ჩემმა ბავშვობამ 70-იან წლებში გაიარა, მაშინ აცრები "მოდაში" არ იყო, უფრო სწორად, მაშინდელ მშობლებს ამ მარტივი მანიპულაციის ეშინოდათ. ამიტომ არც მე ავუცრივარ. ისეთი ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობდი, დღევანდელ ბავშვებს რომ არც "დაესიზმრებათ". წლამდე ტკბილეული არ გამისინჯავს, 2 წლამდე დედის რძეს ვიღებდი. სოფელში ვიზრდებოდი და უნიტრატო, ეკოლოგიურად სუფთა ხილ-ბოსტნეული არ მომკლებია, ნატურალური რძის პროდუქტები ჩემს ყოველდღიურ რაციონში შედიოდა. ვიტამინები და თევზის ქონი ჩემი ბავშვობის მუდმივი თანამგზავრები იყვნენ. მუდმივად სუფთა ჰაერზე ვიყავი, სპორტზეც დავდიოდი და ცეკვაზეც. ბევრ წყალს ვსამდი, ახალგაწურული წვენებითაც მანებივრებდნენ. ჩემს ოჯახში ნახევარფარიკატს არავინ გააჭაჭანებდა - ახალთახალი ხორცი უნდა ყოფილიყო სუფრაზე.
მიუხედავად ცხოვრების ჯანსაღი წესისა, რა ავადმყოფობა აღარ გადავიტანე: წითელა, ეპიდემიური პაროტიტი, წითურა, ვირუსული მენინგიტი, ქუნთრუშა, ყივანახველა, ტონზილიტი და ჩუტყვავილა. 30 წლისას საშვილოსნოს ყელის დისპლაზია - კიბოსწინარე მდგომარეობა დამიდგინეს. ვერ გამეგო, როგორ უნდა მეთქვა მცირეწლოვანი შვილებისთვის, რომ მათი დედა შეიძლება, მალე მომკვდარიყო.
გაგრძელება