ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი და გადაცემა "ვის უნდა 20 000?"-ის ყოფილი წამყვანი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიას გუშინდელ "რეაქციას" ეხმაურება.
"ახლა ვუყურებ გუშინდელ "რეაქციას". ჩვენი საბრალო ერის ყველა პრობლემამ ერთად მოიყარა აქ თავი. უკეთეს შემთხვევაში ძალიან ზერელე ან ცალმხრივი განათლება, წვრილმანი მომხვეჭელობა, ძლიერის მაამებლობა, ფარისევლობა, საკუთარი ინტერესების სხვისაზე და უპირველესად სახელმწიფო ინტერესებზე წინ დაყენება, ანალიტიკური აზროვნების სიმწირე ან არქონა, მდაბიო ინსტინქტებით ხელმძღვანელობა და ვინ იცის კიდევ რამდენი სხვა. ყველაფერი ეს შეიძლება ერთ ეპითეტში გააერთიანო, ღრმა და უკიდეგანო პროვინციალიზმი.
აღარ ვიცი რისი იმედი მქონდეს, როცა ფართო თვალსაწიერის მქონე ადამიანები დიდ უმცირესობაში არიან. ერთი რამ მამშვიდებს, რომ შექსპირის 66-ე სონეტი ჯერ კიდევ 400 წლის უკან დაიწერა...", - წერს გამყრელიძე.
იხილეთ ასევე: "ხშირად მოუწევთ ამ ქვეყანაში იმის მოსმენა, რომ მძ***რი მაწონია და დიდი კოვზით უნდა ჭამონ"