მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე ბაჩო ახალაია გამართლდა
ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე ბაჩო ახალაია გამართლდა

ე.წ. 7 სპეც­რაზ­მე­ლის საქ­მე­ზე უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ჩი­ვა­რი და­უშ­ვებ­ლად სცნო. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ამ საქ­მე­ზე გა­მარ­თლე­ბუ­ლი ბაჩო ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კატ­მა, მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლა­ში რჩე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ახა­ლა­ი­ას­თან ერ­თად, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, იაღ­ლუ­ჯის საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე 7 სპეც­რაზ­მე­ლის წა­მე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი იყ­ვნენ თავ­დაც­ვი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ა­მარ­თლა. გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი უც­ვლე­ლი და­ტო­ვა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­მაც. ამის შემ­დეგ კი, სა­ჩი­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რამ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში და­წე­რა.

ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთხთვი­ა­ნი გან­ხილ­ვის შემ­დეგ, პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ჩი­ვა­რი და­უშ­ვებ­ლად სცნო უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლო­მაც. ამის შემ­დეგ კი, რო­გორც ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში უნდა მის­ცენ საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი.

"ამ სპეც­რაზ­მე­ლებ­მა ცრუ ჩვე­ნე­ბა მის­ცეს ახა­ლა­ი­ას და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. სამი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გა­ა­მარ­თლა და ახლა წე­სით, უნდა და­ი­წყოს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლე­ბის და­კა­ვე­ბა, ცრუ ჩვე­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე", - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე ბაჩო ახალაია გამართლდა

ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე ბაჩო ახალაია გამართლდა

ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დაუშვებლად სცნო. როგორც "ინტერპრესნიუსს" ამ საქმეზე გამართლებული ბაჩო ახალაიას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, შესაბამისად, ძალაში რჩება სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება.

ახალაიასთან ერთად, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, იაღლუჯის საწვრთნელ ბაზაზე 7 სპეცრაზმელის წამებაში ბრალდებული იყვნენ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც საქალაქო სასამართლომ სრულად გაამართლა. გამამართლებელი განაჩენი უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. ამის შემდეგ კი, საჩივარი პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში დაწერა.

ველიჯანაშვილის ინფორმაციით, ოთხთვიანი განხილვის შემდეგ, პროკურატურის საჩივარი დაუშვებლად სცნო უზენაესმა სასამართლომაც. ამის შემდეგ კი, როგორც ადვოკატი ამბობს, პასუხისგებაში უნდა მისცენ საქმეში დაზარალებულად ცნობილი სპეცრაზმელები.

"ამ სპეცრაზმელებმა ცრუ ჩვენება მისცეს ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ. სამი ინსტანციის სასამართლომ ბრალდებულები გაამართლა და ახლა წესით, უნდა დაიწყოს დაზარალებულად ცნობილების დაკავება, ცრუ ჩვენებების საფუძველზე", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ