"ნიჭიერის" ახალ სეზონზე ქუთაისელ ფოტომოდელს, სოფია კოვაჩისაც ნახავს მაყურებელი. ჩვენს მკითხველს ალბათ ახსოვს, რომ ეს გოგონა უცნობი რეპერის კლიპისთვის გაშიშვლდა. შემდეგ კი ინტერვიუში ჰყვებოდა, როგორ დასძლია სიშიშვლის კომპლექსი კამერის წინ.
სტრიპტიზის მოცეკვავე ამ პროექტში არაერთგზის გვინახავს. ნაწილი კონკურსანტებისა სხეულის წარმოჩენას ასე თუ ისე ახერხებდა, ნაწილი უცნაური მოძრაობებით, მხოლოდ ღიმილს იწვევდა მაყურებელში.
დაახლოვებით მსგავსი სანახაობის მომსწრე გავხდი გუშინ, ფილარმონიის სცენაზე, როცა ჟიურის წინ უზარმაზარ პლატფორმებზე შემდგარი, ნახევრად შიშველი ქალი გამოვიდა. შოუ უნდა დავდგაო, თქვა და დაიწყო.
მუსიკის ფონზე სოფია უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა.
გაგრძელება