სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი ხოშტარია - მხატვრობაზე მანანა ბერიკაშვილს რა უნდა ველაპარაკო
გოგი ხოშტარია - მხატვრობაზე მანანა ბერიკაშვილს რა უნდა ველაპარაკო

ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე გოგი ხოშ­ტა­რია სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც გოგი ხოშ­ტა­რი­ამ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, აკა­დე­მი­ა­ში პროგ­რა­მუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია. მი­სი­ვე თქმით, სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გია საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­საა, და­სავ­ლე­თის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბა და პროგ­რა­მას მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვან აკა­დე­მი­ებ­თან არა­ფე­რი სა­ერ­თო არ აქვს.

ხოშ­ტა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ერთ-ერთი კერა უნდა იყოს. ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნის შე­ფა­სე­ბით, აკა­დე­მი­ას კარ­გა ხა­ნია სტაგ­ნა­ცი­ის ნიშ­ნე­ბი და­ე­ტყო. გოგი ხოშ­ტა­რია 14 ოქ­ტომ­ბერს და­გეგ­მილ რექ­ტო­რის არ­ჩევ­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც ორი კან­დი­და­ტი - გია გუ­გუშ­ვი­ლი და ნანა იაშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს.

"არ ვი­ღებ­დი ხმას, მაგ­რამ ჩემი მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა აივ­სო, როცა გა­ვი­გე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც წინ უს­წრებ­და რექ­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვის სა­კითხს. და­ი­წუ­ნეს თუკი ვინ­მე ოდ­ნავ მო­წი­ნა­ვედ მო­აზ­როვ­ნე არის მხატ­ვრო­ბა­ში. იქ­ნე­ბა ეს ქალ­ბა­ტო­ნი პო­პი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რექ­ტო­რი იყო და სას­წრა­ფოდ მო­აძ­რეს, რა­ღაც ფორ­მა­ლუ­რად მო­უ­ნა­ხეს, სწო­რედ არ არის და­ნიშ­ნუ­ლიო, იქ­ნე­ბა ეს ვატო წე­რე­თე­ლი. შიშ­ველ ნა­ტუ­რას რომ არ და­უშ­ვებ? ქალ­ბა­ტო­ნი ლუ­ი­ზა ლა­ფე­რა­ძე გა­აგ­დეს და უთხრეს შიშ­ველ ფი­გუ­რას რა­ტომ აყე­ნე­ბო? აღ­მაშ­ფო­თა გია ეძგვე­რა­ძის ამ­ბავ­მა. პი­როვ­ნუ­ლად კან­დი­და­ტე­ბის მი­მართ არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ მაქვს, თუმ­ცა მათ გია ეძგვე­რა­ძის გვერ­დით ვერ და­ვა­ყე­ნებ. თუ მათ ნო­ვა­ცია და სი­ახ­ლე უნ­დათ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ გინ­დო­დეს გია ეძგვე­რა­ძე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ გინ­დო­დეს ვატო წე­რე­თე­ლი, ლუ­ი­ზა ლა­ფე­რა­ძე", - აღ­ნიშ­ნა გოგი ხოშ­ტა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი არ არის და ვერ იტყვის ვინ დგას პრო­ცე­სე­ბის უკან, თუმ­ცა ხოშ­ტა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, შექ­მნი­ლია სწავ­ლე­ბის რეტ­როგ­რა­დუ­ლი სის­ტე­მა, რო­მელ­შიც ისი­ნი თავს კარ­გად გრძნო­ბენ. ამას­თან, გოგი ხოშ­ტა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, მას აკა­დე­მი­ას­თან და მხატ­ვრო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა სურ­და, თუმ­ცა ერთი კვი­რის შემ­დეგ სა­მი­ნის­ტრო­დან ამ­ცნეს, რომ არა მი­ნისტრს, არა­მედ მის მო­ად­გი­ლეს მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილს შეხ­ვდე­ბო­და.

"რა უნდა ვე­ლა­პა­რა­კო ბე­რი­კაშ­ვილს? რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, ის თე­ა­ტა­ლურ­ში ას­წავ­ლის ლა­პა­რაკს, თუ დიქ­ცი­ას, თუ მე­ტყვე­ლე­ბას. მხატ­ვრო­ბა­ზე ბე­რი­კაშ­ვილს რა უნდა ვე­ლა­პა­რა­კო?", - აღ­ნიშ­ნა გოგი ხოშ­ტა­რი­ამ.

ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე რექ­ტო­რის არ­ჩევ­ნე­ბით ცვლი­ლე­ბას არ ელო­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ცვლი­ლე­ბა შე­საძ­ლოა იყოს კოს­მე­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თის და იქ­ნე­ბა ან­გა­რიშწო­რე­ბე­ბი. სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა აკა­დე­მი­ის კურსდამ­თავ­რე­ბულ­მა ნატა ნე­ბი­ე­რი­ძემ. მისი თქმით, სის­ტე­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მორ­გე­ბუ­ლია პირ­ველ რიგ­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და რე­ქო­რა­ტის ინ­ტე­რე­სებ­ზე, შემ­დეგ პრო­ფე­სო­რებ­ზე და შემ­დეგ სტუ­დენტზე. ნე­ბი­ე­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში არ არ­სე­ბობს ბუ­ფე­ტი, სუფ­თა ტუ­ა­ლე­ტე­ბი, სა­პო­ნი და ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დი. აკა­დე­მი­ა­ში ხე­ლოვ­ნე­ბის სწავ­ლე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა არ ხდე­ბა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფუნ­და­მენ­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ტა­ნა მხატ­ვარ გია ეძგვე­რა­ძეს შე­უძ­ლია, რომ­ლის კან­დი­და­ტუ­რაც გა­ზა­ფხულ­ზე 433-მა სტუ­დენ­ტმა რექ­ტო­რის პოსტზე და­ა­სა­ხე­ლა, თუმ­ცა ნე­ბი­ე­რი­ძის თქმით, აკა­დე­მი­ამ მა­ის­ში დე­ბუ­ლე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შეც­ვა­ლა და მე-9 მუხ­ლის მე­ო­თხე პუნ­ქტში ჩა­ი­წე­რა, რომ რექ­ტო­რი აკ­რე­დი­ტე­ბულ სას­წავ­ლე­ბელ­ში აქ­ტი­უ­რი პრო­ფე­სო­რი უნდა იყოს.

"ამის გამო, ეძგვე­რა­ძეს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა არ შე­ეძ­ლო. არც ერთი სხვა ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­ბუ­ლე­ბა­ში მსგავ­სი დე­ბუ­ლე­ბა არ არის. ეს მუხ­ლი შე­მუ­შავ­და სწო­რედ იმი­ტომ, რომ გია ეძგვე­რა­ძეს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქო­ნო­და", - აღ­ნიშ­ნა ნატა ნე­ბი­ე­რი­ძემ. მი­სი­ვე თქმით, ად­მი­ნის­ტრა­ცია რექ­ტო­რო­ბის ორი­ვე კან­დი­დატს, მით უფრო გია გუ­გუშ­ვილს მხარს უჭერს. აკა­დე­მი­ის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლის ცნო­ბით, სტუ­დენ­ტე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად სის­ტე­მურ ცვლი­ლე­ბებს არ ელო­დე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

გოგი ხოშტარია - მხატვრობაზე მანანა ბერიკაშვილს რა უნდა ველაპარაკო

გოგი ხოშტარია - მხატვრობაზე მანანა ბერიკაშვილს რა უნდა ველაპარაკო

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია სამხატვრო აკადემიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. როგორც გოგი ხოშტარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აკადემიაში პროგრამული პრობლემებია. მისივე თქმით, სწავლების მეთოდოლოგია საბჭოთა პერიოდისაა, დასავლეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება და პროგრამას მსოფლიოში წამყვან აკადემიებთან არაფერი საერთო არ აქვს.

ხოშტარიას განცხადებით, სამხატვრო აკადემია ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა უნდა იყოს. ხელოვნებათმცოდნის შეფასებით, აკადემიას კარგა ხანია სტაგნაციის ნიშნები დაეტყო. გოგი ხოშტარია 14 ოქტომბერს დაგეგმილ რექტორის არჩევნებს ეხმაურება, სადაც ორი კანდიდატი - გია გუგუშვილი და ნანა იაშვილი მონაწილეობს.

"არ ვიღებდი ხმას, მაგრამ ჩემი მოთმინების ფიალა აივსო, როცა გავიგე ჩატარებული კონკურსის შესახებ, რომელიც წინ უსწრებდა რექტორების შერჩევის საკითხს. დაიწუნეს თუკი ვინმე ოდნავ მოწინავედ მოაზროვნე არის მხატვრობაში. იქნება ეს ქალბატონი პოპიაშვილი, რომელიც რექტორი იყო და სასწრაფოდ მოაძრეს, რაღაც ფორმალურად მოუნახეს, სწორედ არ არის დანიშნულიო, იქნება ეს ვატო წერეთელი. შიშველ ნატურას რომ არ დაუშვებ? ქალბატონი ლუიზა ლაფერაძე გააგდეს და უთხრეს შიშველ ფიგურას რატომ აყენებო? აღმაშფოთა გია ეძგვერაძის ამბავმა. პიროვნულად კანდიდატების მიმართ არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს, თუმცა მათ გია ეძგვერაძის გვერდით ვერ დავაყენებ. თუ მათ ნოვაცია და სიახლე უნდათ, როგორ შეიძლება არ გინდოდეს გია ეძგვერაძე, როგორ შეიძლება არ გინდოდეს ვატო წერეთელი, ლუიზა ლაფერაძე", - აღნიშნა გოგი ხოშტარიამ.

მისივე თქმით, გამომძიებელი არ არის და ვერ იტყვის ვინ დგას პროცესების უკან, თუმცა ხოშტარიას განცხადებით, შექმნილია სწავლების რეტროგრადული სისტემა, რომელშიც ისინი თავს კარგად გრძნობენ. ამასთან, გოგი ხოშტარიას განცხადებით, მას აკადემიასთან და მხატვრობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან შეხვედრა სურდა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ სამინისტროდან ამცნეს, რომ არა მინისტრს, არამედ მის მოადგილეს მანანა ბერიკაშვილს შეხვდებოდა.

"რა უნდა ველაპარაკო ბერიკაშვილს? რამდენადაც მე ვიცი, ის თეატალურში ასწავლის ლაპარაკს, თუ დიქციას, თუ მეტყველებას. მხატვრობაზე ბერიკაშვილს რა უნდა ველაპარაკო?", - აღნიშნა გოგი ხოშტარიამ.

ხელოვნებათმცოდნე რექტორის არჩევნებით ცვლილებას არ ელოდება. მისივე თქმით, ცვლილება შესაძლოა იყოს კოსმეტიკური ხასიათის და იქნება ანგარიშწორებები. სამხატვრო აკადემიაში არსებულ პრობლემებზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა აკადემიის კურსდამთავრებულმა ნატა ნებიერიძემ. მისი თქმით, სისტემა აბსოლუტურად მორგებულია პირველ რიგში ადმინისტრაციისა და რექორატის ინტერესებზე, შემდეგ პროფესორებზე და შემდეგ სტუდენტზე. ნებიერიძის ინფორმაციით, სამხატვრო აკადემიაში არ არსებობს ბუფეტი, სუფთა ტუალეტები, საპონი და ტუალეტის ქაღალდი. აკადემიაში ხელოვნების სწავლება, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება არ ხდება.

მისივე ინფორმაციით, ფუნდამენტური ცვლილებების მოტანა მხატვარ გია ეძგვერაძეს შეუძლია, რომლის კანდიდატურაც გაზაფხულზე 433-მა სტუდენტმა რექტორის პოსტზე დაასახელა, თუმცა ნებიერიძის თქმით, აკადემიამ მაისში დებულება მიზანმიმართულად შეცვალა და მე-9 მუხლის მეოთხე პუნქტში ჩაიწერა, რომ რექტორი აკრედიტებულ სასწავლებელში აქტიური პროფესორი უნდა იყოს.

"ამის გამო, ეძგვერაძეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო. არც ერთი სხვა ქართულ უნივერსიტეტის დებულებაში მსგავსი დებულება არ არის. ეს მუხლი შემუშავდა სწორედ იმიტომ, რომ გია ეძგვერაძეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონოდა", - აღნიშნა ნატა ნებიერიძემ. მისივე თქმით, ადმინისტრაცია რექტორობის ორივე კანდიდატს, მით უფრო გია გუგუშვილს მხარს უჭერს. აკადემიის კურსდამთავრებულის ცნობით, სტუდენტები არჩევნების შედეგად სისტემურ ცვლილებებს არ ელოდებიან.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება