პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პლატონას დუქანი, ზემელი, დამპალო, ღვინის აღმართი და ნარიყალა - თბილისის ისტორიული სინამდვილე და 6 უნიკალური ფოტო
პლატონას დუქანი, ზემელი, დამპალო, ღვინის აღმართი და ნარიყალა - თბილისის ისტორიული სინამდვილე და 6 უნიკალური ფოტო

AMBEBI.GE-ს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბის ციკ­ლი­დან - "თბი­ლი­სის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და არ­ქი­ტექ­ტუ­რა", რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლა­ქის უბ­ნე­ბის სა­ხე­ლე­წო­დე­ბებს, მათ ის­ტო­რი­ა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას ეხე­ბა:

ელია

ელია - თბი­ლი­სის ერთ-ერთი ძვე­ლი უბა­ნია, რო­მე­ლიც მა­ხა­თის მთის ფერ­დობ­ზე, ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის ხე­ვის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს, რკი­ნიგ­ზის აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს. სა­ხე­ლი ელია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ეკ­ლე­სი­ის (წყა­რო­ებ­ში პირ­ვე­ლად 1654 წელს არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი) გავ­ლე­ნით ეწო­და, რო­მე­ლიც მა­ხა­თის მთა­ზე იდგა. იქ სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლი - ელი­ა­ო­ბა იმარ­თე­ბო­და... ელი­ას გო­რა­ზე აღ­მარ­თუ­ლია წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი, ხოლო მა­ხა­თა­ზე კი წმინ­და ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი გა­შენ­და.

სან-ზონა

სან-ზონა - თბი­ლის­ში მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე ნა­ძა­ლა­დევ­სა და თემ­ქას შო­რის არ­სე­ბუ­ლი უბა­ნია. იწყე­ბა გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზი­რის 30 ნომ­რის შემ­დეგ და მთავ­რდე­ბა მეტ­რო "სა­რა­ჯიშ­ვილ­თან".

სან-ზო­ნას, იგი­ვე სა­ნი­ტა­რულ ზო­ნას სა­ხე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიკ­როკ­ლი­მა­ტის გამო შე­ერ­ქვა. იქ უწინ ხე­ხი­ლის ბა­ღე­ბი ყო­ფი­ლა გა­შე­ნე­ბუ­ლი.

ამ და­სახ­ლე­ბის გა­ჩე­ნამ­დე, სან-ზო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი იყო წყლის ორი დიდი რე­ზერ­ვუ­ა­რი, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის წყალ­მო­მა­რა­გე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. სან-ზო­ნა­ში წყა­ლი ნა­ტახ­ტრი­დან მო­დი­ო­და და რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბი მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბო­და, რა­მაც დიდ­წი­ლად მისი სა­ხელ­წო­დე­ბაც გან­სა­ზღვრა.

სან-ზო­ნის და­სახ­ლე­ბა ჩაღ­რმა­ვე­ბულ ად­გი­ლას, ღრმა­ღე­ლის ხევ­ში 1920-იან წლებ­ში გან­ვი­თარ­და. უბა­ნი ეთ­ნი­კუ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო, ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად, ცხოვ­რობ­დნენ: აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, დუ­ხა­ბო­რე­ბი, მა­ლაკ­ნე­ბი, გერ­მა­ნე­ლე­ბი და ჩე­ხე­ბი. და­უ­სახ­ლე­ბელ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე კი გა­შე­ნე­ბუ­ლი იყო ხე­ხი­ლის ბა­ღე­ბი. იქა­უ­რო­ბას მუდ­მი­ვად მუ­შა­ხე­ლი სჭირ­დე­ბო­და, რომ­ლე­ბიც იქვე და­სახ­ლე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებ­დნენ. 50-60-იან წლებ­ში რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბი გა­უქ­მდა და მა­შინ­დელ­მა მთავ­რო­ბამ თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­წე­ბის და­ნა­წი­ლე­ბა კორ­პუ­სე­ბის ასა­შე­ნებ­ლად და­ი­წყო და 60-იან წლებ­ში მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა გა­ჩაღ­და. ამ უბანს მა­შინ უკვე "სან-ზო­ნის და­სახ­ლე­ბას" ეძახ­დნენ, სა­დაც დიდი ქვა­ფე­ნი­ლი­ა­ნი გზა გა­დი­ო­და, რო­მელ­საც ავ­ჭა­ლის გზატ­კე­ცი­ლი ერ­ქვა (დღე­ვან­დე­ლი გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზი­რი). 50-იან წლებ­ში ამ გზატ­კე­ცილ­ზე ტრამ­ვაი ამუ­შავ­და, - ჯერ დი­დუ­ბი­დან "მე-8 სა­ა­ვად­მყო­ფომ­დე", შემ­დეგ - დი­დუ­ბი­დან ავ­ჭა­ლამ­დე მოძ­რა­ობ­და.

სან-ზო­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ნა­წი­ლია "პლა­ტო­ნას დუ­ქა­ნი," რო­მელ­მაც სა­ხე­ლი 50-იან წლებ­ში გა­ით­ქვა, სან-ზო­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ო­ტო­რი­ა­ზე იყო დუ­ქა­ნი, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს უყ­ვარ­დათ სტუმ­რო­ბა და იმ დუქ­ნის მიმ­დე­ბა­რე ად­გილს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით "პლა­ტო­ნას დუ­ქა­ნი და­ერ­ქვა".

ზე­მე­ლი

ზე­მე­ლი - თბი­ლის­ში რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის მო­ედ­ნის ერთ-ერთი კუ­თხის ად­რინ­დე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბაა. სა­ხე­ლი იქ მდგა­რი აფ­თი­ა­ქის მი­ხედ­ვით შე­ერ­ქვა, რო­მე­ლიც პრო­ვი­ზორ-აფ­თი­ა­ქარ - ევ­გე­ნი ზე­მელს ეკუთ­ვნო­და. სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, XX სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში აფ­თი­ა­ქი აი­ღეს. ამ­ჟა­მად მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე უბანს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად მა­ინც ზე­მელს უწო­დე­ბენ.

დამ­პა­ლო

დამ­პა­ლო - დამ­პა­ლოს ხევი, ანუ დამ­პა­ლოს და­სახ­ლე­ბაც უბა­ნია თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც სამ­გორ ემიჯ­ნე­ბა.

სა­ხელ­წო­დე­ბა უკავ­შირ­დე­ბა ადრე იქ არ­სე­ბუ­ლი პი­რუ­ტყვის სა­საკ­ლა­ო­ე­ბის გამო გა­მე­ფე­ბულ ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ის გამო. აქე­დან მო­დის ამ ად­გი­ლის სხვა სა­ხელ­წო­დე­ბე­ბიც: ბო­ი­ნის­ხე­ვი, სა­საკ­ლა­ოს­ხე­ვი. სა­საკ­ლა­ოს გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, იქ ერთ დროს ბოსტნე­ბი იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი.

სი­რა­ჯხა­ნა

სი­რა­ჩხა­ნა (სპარს. "სი­რაჩ"/"სი­რაჯ", "მეღ­ვი­ნე", + "ხანა"/"ხანე", "სახ­ლი") - ღვი­ნი­თა და არ­ყით მო­ვაჭ­რე­თა რი­გე­ბი იყო ძველ თბი­ლის­ში.

არ­სე­ბობ­და პა­ტა­რა და დიდ სი­რა­ჩხა­ნა, რომ­ლე­ბიც მტკვრის მო­პირ­და­პი­რე ნა­პი­რე­ზე გახ­ლდათ გან­ლა­გე­ბუ­ლი. პა­ტა­რა სი­რა­ჩხა­ნა მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე, კა­ლა­ში, თათ­რის მო­ედ­ნის (ახ­ლან­დე­ლი - გორ­გას­ლის) სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე­ობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ქუჩა შუ­ა­ბაზ­რის (დღე­ვან­დე­ლი ლე­სე­ლი­ძის ქუჩა) რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სას გაქ­რა. ამ ად­გილ­ზე, ლე­სე­ლი­ძი­სა და სი­ო­ნის ქუ­ჩე­ბის შე­ერ­თე­ბას­თან, სკვე­რია ("სე­მი­ნა­რი­ის სკვე­რი").

დიდი სი­რა­ჩხა­ნა მტკვრის მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე გრძელ მოხ­ვე­ულ აღ­მართს გას­დევ­და და ძვე­ლი მე­ტე­ხის ხიდ­თან იწყე­ბო­და, ავ­ლაბ­რის გა­ლავ­ნის ქვე­მოთ, კლდის ძირს მიჰ­ყვე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ აღ­მართს "ღვი­ნის აღ­მარ­თი" ეწო­და. იქ გან­ლა­გე­ბუ­ლი დუქ­ნე­ბი და სარ­და­ფე­ბი კა­ხე­თი­დან ურ­მე­ბით ჩა­მო­ტა­ნი­ლი ღვი­ნით მა­რაგ­დე­ბო­და. იქვე იყო ძვე­ლი თბი­ლი­სის მთა­ვა­რი ღვი­ნის ბა­ზა­რი და ქა­ლა­ქის ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი ცენ­ტრი.

ნა­რი­ყა­ლა

ნა­რი­ყა­ლა - (სპარს. ნა­რინ­ყა­ლა - ცი­ტა­დე­ლი, ში­და­ცი­ხე) უძ­ვე­ლე­სი დრო­ის ცი­ხე­სი­მაგ­რეა. თბი­ლის­სა და მდი­ნა­რე მტკვარს გა­დაჰ­ყუ­რებს. თბი­ლი­სის ცი­ხის - კა­ლას გვი­ან­დე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა. ცი­ხე­სი­მაგ­რე გა­ლავ­ნის ორი სექ­ცი­ის­გან შედ­გე­ბა, რო­მე­ლიც ცი­ცა­ბო ამაღ­ლე­ბა­ზე მდე­ბა­რე­ობს გო­გირ­დის აბა­ნო­ებ­სა და ბო­ტა­ნი­კურ ბაღს შო­რის. ნა­რი­ყა­ლას ქვე­მო ეზო­ში ახა­ლაღ­დგე­ნი­ლი წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­აა.

ცი­ხე­სი­მაგ­რე IV სა­უ­კუ­ნე­ში და­ფუძნ­და რო­გორც "შუ­რის ციხე". VII სა­უ­კუ­ნე­ში და მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მიერ (1089-1125 წლე­ბი) მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ფარ­თოვ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შე­მო­სულ­მა მონ­ღო­ლებ­მა მას "ნა­რინ ქალა" ("მცი­რე ცი­ხე­სი­მაგ­რე") და­არ­ქვეს. დღემ­დე მოღ­წე­უ­ლია ძი­რი­თა­დი გა­მაგ­რე­ბე­ბი XVI და XVII სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა. 1827 წელს ცი­ხის გა­ლავ­ნის დიდი ნა­წი­ლი მი­წისძვრამ და­ა­ზი­ა­ნა და და­ან­გრია.

ცი­ხე­სი­მაგ­რე რთუ­ლი სის­ტე­მის თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბა იყო, მტკი­ცე კედ­ლე­ბით, კოშ­კე­ბი­თა და ბას­ტი­ო­ნე­ბით გა­მა­გე­ბუ­ლი, ძნე­ლად მი­სად­გო­მი და ასა­ღე­ბი. ად­რე­უ­ლი მშე­ნებ­ლო­ბის ნაშ­თე­ბი დღე­საც არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი ცი­ხის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ კუ­თხე­ში მდგო­მი კოშ­კის კედ­ლებ­ში, თლი­ლი ქვის კვად­რა­ტე­ბის სა­ხით.

XVII სა­უ­კუ­ნემ­დე, ცი­ხის შიგ­ნი­თა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შე­მო­სას­ვლელ გვი­რაბ­თან გან­ლა­გე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა "მე­ფის სა­სახ­ლე". ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­მე­ფოს რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის შემ­დეგ (1801 წელი) დე­და­ცი­ხემ და­კარ­გა ად­რინ­დე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა, რის გა­მოც იქ გან­თავ­სდა რუ­სის ჯა­რის ტყვია-წამ­ლის სა­წყო­ბი, რო­მე­ლიც წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ტა­ძარ­ში ყო­ფი­ლა გან­თავ­სე­ბუ­ლი და 1847 წელს მე­ხის და­ცე­მის შემ­დეგ აფეთ­ქე­ბუ­ლა.

ნა­რი­ყა­ლას ციხე ის­ტო­რი­ულ ძეგლ­თა შო­რის ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს ცი­ხე­სი­მაგ­რედ არის მიჩ­ნე­უ­ლი. მუდ­მი­ვად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს და მნახ­ველ­თა შო­რის დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს. ნა­რი­ყა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლია.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
0

ნარიყალას არაბული წარმოშობა აქვს და თავისი ისტორია აქვს,დანგრევით კი მეხმა კი არა ,რუსმა ჯარმა დაშალა აგურ აგურ ...

 

ავთო
1

სანზონა ანუ სანიტატული ზონა ქალაქის სასმელი წყლის რეზერვუარების ადგილსამყოფელი ტერიტორია თავის ხეხილის ბაღებით იყო შემოსაზღრული ეკლიანი მავთულ ბადით პლლატონას დუქნიდან მე8-ესაავადმყოფოს ასახვევს ჩარგლის ქუჩამდე. ამ ბაღის ტერიტორიაზე გაშენებულ დასახლებას ეწოდა სანზონის დასახლება

 

პლატონას დუქანი, ზემელი, დამპალო, ღვინის აღმართი და ნარიყალა - თბილისის ისტორიული სინამდვილე და 6 უნიკალური ფოტო

პლატონას დუქანი, ზემელი, დამპალო, ღვინის აღმართი და ნარიყალა - თბილისის ისტორიული სინამდვილე და 6 უნიკალური ფოტო

AMBEBI.GE-ს მიერ მომზადებული სტატიების ციკლიდან - "თბილისის ინფრასტრუქტურა და არქიტექტურა", რომელიც დედაქალაქის უბნების სახელეწოდებებს, მათ ისტორიასა და განვითარებას ეხება:

ელია

ელია - თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანია, რომელიც მახათის მთის ფერდობზე, ელენე ახვლედიანის ხევის მარჯვენა მხარეს, რკინიგზის აღმოსავლეთით მდებარეობს. სახელი ელია წინასწარმეტყველის ეკლესიის (წყაროებში პირველად 1654 წელს არის მოხსენიებული) გავლენით ეწოდა, რომელიც მახათის მთაზე იდგა. იქ საეკლესიო დღესასწაული - ელიაობა იმართებოდა... ელიას გორაზე აღმართულია წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ხოლო მახათაზე კი წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის სამონასტრო კომპლექსი გაშენდა.

სან-ზონა

სან-ზონა - თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ნაძალადევსა და თემქას შორის არსებული უბანია. იწყება გურამიშვილის გამზირის 30 ნომრის შემდეგ და მთავრდება მეტრო "სარაჯიშვილთან".

სან-ზონას, იგივე სანიტარულ ზონას სახელი განსაკუთრებული მიკროკლიმატის გამო შეერქვა. იქ უწინ ხეხილის ბაღები ყოფილა გაშენებული.

ამ დასახლების გაჩენამდე, სან-ზონის ტერიტორიაზე განლაგებული იყო წყლის ორი დიდი რეზერვუარი, რომელიც ქალაქის წყალმომარაგებას უზრუნველყოფდა. სან-ზონაში წყალი ნატახტრიდან მოდიოდა და რეზერვუარები მკაცრად კონტროლდებოდა, რამაც დიდწილად მისი სახელწოდებაც განსაზღვრა.

სან-ზონის დასახლება ჩაღრმავებულ ადგილას, ღრმაღელის ხევში 1920-იან წლებში განვითარდა. უბანი ეთნიკურად მრავალფეროვანი იყო, ქართველებთან ერთად, ცხოვრობდნენ: აზერბაიჯანელები, დუხაბორები, მალაკნები, გერმანელები და ჩეხები. დაუსახლებელ ტერიტორიებზე კი გაშენებული იყო ხეხილის ბაღები. იქაურობას მუდმივად მუშახელი სჭირდებოდა, რომლებიც იქვე დასახლებას ამჯობინებდნენ. 50-60-იან წლებში რეზერვუარები გაუქმდა და მაშინდელმა მთავრობამ თავისუფალი მიწების დანაწილება კორპუსების ასაშენებლად დაიწყო და 60-იან წლებში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გაჩაღდა. ამ უბანს მაშინ უკვე "სან-ზონის დასახლებას" ეძახდნენ, სადაც დიდი ქვაფენილიანი გზა გადიოდა, რომელსაც ავჭალის გზატკეცილი ერქვა (დღევანდელი გურამიშვილის გამზირი). 50-იან წლებში ამ გზატკეცილზე ტრამვაი ამუშავდა, - ჯერ დიდუბიდან "მე-8 საავადმყოფომდე", შემდეგ - დიდუბიდან ავჭალამდე მოძრაობდა.

სან-ზონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწილია "პლატონას დუქანი," რომელმაც სახელი 50-იან წლებში გაითქვა, სან-ზონის მიმდებარე ტერიოტორიაზე იყო დუქანი, სადაც ადამიანებს უყვარდათ სტუმრობა და იმ დუქნის მიმდებარე ადგილს, მოგვიანებით "პლატონას დუქანი დაერქვა".

ზემელი

ზემელი - თბილისში რუსთაველის სახელობის მოედნის ერთ-ერთი კუთხის ადრინდელი სახელწოდებაა. სახელი იქ მდგარი აფთიაქის მიხედვით შეერქვა, რომელიც პროვიზორ-აფთიაქარ - ევგენი ზემელს ეკუთვნოდა. სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით, XX საუკუნის 30-იან წლებში აფთიაქი აიღეს. ამჟამად მოედნის მიმდებარე უბანს არაოფიციალურად მაინც ზემელს უწოდებენ.

დამპალო

დამპალო - დამპალოს ხევი, ანუ დამპალოს დასახლებაც უბანია თბილისში, რომელიც სამგორ ემიჯნება.

სახელწოდება უკავშირდება ადრე იქ არსებული პირუტყვის სასაკლაოების გამო გამეფებულ ანტისანიტარიის გამო. აქედან მოდის ამ ადგილის სხვა სახელწოდებებიც: ბოინისხევი, სასაკლაოსხევი. სასაკლაოს გაუქმების შემდეგ, იქ ერთ დროს ბოსტნები იყო გაშენებული.

სირაჯხანა

სირაჩხანა (სპარს. "სირაჩ"/"სირაჯ", "მეღვინე", + "ხანა"/"ხანე", "სახლი") - ღვინითა და არყით მოვაჭრეთა რიგები იყო ძველ თბილისში.

არსებობდა პატარა და დიდ სირაჩხანა, რომლებიც მტკვრის მოპირდაპირე ნაპირეზე გახლდათ განლაგებული. პატარა სირაჩხანა მარჯვენა ნაპირზე, კალაში, თათრის მოედნის (ახლანდელი - გორგასლის) სიახლოვეს მდებარეობდა. მოგვიანებით ეს ქუჩა შუაბაზრის (დღევანდელი ლესელიძის ქუჩა) რეკონსტრუქციისას გაქრა. ამ ადგილზე, ლესელიძისა და სიონის ქუჩების შეერთებასთან, სკვერია ("სემინარიის სკვერი").

დიდი სირაჩხანა მტკვრის მარცხენა ნაპირზე გრძელ მოხვეულ აღმართს გასდევდა და ძველი მეტეხის ხიდთან იწყებოდა, ავლაბრის გალავნის ქვემოთ, კლდის ძირს მიჰყვებოდა. მოგვიანებით ამ აღმართს "ღვინის აღმართი" ეწოდა. იქ განლაგებული დუქნები და სარდაფები კახეთიდან ურმებით ჩამოტანილი ღვინით მარაგდებოდა. იქვე იყო ძველი თბილისის მთავარი ღვინის ბაზარი და ქალაქის ბოჰემური ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი.

ნარიყალა

ნარიყალა - (სპარს. ნარინყალა - ციტადელი, შიდაციხე) უძველესი დროის ციხესიმაგრეა. თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. თბილისის ციხის - კალას გვიანდელი სახელწოდება. ციხესიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ნარიყალას ქვემო ეზოში ახალაღდგენილი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაა.

ციხესიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა როგორც "შურის ციხე". VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125 წლები) მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით, შემოსულმა მონღოლებმა მას "ნარინ ქალა" ("მცირე ციხესიმაგრე") დაარქვეს. დღემდე მოღწეულია ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.

ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, მტკიცე კედლებით, კოშკებითა და ბასტიონებით გამაგებული, ძნელად მისადგომი და ასაღები. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგომი კოშკის კედლებში, თლილი ქვის კვადრატების სახით.

XVII საუკუნემდე, ციხის შიგნითა ტერიტორიაზე, შემოსასვლელ გვირაბთან განლაგებული ყოფილა "მეფის სასახლე". ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801 წელი) დედაციხემ დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა, რის გამოც იქ განთავსდა რუსის ჯარის ტყვია-წამლის საწყობი, რომელიც წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ყოფილა განთავსებული და 1847 წელს მეხის დაცემის შემდეგ აფეთქებულა.

ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული. მუდმივად უამრავი ადამიანი სტუმრობს და მნახველთა შორის დიდ ინტერესს იწვევს. ნარიყალა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ ფოტოგალერეა