პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქნებ ბავშვის აღზრდაში მომეხმაროთ" - ლაგოდეხელი ბაბუისა და შვილიშვილის სევდიანი ამბავი (+ვიდეო)
"იქნებ ბავშვის აღზრდაში მომეხმაროთ" - ლაგოდეხელი ბაბუისა და შვილიშვილის სევდიანი ამბავი (+ვიდეო)

ეს ამ­ბა­ვი იმ­დე­ნად სევ­დი­ა­ნი, რომ დიდ­ხანს არ და­გა­ვი­წყდე­ბათ... ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლაშ­ვი­ლე­ბის ორ­სუ­ლი­ან ოჯახს უკავ­შირ­დე­ბა...

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სამ­სა­ხურ­ში მი­სულს, დე­რე­ფან­ში ასა­კო­ვა­ნი მა­მა­კა­ცი გა­მეც­ნო: - "ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შრო­მა­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი 78 წლის თენ­გიზ ხე­ლაშ­ვი­ლი გახ­ლა­ვართ. რო­გორც კაცი კაცს, ისე მინ­და და­გე­ლა­პა­რა­კოო".

ბევ­რი დრო არ ჰქონ­და, შინ იმა­ვე დღეს უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო და თა­ვის გა­სა­ჭირ­ზე უცებ მო­მიყ­ვა. მისი ნა­ამ­ბო­ბი იმ­დე­ნად და­უ­ჯე­რებ­ლად მო­მეჩ­ვე­ნა, რომ მე­ო­რე დღეს­ვე სო­ფელ­ში ჩა­ვა­კი­თხე... იქ კი უა­რე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ხვდა...

"დე­დაც მე ვარ, მა­მაც და ყვე­ლა­ფე­რი..."

8 ოქ­ტომ­ბე­რი, სო­ფე­ლი შრო­მა. ხე­ხი­ლით სავ­სე ეზო­ში მო­ფუს­ფუ­სე მო­ხუ­ცი სახ­ლში გვე­პა­ტი­ჟე­ბა და... აქ ბა­ბუა-შვი­ლიშ­ვი­ლის სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვიც იწყე­ბა.

გზის პი­რას მდე­ბა­რე სახ­ლი, ოთხი დიდი ოთა­ხი, მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა და სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში გაბ­ნე­უ­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი... პა­ტა­რა გო­გო­ნა თო­ჯი­ნე­ბით თა­მა­შობს.

უკვე წლე­ბია, 78 წლის თენ­გიზ პაპა, მცი­რე­წლო­ვან შვი­ლიშ­ვილს მარ­ტოდ­მარ­ტო ზრდის. თა­მუ­ნა ახლა 5 წლის არის. დიდი სახ­ლის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა დი­ა­სახ­ლის­მა კარ­გად იცის, რომ თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას­ზე დე­დი­კოს ნაც­ვლად, პაპა ზრუ­ნავს. ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი სა­უ­ბარს წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბით იწყებს:

- პრო­ფე­სი­ით ფი­ზი­კო­სი ვარ. გე­ო­ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტში ვმუ­შა­ობ­დი. მერე პენ­სი­ა­ში გა­ვე­დი. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი შვი­ლი მყავს. 1982 წელს მე­ო­რედ დავ­ქორ­წინ­დი. მე და ბა­ბი­ლი­ნას შვი­ლი არ გაგ­ვიჩ­ნდა და 1985 წელს გო­გო­ნა ვიშ­ვი­ლეთ, ლიკა და­ვარ­ქვით. ძა­ლი­ან კარ­გი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ბავ­შვი იყო... სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ტექ­ნი­კურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ა­ბა­რა და თბი­ლის­ში ნა­თე­სავ გო­გო­ნას­თან ცხოვ­რობ­და... შევ­ცდი, მე­უღ­ლე, რომ არ გა­ვა­ყო­ლე. როცა სო­ფელ­ში ჩა­მო­დი­ო­და, შინ გვი­ან შე­მო­დი­ო­და. მე­უღ­ლეს რომ ვე­კი­თხე­ბო­დი, სად არის-მეთ­ქი, მე­უბ­ნე­ბო­და, ნა­თე­სა­ვებ­თა­ნო. რა­ღა­ცას ვეჭ­ვობ­დი, მაგ­რამ არ მინ­დო­და ცუდ­ზე მე­ფიქ­რა.

2006 წლის იმ ტრა­გი­კულ დღემ­დე ყვე­ლა­ფე­რი თით­ქოს კარ­გად იყო... ეზო­ში ვფუს­ფუ­სებ­დი, რო­დე­საც ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ჯა­ხე­ბის ხმა გა­ვი­გო­ნე. გა­რეთ გავ­ვარ­დი... მან­ქა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში იყო აზე­ლი­ლი. ჩემი მე­უღ­ლე იმ ად­გი­ლას მდგა­რა, სა­დაც ავა­რია მოხ­და... სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. შუ­ა­ღა­მი­სას ლიკა გა­მო­მე­ცხა­და, გაბ­რუ­ე­ბუ­ლი რა­ღა­ცას ბუტ­ბუ­ტებ­და. არ ვიცი, ნარ­კო­ტი­კი ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, თუ რა. მივხდი, რომ გზას იყო აც­დე­ნი­ლი...

მე­უღ­ლე რომ დავ­კრძა­ლე, ვუ­თხა­რი, წე­სი­ე­რად მო­ი­ქე­ცი, თო­რემ აღარ გა­გიშ­ვებ თბი­ლის­ში-მეთ­ქი. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ნა­თე­სა­ვე­ბის­გან ჩემი სა­ხე­ლით ვა­ლე­ბი აუ­ღია. თურ­მე მე­ო­თხე კურ­სზე აღარც სას­წავ­ლე­ბელ­ში და­დი­ო­და... ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე სო­ფელ­ში. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი სა­ეჭ­ვოს ვე­რა­ფერს ვამ­ჩნევ­დი.

აქვე, ჩვე­ნი მე­ზობ­ლის ბიჭ­მა ცოლი მო­იყ­ვა­ნა. მათ ოჯახ­ში ხში­რად და­დი­ო­და პა­ტარ­ძლის ძმა. ძა­ლი­ან მალე ჩემი გოგო იმ ბიჭს ცო­ლად გაჰ­ყვა. იმ ოჯახს ძა­ლი­ან უჭირ­და... ბავ­შვი რომ შე­ე­ძი­ნათ, ცოტა ხან­ში ჩვენ­თან გად­მო­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. ჩემს სი­ძეს სულ სასმლის ბოთ­ლი ეჭი­რა ხელ­ში. ძა­ლი­ან რომ შევ­წუხ­დი, ორი­ვეს ვუ­თხა­რი, - წა­დით და სხვა­გან იცხოვ­რეთ-მეთ­ქი. ნორ­მა­ლუ­რად რომ მოქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ, სად გა­ვუშ­ვებ­დი?! ქი­რით ხან სად ცხოვ­რობ­დნენ და ხან - სად. მერე იმ ბიჭ­მა მი­ა­ტო­ვა ცოლ-შვი­ლი და ლი­კაც შინ დაბ­რუნ­და... ერთ დღეს მი­თხრა, თე­ლავ­ში გა­ვივ­ლი კურ­სებს, იქ­ნებ ბან­კში და­ვი­წყო მუ­შა­ო­ბაო. არ და­მიშ­ლია.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი PalitraTV.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"იქნებ ბავშვის აღზრდაში მომეხმაროთ" - ლაგოდეხელი ბაბუისა და შვილიშვილის სევდიანი ამბავი (+ვიდეო)

"იქნებ ბავშვის აღზრდაში მომეხმაროთ" - ლაგოდეხელი ბაბუისა და შვილიშვილის სევდიანი ამბავი (+ვიდეო)

ეს ამბავი იმდენად სევდიანი, რომ დიდხანს არ დაგავიწყდებათ... ყველაფერი ხელაშვილების ორსულიან ოჯახს უკავშირდება...

რამდენიმე დღის წინ სამსახურში მისულს, დერეფანში ასაკოვანი მამაკაცი გამეცნო: - "ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში დაბადებულ-გაზრდილი 78 წლის თენგიზ ხელაშვილი გახლავართ. როგორც კაცი კაცს, ისე მინდა დაგელაპარაკოო".

ბევრი დრო არ ჰქონდა, შინ იმავე დღეს უნდა დაბრუნებულიყო და თავის გასაჭირზე უცებ მომიყვა. მისი ნაამბობი იმდენად დაუჯერებლად მომეჩვენა, რომ მეორე დღესვე სოფელში ჩავაკითხე... იქ კი უარესი მდგომარეობა დამხვდა...

"დედაც მე ვარ, მამაც და ყველაფერი..."

8 ოქტომბერი, სოფელი შრომა. ხეხილით სავსე ეზოში მოფუსფუსე მოხუცი სახლში გვეპატიჟება და... აქ ბაბუა-შვილიშვილის სევდიანი ამბავიც იწყება.

გზის პირას მდებარე სახლი, ოთხი დიდი ოთახი, მდიდარი ბიბლიოთეკა და საძინებელ ოთახში გაბნეული სათამაშოები... პატარა გოგონა თოჯინებით თამაშობს.

უკვე წლებია, 78 წლის თენგიზ პაპა, მცირეწლოვან შვილიშვილს მარტოდმარტო ზრდის. თამუნა ახლა 5 წლის არის. დიდი სახლის ყველაზე პატარა დიასახლისმა კარგად იცის, რომ თანატოლებისგან განსხვავებით, მასზე დედიკოს ნაცვლად, პაპა ზრუნავს. ბატონი თენგიზი საუბარს წარსულის გახსენებით იწყებს:

- პროფესიით ფიზიკოსი ვარ. გეოფიზიკის ინსტიტუტში ვმუშაობდი. მერე პენსიაში გავედი. პირველი ქორწინებიდან ორი შვილი მყავს. 1982 წელს მეორედ დავქორწინდი. მე და ბაბილინას შვილი არ გაგვიჩნდა და 1985 წელს გოგონა ვიშვილეთ, ლიკა დავარქვით. ძალიან კარგი და მოსიყვარულე ბავშვი იყო... სკოლის დამთავრების შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა და თბილისში ნათესავ გოგონასთან ცხოვრობდა... შევცდი, მეუღლე, რომ არ გავაყოლე. როცა სოფელში ჩამოდიოდა, შინ გვიან შემოდიოდა. მეუღლეს რომ ვეკითხებოდი, სად არის-მეთქი, მეუბნებოდა, ნათესავებთანო. რაღაცას ვეჭვობდი, მაგრამ არ მინდოდა ცუდზე მეფიქრა.

2006 წლის იმ ტრაგიკულ დღემდე ყველაფერი თითქოს კარგად იყო... ეზოში ვფუსფუსებდი, როდესაც ავტომობილის შეჯახების ხმა გავიგონე. გარეთ გავვარდი... მანქანები ერთმანეთში იყო აზელილი. ჩემი მეუღლე იმ ადგილას მდგარა, სადაც ავარია მოხდა... სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. შუაღამისას ლიკა გამომეცხადა, გაბრუებული რაღაცას ბუტბუტებდა. არ ვიცი, ნარკოტიკი ჰქონდა მიღებული, თუ რა. მივხდი, რომ გზას იყო აცდენილი...

მეუღლე რომ დავკრძალე, ვუთხარი, წესიერად მოიქეცი, თორემ აღარ გაგიშვებ თბილისში-მეთქი. რამდენიმე თვეში ნათესავებისგან ჩემი სახელით ვალები აუღია. თურმე მეოთხე კურსზე აღარც სასწავლებელში დადიოდა... ჩამოვიყვანე სოფელში. დაახლოებით ერთი წელი საეჭვოს ვერაფერს ვამჩნევდი.

აქვე, ჩვენი მეზობლის ბიჭმა ცოლი მოიყვანა. მათ ოჯახში ხშირად დადიოდა პატარძლის ძმა. ძალიან მალე ჩემი გოგო იმ ბიჭს ცოლად გაჰყვა. იმ ოჯახს ძალიან უჭირდა... ბავშვი რომ შეეძინათ, ცოტა ხანში ჩვენთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ჩემს სიძეს სულ სასმლის ბოთლი ეჭირა ხელში. ძალიან რომ შევწუხდი, ორივეს ვუთხარი, - წადით და სხვაგან იცხოვრეთ-მეთქი. ნორმალურად რომ მოქცეულიყვნენ, სად გავუშვებდი?! ქირით ხან სად ცხოვრობდნენ და ხან - სად. მერე იმ ბიჭმა მიატოვა ცოლ-შვილი და ლიკაც შინ დაბრუნდა... ერთ დღეს მითხრა, თელავში გავივლი კურსებს, იქნებ ბანკში დავიწყო მუშაობაო. არ დამიშლია.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ სიუჟეტი PalitraTV.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია