საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოიცილოთ სვირინგი - ყველაზე საიმედო ხერხები
როგორ უნდა მოიცილოთ სვირინგი - ყველაზე საიმედო ხერხები

სხვა­დას­ხვა ფორ­მის ტატუ ახალ­გაზ­რდებს შო­რის აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს. თუმ­ცა მო­დის დრო, როცა დიდი ჟი­ნი­თა და გა­ტა­ცე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი სვი­რინ­გი ადა­მი­ანს ბეზ­რდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, დღის წეს­რიგ­ში მისი მო­შო­რე­ბის სა­კი­თხიც დგე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა რე­ა­ლუ­რად სვი­რინ­გის მო­შო­რე­ბა და რა უნდა გა­ა­კე­თოთ ამის­თვის?

ახალ­გაზ­რდებს შო­რის არა­ერ­თი "რე­ცეპ­ტია" გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, თუ რო­გორ გა­მო­დევ­ნონ კა­ნი­დან სვი­რინ­გი სახ­ლის პი­რო­ბებ­ში. მა­გა­ლი­თად, იო­დის მეშ­ვე­ო­ბით. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს მე­თო­დი არა­მარ­ტო დრო­ის ფუჭი ხარ­ჯვაა, არა­მედ თქვენს სვი­რინგს სა­ში­ნელ წი­თელ ნა­ი­ა­რე­ვა­დაც აქ­ცევს. ამას თან მოჰ­ყვე­ბა კა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი.

ასე რომ, თუ უკვე გა­და­წყვი­ტეთ სვი­რინ­გის მო­შო­რე­ბა, სპე­ცი­ა­ლისტს უნდა მი­ა­კი­თხოთ, რო­მე­ლიც პრო­ცე­დუ­რის შე­სა­ფე­რის ვა­რი­ანტს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ძი­რი­თა­დი მე­თო­დი, რი­თაც კან­ზე ნა­ხა­ტის მო­შო­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა, ე.წ. "კა­მუპ­ლა­ჟის" ეფექ­ტია. სხვა მე­თო­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რა არ გახ­ლავთ. აი, რას გუ­ლის­ხმობს ეს პრო­ცე­დუ­რა: კა­ნის ზე­და­პირ­ზე არ­სე­ბუ­ლი ნა­ხა­ტის კონ­ტუ­რებ­ში იგი­ვე ნა­ხატს იმე­ო­რე­ბენ, ოღონდ კა­ნის ფე­რის სა­ღე­ბა­ვით. ამ მე­თო­დის მთა­ვა­რი ნაკ­ლი ის არის, რომ მტკივ­ნე­უ­ლია და თან სრუ­ლად გა­უ­ფე­რუ­ლე­ბა მა­ინც ვერ ხერ­ხდე­ბა.

გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რია ლა­ზე­რუ­ლი მე­თო­დი და კა­ნის გაპ­რი­ა­ლე­ბა - ეს ორი მე­თო­დი ტა­ტუს სრულ "წაშ­ლას" გუ­ლის­ხმობს, თა­ნაც ისე, რომ ნა­ი­ა­რე­ვიც არ რჩე­ბა.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ სვი­რინ­გის "წაშ­ლის" მე­თო­დე­ბი ყო­ვე­ლას­თვის არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის­გან თავი უნდა შე­ი­კა­ვონ ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რებ­მა, ეპი­ლეფ­სი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­მა, ონ­კო­ლო­გი­ურ­მა პა­ცი­ენ­ტებ­მა, ფეხ­მძი­მე­ებ­მა და გულ-სის­ხლძარ­ღვთა პა­თო­ლო­გი­ე­ბის მქო­ნე პი­რებ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lifenews.ru-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები

როგორ უნდა მოიცილოთ სვირინგი - ყველაზე საიმედო ხერხები

როგორ უნდა მოიცილოთ სვირინგი - ყველაზე საიმედო ხერხები

სხვადასხვა ფორმის ტატუ ახალგაზრდებს შორის აქტუალობას არ კარგავს. თუმცა მოდის დრო, როცა დიდი ჟინითა და გატაცებით გაკეთებული სვირინგი ადამიანს ბეზრდება. შესაბამისად, დღის წესრიგში მისი მოშორების საკითხიც დგება. შესაძლებელია თუ არა რეალურად სვირინგის მოშორება და რა უნდა გააკეთოთ ამისთვის?

ახალგაზრდებს შორის არაერთი "რეცეპტია" გავრცელებული, თუ როგორ გამოდევნონ კანიდან სვირინგი სახლის პირობებში. მაგალითად, იოდის მეშვეობით. სინამდვილეში ეს მეთოდი არამარტო დროის ფუჭი ხარჯვაა, არამედ თქვენს სვირინგს საშინელ წითელ ნაიარევადაც აქცევს. ამას თან მოჰყვება კანის გაღიზიანება და მისგან გამოწვეული პრობლემები.

ასე რომ, თუ უკვე გადაწყვიტეთ სვირინგის მოშორება, სპეციალისტს უნდა მიაკითხოთ, რომელიც პროცედურის შესაფერის ვარიანტს შემოგთავაზებთ.

ძირითადი მეთოდი, რითაც კანზე ნახატის მოშორება შეიძლება, ე.წ. "კამუპლაჟის" ეფექტია. სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, ძვირადღირებული პროცედურა არ გახლავთ. აი, რას გულისხმობს ეს პროცედურა: კანის ზედაპირზე არსებული ნახატის კონტურებში იგივე ნახატს იმეორებენ, ოღონდ კანის ფერის საღებავით. ამ მეთოდის მთავარი ნაკლი ის არის, რომ მტკივნეულია და თან სრულად გაუფერულება მაინც ვერ ხერხდება.

გაცილებით ეფექტურია ლაზერული მეთოდი და კანის გაპრიალება - ეს ორი მეთოდი ტატუს სრულ "წაშლას" გულისხმობს, თანაც ისე, რომ ნაიარევიც არ რჩება.

გაითვალისწინეთ, რომ სვირინგის "წაშლის" მეთოდები ყოველასთვის არ არის რეკომენდებული. ამ პროცედურებისგან თავი უნდა შეიკავონ ინფექციური დაავადებების მქონე პირებმა, ეპილეფსიით დაავადებულებმა, ონკოლოგიურმა პაციენტებმა, ფეხმძიმეებმა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების მქონე პირებმა.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს