ესპანელმა მსახიობმა პენელოპა კრუსმა "ყველაზე სექსუალური ქალის" ტიტული მოიპოვა. გამოკითხვა ჟურნალმა Esquire-მა ჩაატარა. 40 წლის მსახიობმა ნოემბრის გამოცემის ყდა დაამშვენა და საკმაოდ თამამ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, ორი შვილის დედამ და ხავიერ ბარდემის მეუღლემ ჟურნალისტებს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც კრუსმა კინოს სიყვარულზე ისაუბრა. პენელოპას თქმით, იგი საკუთარ თავს ვერ აღიქვამს პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალად. უფრო მეტიც, მან საკუთარი თავი მძინარე დედას შეადარა.
აღსანიშნავია, რომ პენელოპა კრუსი რიგით მეთერთმეტე ადამიანია, რომელსაც ეს სტატუსი მიანიჭეს. აქამდე იგივე ტიტული ანჯელინა ჯოლიმ, ჰოლი ბერიმ, შარლიზ ტერონმა, სკარლეტ იოჰანსონმა, მილა კუნისმა და სხვა ვარსკვლავებმა დაიმსახურეს.