როგორ ჭურჭელში უნდა ჭამოს ბავშვმა, რამდენი პური უნდა მიიღოს დღეში და რომელ რძეს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა?

როგორ ჭურჭელში უნდა ჭამოს ბავშვმა, რამდენი პური უნდა მიიღოს დღეში და რომელ რძეს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა?

დღევანდელ ეკოლოგიურ პირობებში, როდესაც ჰაერი, მიწა, წყალი და ზოგადად გარემო დაბინძურებულია, სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანი ხდება ჩვენს ყოველდღიურ საკვებ მენიუზე ზრუნვა. კვების სწორი რეჟიმით ჩვენც და ჩვენი პატარებიც ბევრ დაავადებას ავიცილებთ თავიდან. კვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნუტრიციოლოგს, პედიატრს მაია სურვილაძეს ვესაუბრეთ.

- დავიწყოთ სულ პატარა ასაკის ბავშვებიდან. თუ დედას რძე არ აქვს, რა კრიტერიუმებით უნდა შევურჩიოთ ბავშვს რძის ადაპტირებული ნარევი?

- თუ დედას რაიმე მიზეზით რძე არა აქვს და საჭიროა ფორმულის მიცემა, აუცილებელია კარგად შეგროვდეს ანამნეზი, გაირკვეს, რომელიმე მშობელი ან უფროსი და-ძმა ხომ არ არის ალერგიული და თუ ანამნეზში ალერგიაა, პატარას მიეცეს ჰიპოალერგიული ფორმულა, რათა მოხდეს ალერგიული დაავადებების პრევენცია. თუ ანამნეზში არ არის ალერგია, მაშინ რეკომენდირებულია ფორმულა №1, მაგრამ ყველა შემთხვევაში პირველი კვება უნდა მიეცეს მცირე მოცულობით, მაქსიმუმ 10 მლ. თუ არ გამოვლინდა გვერდითი მოვლენები: გამონაყარი, დიარეა, აირების დაგროვება, თანდათან გაიზარდოს მოცულობა. არსებობს სხვადასხვა მდგომარეობა ამოქაფება, ღებინება, კოლიკა, დიარეა, ყაბზობა, დღენაკლულობა, სხვადასხვა დეფიციტური მდგომარეობები, როცა საჭიროა სპეციალური ფორმულების მიცემა, ეს უკვე პედიატრის გადასაწყვეტია.

- კვებებს შორის რამდენსაათიანი შუალედი უნდა იყოს?

- თუ ბავშვი ბუნებრივ (ძუძუთი) კვებაზეა შუალედის დაცვა არ არის საჭირო. ბავშვი თავად, დაახლოებით 2-საათიან შუალედს გააკეთებს, ხოლო დროთა განმავლობაში ეს შუალედი გაიზრდება. პირველი თვის განმავლობაში კვებებს შორის შუალედი დაახლოებით 3-3,5სთია, მაგრამ ზუსტად გაწერილი კანონი არ არსებობს. ეს დამოკიდებულია კონკრეტულ ბავშვზე. ხელოვნური კვების დროს კი დამოკიდებულია, რომელ ფორმულაზეა ბავშვი.

- როდიდან შეიძლება, რომ პატარას წყალი დავალევინოთ?

პირველი 6 თვის განმავლობაში წყლის მიცემა არ არის აუცილებელი, რადგან დედის რძე დაახლოებით 80-90% წყალს შეიცავს, ხოლო როცა ფორმულა მზადდება, მასაც დაახლოებით ამ რაოდენობის წყალი ემატება. დამატებითი კვების დაწყებიდან უკვე დგება წყლის მიცემის საჭიროება

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია