამონათვალი, დაწყებული შენიშვნიდან , სამსახურიდან გათავისუფლების ჩათვლით. ეს შეიძლება იყოს საყვედური, სასტიკი საყვედური (ამ ნუსხას გასაზღვრავს შინაგან საქმეტა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით). და იმ შემთხვევაში, თუკი სამართალდანცავის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბება სერიოზულ სახეს იღებს და ამით პირს ადგება გარკვეული ზიანი, რომელიც ანაზრაურებული შეიძლება იყოს, - პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ხოლო თუკი სმართალდამცველი თავისი მოქმედებით არღვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას, ბუნებრივია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება.

ნანა:

თუ პოლიციელი გადაამეტებს უფლებამოსილებას, მოქალაქეს რა შეუძლია გააკეთოს?

-მოქალაქეს აქვს პოლიციის ქმედების გასაჩივრების უფლება, კონკრეტული ქმედებიდან, 5 დღის ვადაში. მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს თავისი უფლებების აღდგენა და ზიანის ანაზღაურებაც, თუკი ასეთი სახეზე არის.

თამაზი:

ადამიანის დაკავებიდან რა დროში უნდა მოხდეს მისი ადვოკატით უზრუნველყოფა და რა ვადებში ხდება შუამდგომლობის დაყენება?

-მე ვფიქრობ, რომ ადვოკატი იქამდე უნდა გყავდეთ ვიდრე ეს დაგჭირდებათ, რადგან ადვილი იყოს მასთან კომუნიკაცია. იმ შემთხვევაში თუ პირი დააკავეს, მას უფლება აქვს მოითხოვოს ადვოკატი დაკავების მომენტიდან. არავის აქვს უფლება შეზღუდოს პირის მოთხოვნა, მოხდეს კომუნიკაცია მასსა და ადვოკატს შორის. კანონი პირდაპირ უთიტებს იმას, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება დაიცვას საკუტარი უფლებები და მოვალეობები, რომელიც მას გააჩნია პროცესუალურად.

მკითხველი 777:

აქვს პოლიციელს უფლება სურათი რომ გადამიღოს შემოწმების დროს?

-ნამდვილად აქვს ამის უფლება და ეს ხდება პირის იდენტიფიკაციისთვის. ისევე როგორც მას აქვს უფლება მოითხოვოს სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია, ასევე შეუძლია გადაუღოს ფოტო და ამას ითვალისწინებს კანონი პოლიციის შესახებ.

მკითხველი 222:

როცა უბანში ფიქსირდება კრიმინალური ფაქტი, რამდენად სწორია პოლიციის ქმედება, რომ მთელი უბნის ბიჭები აჰყავთ დაკითხვაზე?

-პირველ რიგში გააჩნია ფაქტს. "მთელი უბნის ბიჭების აყვანა" ვფიქრობ ცოტა გადამეტებული ნათქვამია. სავარაუდოდ ამ "ბუჭებში" იგულისხმებიან ის ბიჭები, რომელიც პოლიციამ შესაძლოა მიიჩნიოს კავშირში მყოფ პირებად კონკრეტულ ფაქტთან და მათი გამოკითხვის მიზნით ისინი დაიბაროს პოლიციის განყოფილებაში. პოლიციას და საგამოძიებო ორგანოებს აქვთ უფლება, სისხლის სამართლის დანაშაულის მიზნით განახორციელონ ყველა მოქმედება რასაც ითვალისწინებს კანონონმდებლობა და მათ შორის ეს არის ის ქმედებები, რომ გამოკითხონ ის პიროვნებები, რომლების შესაძლოა ფლობენ გარკვეულ ინფორმაციას კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. იმისთვის რომ სისხლის სამართლის საქმე გაიხსნას, პოლიციელმა და საგამოძიებო ორგანომ უნდა განახორციელოს ყველა ის ქმედება, რომელიც იქნება მაქსიმალურად უზრუნველმყოფელი იმისთვის, რომ დანაშაული გაიხსნას და მოხდეს კონკრეტული ბრალეული პირის გამოვლენა.

ნახეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას