საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოთის მერიაში 168 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს
ფოთის მერიაში 168 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს

რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზე­ზით, თვით­მმარ­თვე­ლი ქა­ლაქ ფო­თის მე­რი­ი­დან 168 თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ფო­თის მე­რის, ირაკ­ლი კა­კუ­ლი­ას ხელ­მო­წე­რი­ლი ბრძა­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ მე­რი­ის უკვე ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 1 ოქ­ტომ­ბერს მი­ი­ღეს. ბრძა­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზი - გან­ხორ­ცი­ელ­და მე­რი­ის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია, რის შე­დე­გად შემ­ცირ­და სამ­სა­ხუ­რე­ბის ნუს­ხა.

თუმ­ცა მე­რის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უკა­ნო­ნოს უწო­დებს მე­რი­ის კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის გა­ნათ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ჯა­კო­ნია. მისი თქმით, რე­ა­ლო­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა დო­კუ­მენ­ტში ასა­ხულს. კერ­ძოდ, ნინო ჯა­კო­ნი­ას თქმით, მისი გან­ყო­ფი­ლე­ბა არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა, თუმ­ცა ის სამ­სა­ხუ­რი­დან მა­ინც ამ მი­ზე­ზით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ჯა­კო­ნია მი­იჩ­ნევს, რომ მე­რი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი აქვს". მას მე­დი­ას­თან დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი არ სურს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ მისი მე­უღ­ლე არის ერთ-ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი: "ვფიქ­რობ, შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ეს იყო, რად­გან რე­ა­ლუ­რად მათ სხვა მი­ზე­ზი არ გა­აჩ­ნი­ათ".

ნინო ჯა­კო­ნია და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წი­ლი სარ­ჩე­ლის შე­სა­ტა­ნად დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას უკვე ამ­ზა­დებს, ნა­წილს კი მე­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვა ჯერ არ გა­და­უ­წყვე­ტია.

იხი­ლეთ ვრცლად

livepress.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ფოთის მერიაში 168 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ფოთის მერიაში 168 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს

რეორგანიზაციის მიზეზით, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიიდან 168 თანამშრომელი გაათავისუფლეს.

ფოთის მერის, ირაკლი კაკულიას ხელმოწერილი ბრძანება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მერიის უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა 1 ოქტომბერს მიიღეს. ბრძანებაში ნათქვამია გათავისუფლების მიზეზი - განხორციელდა მერიის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია, რის შედეგად შემცირდა სამსახურების ნუსხა.

თუმცა მერის ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის განათლების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი ნინო ჯაკონია. მისი თქმით, რეალობა ეწინააღმდეგება დოკუმენტში ასახულს. კერძოდ, ნინო ჯაკონიას თქმით, მისი განყოფილება არ შემცირებულა, თუმცა ის სამსახურიდან მაინც ამ მიზეზით გაათავისუფლეს. ჯაკონია მიიჩნევს, რომ მერიის გადაწყვეტილებას "პოლიტიკური სარჩული აქვს". მას მედიასთან დეტალებზე საუბარი არ სურს, თუმცა ამბობს, რომ მისი მეუღლე არის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი: "ვფიქრობ, შეიძლება სამსახურიდან დათხოვნის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, რადგან რეალურად მათ სხვა მიზეზი არ გააჩნიათ".

ნინო ჯაკონია და გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი სარჩელის შესატანად დოკუმენტაციას უკვე ამზადებს, ნაწილს კი მერიის წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიმართვა ჯერ არ გადაუწყვეტია.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა