მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, იკითხონ წიგნები და აწარმოონ უბის წიგნაკი
პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, იკითხონ წიგნები და აწარმოონ უბის წიგნაკი

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა, ილია მე­ო­რემ მრევლს ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მის­ცა, იკი­თხონ წიგ­ნე­ბი და აწარ­მო­ონ უბის წიგ­ნა­კი, სა­დაც მთა­ვარ აზ­რებს ჩა­ი­წე­რენ.

რო­გორც პატ­რი­არ­მა დღეს საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა, წიგ­ნის კი­თხვით ჩვენ ვი­მა­ტებთ მწუ­ხა­რე­ბას, რად­გან უფრო მეტი გვეს­მის, თუმ­ცა ამ მწუ­ხა­რე­ბას არ უნდა შე­ვუ­შინ­დეთ, ვი­ნა­ი­დან იგი სი­ხა­რუ­ლით შე­იც­ვლე­ბა.

"თქვენ იცით, რომ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­დნენ წიგ­ნის კი­თხვას. ჩვე­ნი მე­ფე­ე­ბი ომში რომ მი­დი­ოდ­ნენ, აუ­ცი­ლებ­ლად მიჰ­ქონ­დათ "და­ვით­ნი" და წიგ­ნე­ბი და კი­თხუ­ლობ­დნენ თა­ვი­სუ­ფალ დროს. დღეს სა­მე­ბის ახალ­გაზ­რდულ ცენ­ტრში არის ახალ­გაზ­რდე­ბის შეხ­ვედ­რა, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან და­ეს­წრე­ბი­ან. გვექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი, თუ რა მო­ი­ტა­ნა წიგ­ნის კი­თხვამ, წიგ­ნი არა მარ­ტო უნდა წა­ი­კი­თხოს ადა­მი­ან­მა, უნდა გა­ი­აზ­როს. წიგნს როცა კი­თხუ­ლობს, ადა­მი­ანს თან უნდა ჰქონ­დეს უბის წიგ­ნა­კი და მთა­ვარ აზ­რებს იწერ­დეს. აი, ეს ლოც­ვა-კურ­თხე­ვა გეძ­ლე­ვათ თქვენ, ყვე­ლას, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, რომ იკი­თხოთ წიგ­ნე­ბი. თქვენ თვი­თონ უნდა აარ­ჩი­ოთ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ბიბ­ლია, რო­მე­ლიც უპირ­ვე­ლე­სი წიგ­ნია, ასე­ვე საღვთის­მე­ტყვე­ლო წიგ­ნე­ბი, ფი­ლო­სო­ფი­უ­რი წიგ­ნე­ბი, ფსი­ქო­ლო­გია, მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ის­ტო­რია და ეს მოგ­ცემთ თქვენ დიდ ძა­ლას, თქვენ გა­ი­გებთ, რამ­დე­ნად რთუ­ლია ეს ცხოვ­რე­ბა. ბრძე­ნი სო­ლო­მო­ნი ამ­ბობს, რომ ცოდ­ნის გამ­რავ­ლე­ბით შენ იმ­რავ­ლებ მწუ­ხა­რე­ბას და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ვიმ­რავ­ლებთ ამით მწუ­ხა­რე­ბას, იმი­ტომ, რომ ადა­მი­ანს უფრო მეტი ეს­მის, გრძნობს, სად არის შავი და თეთ­რი, სად არის სი­კე­თე და სად ბო­რო­ტე­ბა, ამი­ტომ თქვა სო­ლო­მონ­მა, რომ ცოდ­ნის გამ­რავ­ლე­ბით შენ იმ­რავ­ლებ მწუ­ხა­რე­ბას, და ჩვენ არ უნდა შე­ვუ­შინ­დეთ მწუ­ხა­რე­ბას, უნდა ვი­ცო­დეთ, რომ მწუ­ხა­რე­ბა სი­ხა­რუ­ლით შე­იც­ვლე­ბა", - ბრძა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას.

წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მან რამ­დე­ნი­მე მღვდელმსა­ხუ­რი და­ა­ჯილ­დო­ვა, ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე გვა­რი და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 112-ის დე­პარ­ტა­მენ­ტი და­ლო­ცა. ქა­და­გე­ბის შემ­დეგ კი მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ სა­მე­ბის ახალ­გაზ­რდულ ცენ­ტრში გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც სას­კო­ლო კონ­კურ­სის "წიგ­ნის მე­გობ­რე­ბი-2014" პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, იკითხონ წიგნები და აწარმოონ უბის წიგნაკი

პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, იკითხონ წიგნები და აწარმოონ უბის წიგნაკი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მრევლს ლოცვა-კურთხევა მისცა, იკითხონ წიგნები და აწარმოონ უბის წიგნაკი, სადაც მთავარ აზრებს ჩაიწერენ.

როგორც პატრიარმა დღეს საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, წიგნის კითხვით ჩვენ ვიმატებთ მწუხარებას, რადგან უფრო მეტი გვესმის, თუმცა ამ მწუხარებას არ უნდა შევუშინდეთ, ვინაიდან იგი სიხარულით შეიცვლება.

"თქვენ იცით, რომ ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ წიგნის კითხვას. ჩვენი მეფეები ომში რომ მიდიოდნენ, აუცილებლად მიჰქონდათ "დავითნი" და წიგნები და კითხულობდნენ თავისუფალ დროს. დღეს სამების ახალგაზრდულ ცენტრში არის ახალგაზრდების შეხვედრა, რომელსაც განათლების სამინისტროდან დაესწრებიან. გვექნება საუბარი, თუ რა მოიტანა წიგნის კითხვამ, წიგნი არა მარტო უნდა წაიკითხოს ადამიანმა, უნდა გაიაზროს. წიგნს როცა კითხულობს, ადამიანს თან უნდა ჰქონდეს უბის წიგნაკი და მთავარ აზრებს იწერდეს. აი, ეს ლოცვა-კურთხევა გეძლევათ თქვენ, ყველას, მთელ საქართველოს, რომ იკითხოთ წიგნები. თქვენ თვითონ უნდა აარჩიოთ, უპირველეს ყოვლისა, ბიბლია, რომელიც უპირველესი წიგნია, ასევე საღვთისმეტყველო წიგნები, ფილოსოფიური წიგნები, ფსიქოლოგია, მხატვრული ლიტერატურა, ისტორია და ეს მოგცემთ თქვენ დიდ ძალას, თქვენ გაიგებთ, რამდენად რთულია ეს ცხოვრება. ბრძენი სოლომონი ამბობს, რომ ცოდნის გამრავლებით შენ იმრავლებ მწუხარებას და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიმრავლებთ ამით მწუხარებას, იმიტომ, რომ ადამიანს უფრო მეტი ესმის, გრძნობს, სად არის შავი და თეთრი, სად არის სიკეთე და სად ბოროტება, ამიტომ თქვა სოლომონმა, რომ ცოდნის გამრავლებით შენ იმრავლებ მწუხარებას, და ჩვენ არ უნდა შევუშინდეთ მწუხარებას, უნდა ვიცოდეთ, რომ მწუხარება სიხარულით შეიცვლება", - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

წირვის დასრულების შემდეგ მან რამდენიმე მღვდელმსახური დააჯილდოვა, ასევე, რამდენიმე გვარი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტი დალოცა. ქადაგების შემდეგ კი მისმა უწმინდესობამ სამების ახალგაზრდულ ცენტრში გადაინაცვლა, სადაც სასკოლო კონკურსის "წიგნის მეგობრები-2014" პრეზენტაცია გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია