პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფარული ჩანაწერის გამო, მგონი მარადიულ ქალიშვილად დავრჩები"
"ფარული ჩანაწერის გამო, მგონი მარადიულ ქალიშვილად დავრჩები"

ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი არა მარ­ტო პო­ლი­ტი­კო­სებს, რი­გით ადა­მი­ა­ნებ­საც კი თავ­ზარს სცემს, მით უმე­ტეს მა­შინ, თუ შან­ტა­ჟის ობი­ექტს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეპი­ზო­დე­ბი აქვს და­სა­მა­ლი. ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რეს­პონ­დენ­ტი ქ.კ, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, თავ­ქა­რი­ა­ნო­ბის გამო და­ი­სა­ჯა, თუმც მას მა­ინც გა­უ­მარ­თლა, რად­გან შე­იძ­ლე­ბო­და შე­დე­გი უფრო მძი­მე ყო­ფი­ლი­ყო.

- ორი წლის წინ ახალ­გაზ­რდა ბიჭი გა­ვი­ცა­ნი. მა­მუ­კა ერთი შე­ხედ­ვით სხვე­ბის­გან არაფ­რით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, და­ბა­ლი და შავგვრე­მა­ნი იყო, მაგ­რამ კარ­გი მან­ქა­ნა ჰყავ­და და დღე­ში იმ­დენ ფულს ხარ­ჯავ­და, ზო­გი­ერ­თი ოჯა­ხის თვი­ურ შე­მო­სა­ვალს რომ აღე­მა­ტე­ბა. და­ქა­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ნუ ენ­დო­ბი, სა­ნამ კარ­გად არ გა­იც­ნო­ბო, მაგ­რამ არა­ვის ვუს­მენ­დი, ვფიქ­რობ­დი, რომ ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბის შურ­დათ. ერ­თთვი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ ქა­ლაქ­გა­რეთ წა­ვე­დით სა­სე­ირ­ნოდ. მა­მუ­კამ სას­მე­ლი წა­მო­ი­ღო და კარ­გად შევ­ზარ­ხოშ­დით. სა­ათს რომ დავ­ხე­დე, უკვე პირ­ვე­ლი სრულ­დე­ბო­და. ავ­ფო­რი­აქ­დი, მა­მუ­კას ვთხო­ვე, სახ­ლში წა­ვეყ­ვა­ნე. მირ­ჩია, ნას­ვა­მი ხარ, უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე და­წე­ქი, სა­ნამ ქა­ლაქ­ში ჩა­ვალთ, ცოტა გა­მო­ფხიზ­ლდე­ბიო. და­ვუ­ჯე­რე, მაგ­რამ სულ ტყუ­ი­ლად - თვი­თო­ნაც გვერ­დით მო­მიჯ­და. შე­მე­შინ­და, რად­გან მა­მუ­კას გაც­ნო­ბის შემ­დეგ ისე­დაც ძა­ლი­ან თა­მა­მად ვიქ­ცე­ო­დი, შუ­ა­ღა­მი­სას ბა­ზა­ლე­თის ტბა­ზე მას­თან ერ­თად გან­მარ­ტო­ე­ბა უკვე მე­ტის­მე­ტი იყო. არ ვი­ცო­დი, რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და მთვრა­ლი მა­მა­კა­ცი, ძალა რომ ეხ­მა­რა, ვინ მო­მეშ­ვე­ლე­ბო­და?

- სა­ბო­ლო­ოდ "უკა­ნა სა­ვარ­ძლის ეპი­ზო­დი" რო­გორ დამ­თავ­რდა?

- მო­მე­ფე­რა, მკოც­ნი­და, მაგ­რამ როცა მიხ­ვდა, რომ ქა­ლიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი, შე­ვე­ცო­დე და შე­მეშ­ვა... თბი­ლის­ში რომ დავ­ბრუნ­დით, ბო­დი­შიც მო­მი­ხა­და, კონ­ტრო­ლი დავ­კარ­გე და პი­რო­ბას გაძ­ლევ, ასე აღა­რა­სო­დეს მო­ვიქ­ცე­ვიო. მეც და­ვუ­ჯე­რე. ჩვე­ნი შეხ­ვედ­რე­ბი ისევ ძველ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბო­და. ერთ დღე­საც მა­მუ­კას ვთხო­ვე, მე­გო­ბარ­თან უნდა წა­ვი­დე, თუ გინ­და შენც გა­მომ­ყე­ვი-მეთ­ქი. უყოყ­მა­ნოდ დამ­თან­ხმდა. ჩემი და­ქა­ლი ლა­მა­ზი გოგო იყო. ის სახ­ლში სტუმ­რებს არ ელო­და და შორ­ტებ­სა და გუ­ლა­მო­ღე­ბულ მა­ი­სურ­ში დაგ­ვხვდა. მა­მუ­კას მა­შინ­ვე შე­ვამ­ჩნიე, რომ თვა­ლე­ბი გა­უბრწყინ­და. მას­პინ­ძელ­მა სა­დი­ლი მოგ­ვიმ­ზა­და, სას­მე­ლი გა­მო­ი­ტა­ნა და მა­მუ­კას მეტი არ უნ­დო­და. ჩემს და­ქალს შე­უჩ­ნდა, ყვე­ლა­ნი სა­სე­ირ­ნოდ უნდა წა­ვი­დეთ, თო­რემ დი­ლამ­დე აქე­დან ფეხს არ მო­ვიც­ვლიო. ჯერ ვი­ეჭ­ვი­ა­ნე და გული მეტ­კი­ნა, მაგ­რამ მა­მუ­კას ისე­თი სახე ჰქონ­და, მის ღა­ლატ­ზე ფიქ­რი ნამ­დვი­ლად უად­გი­ლო იყო. რო­გორ­მე და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუ­მა­რი და­ქა­ლის სახ­ლი­დან უნდა გა­მეყ­ვა­ნა. მა­მუ­კა კი უარ­ზე იყო. როცა თხოვ­ნამ არ გაჭ­რა და ყვი­რილ­ზე გა­და­ვე­დი, მა­მუ­კამ ხელი ჩამ­ჭი­და და მერე ოთახ­ში გა­მიყ­ვა­ნა: - იმ ღა­მეს ბა­ზა­ლე­თის ტბა­ზე რომ ვი­ყა­ვით, რაც ჩვენ შო­რის მოხ­და, მან­ქა­ნის სარ­კე­ში ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ვი­დე­ო­თია გა­და­ღე­ბუ­ლი. თუ ახლა შენს და­ქალს სახ­ლი­დან არ გა­მო­იყ­ვან, იმ კა­სე­ტას მა­მა­შენს გა­ვუგ­ზავ­ნი, გა­სა­გე­ბია? თვა­ლე­ბი და­მიბ­რი­ა­ლა "შეყ­ვა­რე­ბულ­მა". თავ­ზა­რი და­მე­ცა.

- მისი სი­ტყვე­ბიც და­ი­ჯე­რე?

წა­ი­კი­თხეთ მეტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"ფარული ჩანაწერის გამო, მგონი მარადიულ ქალიშვილად დავრჩები"

"ფარული ჩანაწერის გამო, მგონი მარადიულ ქალიშვილად დავრჩები"

ფარული ჩანაწერები არა მარტო პოლიტიკოსებს, რიგით ადამიანებსაც კი თავზარს სცემს, მით უმეტეს მაშინ, თუ შანტაჟის ობიექტს პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები აქვს დასამალი. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ქ.კ, როგორც თავად ამბობს, თავქარიანობის გამო დაისაჯა, თუმც მას მაინც გაუმართლა, რადგან შეიძლებოდა შედეგი უფრო მძიმე ყოფილიყო.

- ორი წლის წინ ახალგაზრდა ბიჭი გავიცანი. მამუკა ერთი შეხედვით სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა, დაბალი და შავგვრემანი იყო, მაგრამ კარგი მანქანა ჰყავდა და დღეში იმდენ ფულს ხარჯავდა, ზოგიერთი ოჯახის თვიურ შემოსავალს რომ აღემატება. დაქალები მეუბნებოდნენ, ნუ ენდობი, სანამ კარგად არ გაიცნობო, მაგრამ არავის ვუსმენდი, ვფიქრობდი, რომ ჩემი ბედნიერების შურდათ. ერთთვიანი ურთიერთობის შემდეგ ქალაქგარეთ წავედით სასეირნოდ. მამუკამ სასმელი წამოიღო და კარგად შევზარხოშდით. საათს რომ დავხედე, უკვე პირველი სრულდებოდა. ავფორიაქდი, მამუკას ვთხოვე, სახლში წავეყვანე. მირჩია, ნასვამი ხარ, უკანა სავარძელზე დაწექი, სანამ ქალაქში ჩავალთ, ცოტა გამოფხიზლდებიო. დავუჯერე, მაგრამ სულ ტყუილად - თვითონაც გვერდით მომიჯდა. შემეშინდა, რადგან მამუკას გაცნობის შემდეგ ისედაც ძალიან თამამად ვიქცეოდი, შუაღამისას ბაზალეთის ტბაზე მასთან ერთად განმარტოება უკვე მეტისმეტი იყო. არ ვიცოდი, როგორ მოიქცეოდა მთვრალი მამაკაცი, ძალა რომ ეხმარა, ვინ მომეშველებოდა?

- საბოლოოდ "უკანა სავარძლის ეპიზოდი" როგორ დამთავრდა?

- მომეფერა, მკოცნიდა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ქალიშვილი ვიყავი, შევეცოდე და შემეშვა... თბილისში რომ დავბრუნდით, ბოდიშიც მომიხადა, კონტროლი დავკარგე და პირობას გაძლევ, ასე აღარასოდეს მოვიქცევიო. მეც დავუჯერე. ჩვენი შეხვედრები ისევ ძველ რეჟიმში გრძელდებოდა. ერთ დღესაც მამუკას ვთხოვე, მეგობართან უნდა წავიდე, თუ გინდა შენც გამომყევი-მეთქი. უყოყმანოდ დამთანხმდა. ჩემი დაქალი ლამაზი გოგო იყო. ის სახლში სტუმრებს არ ელოდა და შორტებსა და გულამოღებულ მაისურში დაგვხვდა. მამუკას მაშინვე შევამჩნიე, რომ თვალები გაუბრწყინდა. მასპინძელმა სადილი მოგვიმზადა, სასმელი გამოიტანა და მამუკას მეტი არ უნდოდა. ჩემს დაქალს შეუჩნდა, ყველანი სასეირნოდ უნდა წავიდეთ, თორემ დილამდე აქედან ფეხს არ მოვიცვლიო. ჯერ ვიეჭვიანე და გული მეტკინა, მაგრამ მამუკას ისეთი სახე ჰქონდა, მის ღალატზე ფიქრი ნამდვილად უადგილო იყო. როგორმე დაუპატიჟებელი სტუმარი დაქალის სახლიდან უნდა გამეყვანა. მამუკა კი უარზე იყო. როცა თხოვნამ არ გაჭრა და ყვირილზე გადავედი, მამუკამ ხელი ჩამჭიდა და მერე ოთახში გამიყვანა: - იმ ღამეს ბაზალეთის ტბაზე რომ ვიყავით, რაც ჩვენ შორის მოხდა, მანქანის სარკეში ჩამონტაჟებული ვიდეოთია გადაღებული. თუ ახლა შენს დაქალს სახლიდან არ გამოიყვან, იმ კასეტას მამაშენს გავუგზავნი, გასაგებია? თვალები დამიბრიალა "შეყვარებულმა". თავზარი დამეცა.

- მისი სიტყვებიც დაიჯერე?

წაიკითხეთ მეტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია