სუპერმოდელი მირანდა კერი უკვე წელიწადზე მეტია, რაც ქმარს გაშორებული ქალის სტატუსით სარგებლობს. დადის ხმები, რომ მირანდა ავსტრალიელ მილიარდერს, ჯეიმს პეკერს ხვდება, თუმცა, როგორც თვითონ მოდელი აღნიშნავს, ისინი მხოლოდ მეგობრები არიან.
ამავდროულად, სუპერმოდელის ექს-მეუღლე დროს არ კარგავს და "უოლ სტრიტის მგლის" ვარსკვლავს, მარგო რიბის ხვდება. შეგახსენებთ, რომ რიბი ზემოთ აღნიშნულ სურათში პარტნიორობას ლეონარდო დიკაპრიოს უწევს.