მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირში ბოლოკგაჩრილ გოჭს, ლოკოკინაგაჩრილი ბაყაყი შეცვლის" - ცნობილი ქართველების ხუმრობანარევი შეფასებები
"პირში ბოლოკგაჩრილ გოჭს, ლოკოკინაგაჩრილი ბაყაყი შეცვლის" - ცნობილი ქართველების ხუმრობანარევი შეფასებები

ავი­ღოთ ერთი სა­შუ­ა­ლო ზო­მის გოჭი, კარ­გად გა­ვა­სუფ­თა­ვოთ, გავ­რე­ცხოთ, გა­ვამ­შრა­ლოთ, წა­ვუს­ვათ აჯი­კა ან სხვა­დას­ხვა სა­ნე­ლე­ბე­ლი, მო­ვა­თავ­სოთ თუ­ნუ­ქის ფურ­ცელ­ზე და გა­ხუ­რე­ბულ ღუ­მელ­ში შევ­დგათ. თა­ვი­დან მა­ღა­ლი ცე­ცხლი უნდა, მერე თან­და­თან მო­ვაკ­ლოთ. ში­გა­და­შიგ კა­რა­ქის წას­მაც არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ გო­ჭის კანი რბი­ლი და მსხვრე­ვა­დი გა­მო­ვი­დეს.

მაგ­რამ ვეჭ­ვობ, რომ ცოტა ხან­ში გო­ჭის შეწ­ვის ეს რე­ცეპ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ქარ­თვე­ლე­ბი ამ უგემ­რი­ე­ლეს კერძს ამ­ზა­დე­ბენ, აღარ დაგ­ვჭირ­დეს, რად­გა­ნაც რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კა­ნონპ­რო­ექტს გა­ნი­ხი­ლავს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ერთ წლამ­დე გო­ჭე­ბის დაკ­ვლა, გა­სა­ყი­დად გა­მო­ტა­ნა ან საკ­ვე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბა იკ­რძა­ლე­ბა.

კა­ნო­ნი ძა­ლა­ში 1-ელი დე­კემ­ბრი­დან შე­ვაო.

რე­ა­ლუ­რად კი რა რო­გორ იქ­ნე­ბა, არა­ვინ იცის, თუმ­ცა ეს ხმა უკვე გავ­რცელ­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ქარ­თულ სა­ა­ხალ­წლო თუ ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ერ სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რას შემ­წვა­რი გოჭი ვე­ღარ და­ამ­შვე­ნებს.

"ამ­ბე­ბი.გე" ამ თე­მას გა­სულ კვი­რას უკვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა, თუმ­ცა თემა აქ­ტუ­ა­ლუ­რია და მისი გაგ­რძე­ლე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ისევ მი­ვიჩ­ნი­ეთ.

ამ­ჟა­მად იმ ქარ­თვე­ლებს გა­ვე­სა­უბ­რეთ, ვი­საც ქარ­თულ სუფ­რას­თან ხში­რად უწევს ყოფ­ნა და კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა მისი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა ისი­ნი ამ თე­მას ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც იუ­მო­რით მი­უდ­გნენ...

გია კორ­კო­ტაშ­ვი­ლი:

- ფაქ­ტია, რომ ჯერ ამის შე­სა­ხებ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­ფე­რი წა­მი­კი­თხავს, თუმ­ცა ხმე­ბი გავ­რცელ­და, რომ პარ­ლა­მენ­ტი ამას აპი­რებს, რაც არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, რომ ეგე­თი რამე გა­ა­კე­თონ... კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვა­ცხა­დებ, ეს კა­ნო­ნი ძა­ლა­ში რომ შე­ვი­დეს, მე შიმ­ში­ლო­ბას გა­მო­ვა­ცხა­დებ...

გო­ჭის დაკ­ვლა თუ არ შე­იძ­ლე­ბა, აბა, დაკ­ლან მა­შინ ადა­მი­ა­ნე­ბი და ეგ არის. ეს მა­მა­პა­პუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ლაშ­ქრე­ბაა. თან, მარ­თლა სა­სა­ცი­ლო რა­ღაც არის... მალე შე­იძ­ლე­ბა, კვერ­ცხის ჭა­მაც აგ­ვიკ­რძა­ლონ იმი­ტომ, რომ წი­წი­ლის გა­მო­ჩეკ­ვას უნდა და­ვე­ლო­დოთ, რაც ალ­ბათ, უფრო სარ­ფი­ა­ნი საქ­მე იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვის...

- და თუ მა­ინც, ერთ წლამ­დე გოჭი აღარ და­იკ­ლა, რო­გორ ფიქ­რობთ, რას და­კარ­გავს ქარ­თუ­ლი სუფ­რა?

- ჯერ ის ვთხო­ვოთ, რომ ახალ წელს, გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით მა­ინც და­უშ­ვან გო­ჭის დაკ­ვლა. მაგ­რამ თუ სა­ხელ­მწი­ფოს ეგე­თი ვექ­ტო­რი აქვს აღე­ბუ­ლი, რომ საქ­მეს ასე სჭირ­დე­ბა, მა­შინ უნდა გა­ვი­ჭირ­ვოთ, რო­გორც აქამ­დე ვი­ჭირ­ვებ­დით, თუ არა­და, ახალ წელს მა­ინც გაგ­ვი­კე­თონ შე­ღა­ვა­თი. ნა­ხე­ვა­რი ან მე­ო­თხე­დი გო­ჭის ჭა­მის უფ­ლე­ბა მოგ­ვცენ (სი­ცი­ლით ამ­ბობს). ეს ნორ­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რას და­კარ­გავს ქარ­თუ­ლი სუფ­რა, გე­ტყვით, რომ ყვე­ლა­ფერს და­კარ­გავს და სა­ერ­თოდ, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მთლი­ა­ნად, სა­ხელს და­კარ­გავს.

რაც ეს ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, ამ დღე­ებ­ში სულ გო­გია უიშ­ვი­ლი მახ­სენ­დე­ბა, ოჯახს უჭირ­და და სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე გოჭი ჰონ­და, მაგ­რამ იმ კაც­მა თავი მა­ინც მო­იკ­ლა... ჩვენ გო­ჭიც რომ აღარ გვექ­ნე­ბა, რა ვქნათ?! სა­ში­ნე­ლე­ბაა. ეს კერ­ძი და პრო­დუქ­ტი სახ­ლში, სუფ­რა­ზე იმე­დის მომ­ცე­მი ამ­ბა­ვია. თუ გოჭი გაქვს, ფიქ­რობ, რომ ის დღე კარ­გად გა­თენ­დე­ბა და და­ღამ­დე­ბა...

- მოკ­ლედ, გოჭი გვე­კარ­გე­ბა ქარ­თუ­ლი სუფ­რი­დან და სუფ­რაც იშ­ლე­ბა, არა?

- თუ გოჭი თა­ვის ბო­ლო­კი­ა­ნად ქარ­თუ­ლი სუფ­რი­დან და­ი­კარ­გა, ჩათ­ვა­ლეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბის რელ­სე­ბი­დან ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­და­სუ­ლია, რა...

ნუგ­ზარ კვა­შა­ლი:

- თუ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი გო­ჭე­ბით, ღო­რე­ბით, წი­წი­ლე­ბით, თხე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, კარ­გად ყო­ფი­ლა მათი საქ­მე. მა­შინ მა­გათ კერ­ძე­ბი­სა და პრო­დუქ­ტე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­აც უნდა ჰქონ­დეთ, რო­მე­ლიც გო­ჭებ­ზე, ძრო­ხებ­ზე კა­მე­ჩებ­ზე გას­წევს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას და შე­იძ­ლე­ბა მაგ ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე­დაც კი გა­მოვ­დგე, რად­გა­ნაც შე­ვე­ჯიბ­რე­ბო­დი მა­გათ იმის დამ­ტკი­ცე­ბა­ში, რომ გოჭი ქარ­თულ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას მარ­ლაც სჭირ­დე­ბა.

მაგ­რამ რო­გორც ვა­ტყობ, ეგე­ნი ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოქ­მე­დე­ბენ, არა­და, სა­ქარ­თვე­ლო კი­დევ დიდი ხანი ვერ გახ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა იმი­ტომ, რომ აქ სხვა გო­ჭე­ბი და სხვა ბა­ჭი­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ... ისე ყური მოვ­კა­რი, აკ­რძალ­ვა არა მარ­ტო გო­ჭებ­ზე, ხბო­ებ­ზეც უნდა გავ­რცელ­დე­სო. თუ ამით და­ი­წყო ჩვე­ნი გზა ევ­რო­პის­კენ, კარ­გად ყო­ფი­ლა ევ­რო­პუ­ლი გო­ჭე­ბის საქ­მე.

ასე რომ, გა­უ­მარ­ჯოს გო­ჭებს! თუ პარ­ლა­მენ­ტი სი­ცი­ლით, ხარ­ხა­რით, ღრუ­ტუ­ნით და კა­კა­ნით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, მეტი არა­ფე­რი შეძ­ლე­ბი­ათ, მერე ბატ­კნის ჭა­მა­საც აგ­ვიკ­რძა­ლა­ვენ... თუ ერთ წლამ­დე გოჭს დაკ­ლავ, ეს და­ნა­შა­უ­ლია და წლი-ნა­ხევ­რის გო­ჭის დაკ­ვლა, არა? ამ წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ცუ­დის მეტი არა­ფე­რი მოხ­დე­ბა...

- ქარ­თუ­ლი სუფ­რი­დან გო­ჭის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა რას გა­მო­იწ­ვევს?

- რამ­დე­ნი­მე ათას­წლო­ვა­ნი ქარ­თუ­ლი სუფ­რა ტარ­დი­ცი­ებს და­კარ­გავს. ის კინო გახ­სოვთ: "დაყ­რუვ­დნენ გო­ჭე­ბი, დაყ­რუვ­დნენ"... ახლა ვინ დაყ­რუვ­და, გო­ჭე­ბი თუ პარ­ლა­მენ­ტი, ეგ უკვე არ ვიცი... მგო­ნია, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მეგ­რე­ლო უნდა და­ი­რაზ­მოს ამის წი­ნა­აღ­მდეგ, რად­გან გო­ჭე­ბის მთა­ვა­რი შე­მომ­ტა­ნი და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეგ კუ­თხეა. წარ­მო­გიდ­გე­ნია, რა სა­ში­ნე­ლე­ბაა, ახალ წელს მეგ­რუ­ლი გო­ჭიც რომ არ გაქვს სუფ­რა­ზე, მერე უნდა დაკ­ლა ფრან­გუ­ლი გვე­ლი, ბა­ყა­ყი და გო­ჭის თა­ვის ნაც­ვლად ბა­ყა­ყის თავი მი­არ­თვა თა­მა­დას.

- ბა­ყაყს პირ­ში გაჩ­რი­ლი ბო­ლო­კი აღარ მო­უხ­დე­ბა, არა?

- ბა­ყაყს პირ­ში მერე ალ­ბათ ლო­კო­კი­ნა უნდა ჩა­ვუ­დოთ და ასე შე­იც­ვლე­ბა ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი სუფ­რა. ასე რომ, ახლა ამის­თვის მო­ვემ­ზა­დოთ, მე­გობ­რე­ბო...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"პირში ბოლოკგაჩრილ გოჭს, ლოკოკინაგაჩრილი ბაყაყი შეცვლის" - ცნობილი ქართველების ხუმრობანარევი შეფასებები

"პირში ბოლოკგაჩრილ გოჭს, ლოკოკინაგაჩრილი ბაყაყი შეცვლის" - ცნობილი ქართველების ხუმრობანარევი შეფასებები

ავიღოთ ერთი საშუალო ზომის გოჭი, კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, გავამშრალოთ, წავუსვათ აჯიკა ან სხვადასხვა სანელებელი, მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და გახურებულ ღუმელში შევდგათ. თავიდან მაღალი ცეცხლი უნდა, მერე თანდათან მოვაკლოთ. შიგადაშიგ კარაქის წასმაც არ დაგვავიწყდეს, რომ გოჭის კანი რბილი და მსხვრევადი გამოვიდეს.

მაგრამ ვეჭვობ, რომ ცოტა ხანში გოჭის შეწვის ეს რეცეპტი, რომლის მიხედვითაც ქართველები ამ უგემრიელეს კერძს ამზადებენ, აღარ დაგვჭირდეს, რადგანაც როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს პარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარე, კანონპროექტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, ერთ წლამდე გოჭების დაკვლა, გასაყიდად გამოტანა ან საკვებად გამოყენება იკრძალება.

კანონი ძალაში 1-ელი დეკემბრიდან შევაო.

რეალურად კი რა როგორ იქნება, არავინ იცის, თუმცა ეს ხმა უკვე გავრცელდა, რომლის თანახმადაც, ქართულ საახალწლო თუ ზოგადად, ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას შემწვარი გოჭი ვეღარ დაამშვენებს.

"ამბები.გე" ამ თემას გასულ კვირას უკვე გამოეხმაურა, თუმცა თემა აქტუალურია და მისი გაგრძელება მიზანშეწონილად ისევ მივიჩნიეთ.

ამჟამად იმ ქართველებს გავესაუბრეთ, ვისაც ქართულ სუფრასთან ხშირად უწევს ყოფნა და კარგად მოეხსენება მისი ტრადიციების შესახებ. თუმცა ისინი ამ თემას ჯერჯერობით მაინც იუმორით მიუდგნენ...

გია კორკოტაშვილი:

- ფაქტია, რომ ჯერ ამის შესახებ, ოფიციალურად არაფერი წამიკითხავს, თუმცა ხმები გავრცელდა, რომ პარლამენტი ამას აპირებს, რაც არ შეიძლება, მაგრამ არ გამიკვირდება, რომ ეგეთი რამე გააკეთონ... კატეგორიულად ვაცხადებ, ეს კანონი ძალაში რომ შევიდეს, მე შიმშილობას გამოვაცხადებ...

გოჭის დაკვლა თუ არ შეიძლება, აბა, დაკლან მაშინ ადამიანები და ეგ არის. ეს მამაპაპური ტრადიციების წინააღმდეგ გალაშქრებაა. თან, მართლა სასაცილო რაღაც არის... მალე შეიძლება, კვერცხის ჭამაც აგვიკრძალონ იმიტომ, რომ წიწილის გამოჩეკვას უნდა დაველოდოთ, რაც ალბათ, უფრო სარფიანი საქმე იქნება ქვეყნისთვის...

- და თუ მაინც, ერთ წლამდე გოჭი აღარ დაიკლა, როგორ ფიქრობთ, რას დაკარგავს ქართული სუფრა?

- ჯერ ის ვთხოვოთ, რომ ახალ წელს, გამონაკლისის სახით მაინც დაუშვან გოჭის დაკვლა. მაგრამ თუ სახელმწიფოს ეგეთი ვექტორი აქვს აღებული, რომ საქმეს ასე სჭირდება, მაშინ უნდა გავიჭირვოთ, როგორც აქამდე ვიჭირვებდით, თუ არადა, ახალ წელს მაინც გაგვიკეთონ შეღავათი. ნახევარი ან მეოთხედი გოჭის ჭამის უფლება მოგვცენ (სიცილით ამბობს). ეს ნორმალური იქნება.

რაც შეეხება იმას, თუ რას დაკარგავს ქართული სუფრა, გეტყვით, რომ ყველაფერს დაკარგავს და საერთოდ, ქართული საზოგადოება მთლიანად, სახელს დაკარგავს.

რაც ეს ამბავი გავიგე, ამ დღეებში სულ გოგია უიშვილი მახსენდება, ოჯახს უჭირდა და საახალწლო სუფრაზე გოჭი ჰონდა, მაგრამ იმ კაცმა თავი მაინც მოიკლა... ჩვენ გოჭიც რომ აღარ გვექნება, რა ვქნათ?! საშინელებაა. ეს კერძი და პროდუქტი სახლში, სუფრაზე იმედის მომცემი ამბავია. თუ გოჭი გაქვს, ფიქრობ, რომ ის დღე კარგად გათენდება და დაღამდება...

- მოკლედ, გოჭი გვეკარგება ქართული სუფრიდან და სუფრაც იშლება, არა?

- თუ გოჭი თავის ბოლოკიანად ქართული სუფრიდან დაიკარგა, ჩათვალეთ, რომ საქართველო თავის განვითარების რელსებიდან ფაქტობრივად, გადასულია, რა...

ნუგზარ კვაშალი:

- თუ საქართველოს პარლამენტი გოჭებით, ღორებით, წიწილებით, თხებით არის დაკავებული, კარგად ყოფილა მათი საქმე. მაშინ მაგათ კერძებისა და პროდუქტების საპარლამენტო ფრაქციაც უნდა ჰქონდეთ, რომელიც გოჭებზე, ძროხებზე კამეჩებზე გასწევს ზედამხედველობას და შეიძლება მაგ ფრაქციის თავმჯდომარედაც კი გამოვდგე, რადგანაც შევეჯიბრებოდი მაგათ იმის დამტკიცებაში, რომ გოჭი ქართულ საახალწლო სუფრას მარლაც სჭირდება.

მაგრამ როგორც ვატყობ, ეგენი ევროპის მიმართულებით მოქმედებენ, არადა, საქართველო კიდევ დიდი ხანი ვერ გახდება ევროპული ქვეყანა იმიტომ, რომ აქ სხვა გოჭები და სხვა ბაჭიები ცხოვრობენ... ისე ყური მოვკარი, აკრძალვა არა მარტო გოჭებზე, ხბოებზეც უნდა გავრცელდესო. თუ ამით დაიწყო ჩვენი გზა ევროპისკენ, კარგად ყოფილა ევროპული გოჭების საქმე.

ასე რომ, გაუმარჯოს გოჭებს! თუ პარლამენტი სიცილით, ხარხარით, ღრუტუნით და კაკანით არის დაკავებული, მეტი არაფერი შეძლებიათ, მერე ბატკნის ჭამასაც აგვიკრძალავენ... თუ ერთ წლამდე გოჭს დაკლავ, ეს დანაშაულია და წლი-ნახევრის გოჭის დაკვლა, არა? ამ წესების დარღვევით, ჩათვალეთ, რომ ცუდის მეტი არაფერი მოხდება...

- ქართული სუფრიდან გოჭის გაუჩინარება რას გამოიწვევს?

- რამდენიმე ათასწლოვანი ქართული სუფრა ტარდიციებს დაკარგავს. ის კინო გახსოვთ: "დაყრუვდნენ გოჭები, დაყრუვდნენ"... ახლა ვინ დაყრუვდა, გოჭები თუ პარლამენტი, ეგ უკვე არ ვიცი... მგონია, რომ განსაკუთრებით სამეგრელო უნდა დაირაზმოს ამის წინააღმდეგ, რადგან გოჭების მთავარი შემომტანი დანარჩენ საქართველოში ეგ კუთხეა. წარმოგიდგენია, რა საშინელებაა, ახალ წელს მეგრული გოჭიც რომ არ გაქვს სუფრაზე, მერე უნდა დაკლა ფრანგული გველი, ბაყაყი და გოჭის თავის ნაცვლად ბაყაყის თავი მიართვა თამადას.

- ბაყაყს პირში გაჩრილი ბოლოკი აღარ მოუხდება, არა?

- ბაყაყს პირში მერე ალბათ ლოკოკინა უნდა ჩავუდოთ და ასე შეიცვლება ჩვენი ტრადიციული სუფრა. ასე რომ, ახლა ამისთვის მოვემზადოთ, მეგობრებო...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სამძებრო ღონისძიებები სვანეთში და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გრძელდება - განახლებული ინფორმაცია სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდზე

"ეს არის უკვე ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდი" - მეუფე დანიელი

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარაში გამოვლინდა