პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სისხლის აღების საფრთხე კაზლარში 21 წლის ბიჭის წამებით მოკვლისათვის
სისხლის აღების საფრთხე კაზლარში 21 წლის ბიჭის წამებით მოკვლისათვის

სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ კაზ­ლარ­ში მოკ­ლუ­ლი 21 წლის ულ­ფუ­კარ გუ­ლი­ე­ვის ახ­ლობ­ლე­ბი ითხო­ვენ, პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვოს იმ გო­გო­ნას დე­დაც და ძმე­ბიც, რომ­ლის მო­ტა­ცე­ბი­სას ახალ­გაზ­რდა წა­მე­ბით მოკ­ლეს. გო­გო­ნას მამა უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია, ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი გაქ­ცე­უ­ლე­ბი. სახ­ლს პო­ლი­ცია იცავს.

"ახლა მათ სახ­ლს პო­ლი­ცია ყა­რა­უ­ლობს, რომ ვი­თომ ჩვენ არ დავ­წვათ. ისი­ნი გაქ­ცე­უ­ლე­ბი არი­ან. სახ­ლი რაში გვა­ინ­ტე­რე­სებს, და­ი­ჭი­როს მთავ­რო­ბამ სა­ნამ დროა, თო­რემ ჩვენ მივ­ხე­დავთ. თუ დედა და ძმე­ბიც არ და­ა­კა­ვეს და დაბ­რუნ­დნენ, ჩვენ დავ­ხო­ცავთ", - აღ­ნიშ­ნავს მოკ­ლუ­ლის ბიძა ალია გუ­ლი­ე­ვი.

მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მკვლე­ლო­ბა­ში გო­გო­ნას დედა და ძმე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

"გო­გოს და­უ­რე­კავს ბი­ჭის­თვის, მოდი, წა­მიყ­ვა­ნეო. ისიც მი­სუ­ლა. გოგო დამ­ჯდა­რა მან­ქა­ნა­ში და იმ დროს მა­მას და ძმებს გა­უ­გი­ათ. ვე­ღარ გაქ­ცე­უ­ლან. ჩვე­ნი ბავ­შვი რომ ჩა­მო­ვი­და მან­ქა­ნი­დან, გო­გო­ნას მა­მას ცუ­ლის ტარი თავ­ში და­ურ­ტყამს. ბავ­შვმა გო­ნე­ბა და­კარ­გა, რის შემ­დე­გაც შიგ­ნით, ეზო­ში შე­უთ­რე­ვი­ათ. ხელ­ფე­ხი შე­უკ­რავთ და მერე ჯო­ხით, რკი­ნით, ცე­მით და წა­მე­ბით მოკ­ლეს. სი­გა­რე­ტი სა­ხე­ზე მი­აწ­ვეს ბავ­შვს. ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თი­დან დი­ლის ხუ­თის ნა­ხევ­რამ­დე აწა­მებ­დნენ.

მო­ტა­ცე­ბა ამ სო­ფელ­ში მუდ­მი­ვად იყო და კი­დე­ვაც არის. ისეც ყო­ფი­ლა, რომ გო­გოს მამა და­უ­ბამთ და გოგო ისე წა­უყ­ვა­ნი­ათ, მაგ­რამ ასე­თი რამ არ მომ­ხდა­რა არას­დროს. ეს ბავ­შვი წა­ვი­და, და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, მა­გათ კი­დევ წა­მე­ბით მოკ­ლეს", - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის ბიძა ას­ლან გუ­ლი­ე­ვი.

გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდის ოჯა­ხის წევ­რე­ბი სის­ხლის აღე­ბით იმუქ­რე­ბი­ან.

"თვი­თონ და­უ­ძა­ხა გო­გომ. აბა რო­მე­ლი შუ­შაა გა­ტე­ხი­ლი ან კა­რე­ბი, რომ ამ­ბო­ბენ შე­მო­იჭ­რაო? თვი­თონ გა­მო­ვი­და და მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და. ან ოთხი­ვე და­ი­ჭი­როს მთავ­რო­ბამ, ან კი­დევ მა­მაც გა­მო­უშ­ვან და ჩვენ ვი­ცით რა­საც გა­ვა­კე­თებთ. სის­ხლი გვინ­და, ბავ­შვის სის­ხლის წილ", - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის ბე­ბია ავა მა­მე­დო­ვა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სისხლის აღების საფრთხე კაზლარში 21 წლის ბიჭის წამებით მოკვლისათვის

სისხლის აღების საფრთხე კაზლარში 21 წლის ბიჭის წამებით მოკვლისათვის

საგარეჯოს რაიონის სოფელ კაზლარში მოკლული 21 წლის ულფუკარ გულიევის ახლობლები ითხოვენ, პოლიციამ დააკავოს იმ გოგონას დედაც და ძმებიც, რომლის მოტაცებისას ახალგაზრდა წამებით მოკლეს. გოგონას მამა უკვე დაკავებულია, ოჯახის წევრები კი გაქცეულები. სახლს პოლიცია იცავს.

"ახლა მათ სახლს პოლიცია ყარაულობს, რომ ვითომ ჩვენ არ დავწვათ. ისინი გაქცეულები არიან. სახლი რაში გვაინტერესებს, დაიჭიროს მთავრობამ სანამ დროა, თორემ ჩვენ მივხედავთ. თუ დედა და ძმებიც არ დააკავეს და დაბრუნდნენ, ჩვენ დავხოცავთ", - აღნიშნავს მოკლულის ბიძა ალია გულიევი.

მოკლულის ახლობლების თქმით, მკვლელობაში გოგონას დედა და ძმებიც მონაწილეობდნენ.

"გოგოს დაურეკავს ბიჭისთვის, მოდი, წამიყვანეო. ისიც მისულა. გოგო დამჯდარა მანქანაში და იმ დროს მამას და ძმებს გაუგიათ. ვეღარ გაქცეულან. ჩვენი ბავშვი რომ ჩამოვიდა მანქანიდან, გოგონას მამას ცულის ტარი თავში დაურტყამს. ბავშვმა გონება დაკარგა, რის შემდეგაც შიგნით, ეზოში შეუთრევიათ. ხელფეხი შეუკრავთ და მერე ჯოხით, რკინით, ცემით და წამებით მოკლეს. სიგარეტი სახეზე მიაწვეს ბავშვს. ღამის პირველი საათიდან დილის ხუთის ნახევრამდე აწამებდნენ.

მოტაცება ამ სოფელში მუდმივად იყო და კიდევაც არის. ისეც ყოფილა, რომ გოგოს მამა დაუბამთ და გოგო ისე წაუყვანიათ, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა არასდროს. ეს ბავშვი წავიდა, დანაშაული ჩაიდინა, მაგათ კიდევ წამებით მოკლეს", - ამბობს მოკლული ბიჭის ბიძა ასლან გულიევი.

გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრები სისხლის აღებით იმუქრებიან.

"თვითონ დაუძახა გოგომ. აბა რომელი შუშაა გატეხილი ან კარები, რომ ამბობენ შემოიჭრაო? თვითონ გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა. ან ოთხივე დაიჭიროს მთავრობამ, ან კიდევ მამაც გამოუშვან და ჩვენ ვიცით რასაც გავაკეთებთ. სისხლი გვინდა, ბავშვის სისხლის წილ", - ამბობს მოკლულის ბებია ავა მამედოვა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა