სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა უცხო ცივილიზაციების არსებობის მტკიცებულება აღმოაჩინეს
მეცნიერებმა უცხო ცივილიზაციების არსებობის მტკიცებულება აღმოაჩინეს

ბრი­ტა­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა დე­და­მი­წის სტრა­ტოს­ფე­რო­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს 27 კი­ლო­მეტრ სი­მაღ­ლე­ზე არ­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც წყალ­ბა­დის და ნახ­შირ­ბა­დის მო­ლე­კუ­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა.

შე­ფილ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბუ­კინ­გე­მის ცენ­ტრის ას­ტრო­ბი­ო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს დე­და­მი­წის სტრა­ტოს­ფე­რო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი სხე­უ­ლის ფოტო, რო­მელ­ზეც ფიქ­რო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, იყოს უცხო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის არ­სე­ბო­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. რო­გორც ნაშ­რო­მის ავ­ტო­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, მათი აღ­მო­ჩე­ნა შე­საძ­ლოა გახ­დეს პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე კა­ცობ­რი­ო­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რომ დე­და­მი­წა­ზე ყვე­ლა­ფე­რი ცო­ცხა­ლი კოს­მო­სი­დან მო­ვი­და.

პრო­ფე­სორ­მა მილ­ტონ უე­ინ­რა­იტ­მა და მის­მა ჯგუფ­მა ეს აღ­მო­ჩე­ნა სტრა­ტოს­ფე­რო­ში 27 კი­ლო­მეტრ სი­მაღ­ლე­ზე გაშ­ვე­ბუ­ლი ბურ­თის სა­შუ­ა­ლე­ბით შარ­შან გა­ა­კე­თეს, რო­დე­საც მე­ტე­ო­რე­ბის წვი­მა მო­დი­ო­და. მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის უც­ნო­ბი ორ­გა­ნიზ­მის ზომა და­ახ­ლო­ე­ბით ათ მიკ­რონს შე­ად­გენს. სტრუქ­ტუ­რა, რო­მელ­საც უკვე "დრა­კო­ნის ნა­წი­ლი" უწო­დეს, შედ­გე­ბა წყალ­ბა­დის და ნახ­შირ­ბა­დის­გან. ის არც ვულ­კა­ნუ­რი და არც კოს­მო­სუ­რი მტვრის ნა­წი­ლი არაა. მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, გა­ურ­კვე­ვე­ლია "დრა­კო­ნი" ერთი ორ­გა­ნიზ­მია თუ გა­ცი­ლე­ბით პა­ტა­რა მიკ­რო­ბე­ბის­გან შედ­გე­ბა. ის არ წა­ა­გავს დე­და­მი­წა­ზე აღ­მო­ჩე­ნილ არ­ცერთ სხე­ულს. მეც­ნი­ე­რე­ბი თვლი­ან, რომ შე­საძ­ლოა, არა­მი­წი­ერ ობი­ექტთან აქვთ შე­ხე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია topnews.ru-ს მი­ხედ­ვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

მეცნიერებმა უცხო ცივილიზაციების არსებობის მტკიცებულება აღმოაჩინეს

მეცნიერებმა უცხო ცივილიზაციების არსებობის მტკიცებულება აღმოაჩინეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა დედამიწის სტრატოსფეროში აღმოაჩინეს 27 კილომეტრ სიმაღლეზე არსებული ორგანიზმი, რომელიც წყალბადის და ნახშირბადის მოლეკულებისგან შედგება.

შეფილდის უნივერსიტეტის ბუკინგემის ცენტრის ასტრობიოლოგიის მეცნიერებმა წარმოადგინეს დედამიწის სტრატოსფეროში აღმოჩენილი სხეულის ფოტო, რომელზეც ფიქრობენ, რომ შესაძლოა, იყოს უცხო ცივილიზაციების არსებობის მტკიცებულება. როგორც ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, მათი აღმოჩენა შესაძლოა გახდეს პასუხი კითხვაზე კაცობრიობის წარმომავლობასთან დაკავშირებით და იმის მაჩვენებელი, რომ დედამიწაზე ყველაფერი ცოცხალი კოსმოსიდან მოვიდა.

პროფესორმა მილტონ უეინრაიტმა და მისმა ჯგუფმა ეს აღმოჩენა სტრატოსფეროში 27 კილომეტრ სიმაღლეზე გაშვებული ბურთის საშუალებით შარშან გააკეთეს, როდესაც მეტეორების წვიმა მოდიოდა. მეცნიერებისთვის უცნობი ორგანიზმის ზომა დაახლოებით ათ მიკრონს შეადგენს. სტრუქტურა, რომელსაც უკვე ”დრაკონის ნაწილი” უწოდეს, შედგება წყალბადის და ნახშირბადისგან. ის არც ვულკანური და არც კოსმოსური მტვრის ნაწილი არაა. მეცნიერების თქმით, გაურკვეველია ”დრაკონი” ერთი ორგანიზმია თუ გაცილებით პატარა მიკრობებისგან შედგება. ის არ წააგავს დედამიწაზე აღმოჩენილ არცერთ სხეულს. მეცნიერები თვლიან, რომ შესაძლოა, არამიწიერ ობიექტთან აქვთ შეხება.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს