პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნამუსის ფასი - იორმუღანლოში ქალებს სიკვდილით სჯიან
ნამუსის ფასი - იორმუღანლოში ქალებს სიკვდილით სჯიან

სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში 30 წლის ხა­ნუმ ჯე­ი­რა­ნო­ვამ თავი 17 სექ­ტემ­ბერს მო­იკ­ლა. თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე 2 დღით ადრე ორი შვი­ლის დედა მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვებ­მა ქუ­ჩა­ში და­ი­ჭი­რეს, ქმრის ღა­ლა­ტი და­აბ­რა­ლეს, ფეხ­საც­მე­ლი, წინ­დე­ბი გა­ხა­დეს და სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში ჩა­მო­ა­ტა­რეს, "უნა­მუ­სო­აო".

"ბა­დი­ა­უ­რი­დან გზა რომ მო­დის იორ­მუ­ღან­ლო­ში, ქმრის ნა­თე­სა­ვე­ბი მან­ქა­ნით იქ დახ­ვდნენ. ის ბიჭი, ვის მან­ქა­ნა­შიც ჩემი შვი­ლი იჯდა, გა­იქ­ცა. ჩემი გოგო და­ი­ჭი­რეს და ლამ­ბა­ლო­ში წა­მო­იყ­ვა­ნეს. ფეხ­საც­მე­ლი გა­ხა­დეს, წინ­დე­ბიც, ქუ­ჩა­ში დაჰ­ყავ­დათ და ცემ­დნენ. თურ­მე ყვე­ლას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, მო­დით, გა­ი­გეთ, ამ გო­გომ ეგრე გა­ა­კე­თაო.

...სა­ნამ თავს მო­იკ­ლავ­და, მი­თხრა, ჩემი ბავ­შვე­ბის ნახ­ვა მინ­დაო. 2 შვი­ლი ჰყავს. ბიჭი 9 წლის არის, გოგო 12 წლის. ბავ­შვე­ბი მე­უღ­ლის სახ­ლში იყ­ვნენ. მე ვუ­თხა­რი, იქ ვინ მი­გიშ­ვებს, არ მოგ­კლან მეთ­ქი. თა­ვის მე­უღ­ლეს და­უ­რე­კა ტე­ლე­ფო­ნით. ჰაჯი, ჩემი საქ­მე ასე მოხ­და და შენი ნა­თე­სა­ვე­ბი ასე მო­მექ­ცნე­ნო. მე შენ­თან ვე­ღარ ვი­ცხოვ­რე­ბო. სა­ღა­მოს ჩაი და­ლია. გა­რეთ რომ გა­ვი­და და შე­მოს­ვლა და­აგ­ვი­ა­ნა, მო­ვი­კი­თხე და ჩა­მომ­ხრჩვა­ლი ვნა­ხე. სა­ნამ ქმა­რი ჩა­მო­ვი­და, ნი­ნოწ­მინ­დის რა­ი­ონ­ში იყო, სა­ქო­ნე­ლი ჰყავს იქ, თავი მა­ნამ­დე მო­იკ­ლა. იმ ბი­ჭებს ასე რომ არ ეტა­რე­ბი­ნათ ქუ­ჩა­ში, რომ ვი­თომ ქმარს უღა­ლა­ტა, თავს არ მო­იკ­ლავ­და", - უთხრა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს გარ­დაც­ვლი­ლის დე­დამ ეთერ ჯე­ი­რა­ნო­ვამ.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბი ქალს აგი­ნებ­დნენ და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფა­საც აყე­ნებ­დნენ. "ქალი ყვი­რო­და, მიშ­ვე­ლე­თო, მაგ­რამ არა­ვინ უშ­ვე­ლა", - ამ­ბობს მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ფაქტს პი­რა­დად შე­ეს­წრო.

- რა­ტომ არ და­ეხ­მა­რეთ, პო­ლი­ცი­ა­ში რა­ტომ არ და­რე­კეთ?

- "რა ჩემი საქ­მეა. ცუდ გზას რა­ტომ და­ად­გა? შა­რის თავი არ მაქვს. მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით", - ამ­ბობს მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ვე­ლი.

"ყვი­რო­და, მიშ­ვე­ლე­თო, მაგ­რამ არა­ვინ და­ეხ­მა­რა. ქმარს არ უნდა უღა­ლა­ტოს. ასე ხდე­ბა ხოლ­მე, როცა ამ წე­სებს არ­ღვე­ვენ. მერე გა­ვი­გეთ, რომ თავი მო­იკ­ლა", - ამ­ბობს მე­ო­რე თვითმხილ­ვე­ლი. ვი­ნა­ო­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბას ყვე­ლა ერი­დე­ბა.

გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლის, ჰაჯი კა­სა­ნო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლებ­მაც მისი ცოლი და­ი­ჭი­რეს და ქუ­ჩა­ში სა­ჯა­როდ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, მისი ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან: აი­ვაზ, ნოვ­რუზ, ტელ­მან და აფ­კან კა­სა­ნო­ვე­ბი და ელ­ჩი­ნა ტე­ი­ხა­ნო­ვი.

"გო­გომ და­მი­რე­კა. ჩვენ­მა ნა­თე­სა­ვებ­მა და­მი­ჭი­რეს და შარი მომ­დეს, ქუ­ჩა­ში მა­ტა­რეს და მცე­მე­სო. მე მთა­ში ვი­ყა­ვი. რომ მო­ვე­დი, უკვე მკვდა­რი იყო. ცო­ცხა­ლი არ მი­ნა­ხავს. ტე­ლე­ფონ­ში მი­თხრა, რომ ტყუ­ი­ლად ამ­ბო­ბენ, შარი მო­მი­დე­სო. ჩემს ცოლს მე თვი­თონ მივ­ხე­დავ­დი, მათ ქუჩა-ქუჩა არ უნდა ეტა­რე­ბი­ნათ. ამის გამო მერე თავი მო­იკ­ლა", - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე ჰაჯი კა­სა­ნო­ვი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ნამუსის ფასი - იორმუღანლოში ქალებს სიკვდილით სჯიან

ნამუსის ფასი - იორმუღანლოში ქალებს სიკვდილით სჯიან

საგარეჯოს რაიონში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ თავი 17 სექტემბერს მოიკლა. თვითმკვლელობამდე 2 დღით ადრე ორი შვილის დედა მეუღლის ნათესავებმა ქუჩაში დაიჭირეს, ქმრის ღალატი დააბრალეს, ფეხსაცმელი, წინდები გახადეს და სოფელ ლამბალოში ჩამოატარეს, "უნამუსოაო".

"ბადიაურიდან გზა რომ მოდის იორმუღანლოში, ქმრის ნათესავები მანქანით იქ დახვდნენ. ის ბიჭი, ვის მანქანაშიც ჩემი შვილი იჯდა, გაიქცა. ჩემი გოგო დაიჭირეს და ლამბალოში წამოიყვანეს. ფეხსაცმელი გახადეს, წინდებიც, ქუჩაში დაჰყავდათ და ცემდნენ. თურმე ყველას ეუბნებოდნენ, მოდით, გაიგეთ, ამ გოგომ ეგრე გააკეთაო.

...სანამ თავს მოიკლავდა, მითხრა, ჩემი ბავშვების ნახვა მინდაო. 2 შვილი ჰყავს. ბიჭი 9 წლის არის, გოგო 12 წლის. ბავშვები მეუღლის სახლში იყვნენ. მე ვუთხარი, იქ ვინ მიგიშვებს, არ მოგკლან მეთქი. თავის მეუღლეს დაურეკა ტელეფონით. ჰაჯი, ჩემი საქმე ასე მოხდა და შენი ნათესავები ასე მომექცნენო. მე შენთან ვეღარ ვიცხოვრებო. საღამოს ჩაი დალია. გარეთ რომ გავიდა და შემოსვლა დააგვიანა, მოვიკითხე და ჩამომხრჩვალი ვნახე. სანამ ქმარი ჩამოვიდა, ნინოწმინდის რაიონში იყო, საქონელი ჰყავს იქ, თავი მანამდე მოიკლა. იმ ბიჭებს ასე რომ არ ეტარებინათ ქუჩაში, რომ ვითომ ქმარს უღალატა, თავს არ მოიკლავდა", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის დედამ ეთერ ჯეირანოვამ.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცები ქალს აგინებდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ. "ქალი ყვიროდა, მიშველეთო, მაგრამ არავინ უშველა", - ამბობს მაღაზიის გამყიდველი, რომელიც ფაქტს პირადად შეესწრო.

- რატომ არ დაეხმარეთ, პოლიციაში რატომ არ დარეკეთ?

- ”რა ჩემი საქმეა. ცუდ გზას რატომ დაადგა? შარის თავი არ მაქვს. მეტს ვერაფერს გეტყვით", - ამბობს მაღაზიის გამყიდველი.

"ყვიროდა, მიშველეთო, მაგრამ არავინ დაეხმარა. ქმარს არ უნდა უღალატოს. ასე ხდება ხოლმე, როცა ამ წესებს არღვევენ. მერე გავიგეთ, რომ თავი მოიკლა", - ამბობს მეორე თვითმხილველი. ვინაობის გამჟღავნებას ყველა ერიდება.

გარდაცვლილის მეუღლის, ჰაჯი კასანოვის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებმაც მისი ცოლი დაიჭირეს და ქუჩაში საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენეს, მისი ნათესავები არიან: აივაზ, ნოვრუზ, ტელმან და აფკან კასანოვები და ელჩინა ტეიხანოვი.

"გოგომ დამირეკა. ჩვენმა ნათესავებმა დამიჭირეს და შარი მომდეს, ქუჩაში მატარეს და მცემესო. მე მთაში ვიყავი. რომ მოვედი, უკვე მკვდარი იყო. ცოცხალი არ მინახავს. ტელეფონში მითხრა, რომ ტყუილად ამბობენ, შარი მომიდესო. ჩემს ცოლს მე თვითონ მივხედავდი, მათ ქუჩა-ქუჩა არ უნდა ეტარებინათ. ამის გამო მერე თავი მოიკლა", - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე ჰაჯი კასანოვი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა