პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შორენა ბეგაშვილი VS გიორგი გაბუნია - ცეცხლოვანი ცეკვა და ექსტრემალური ეთერი მეგაშოუ "ბრავოში"
შორენა ბეგაშვილი VS გიორგი გაბუნია - ცეცხლოვანი ცეკვა და ექსტრემალური ეთერი მეგაშოუ "ბრავოში"

მეგა-შოუ "ბრა­ვო" "რუს­თა­ვი 2"-ზე და­ი­წყო. პირ­ველ სა­კონ­კურ­სო შო­უ­ში ერ­თმა­ნეთს საბა ჩა­ჩუა და ჯგუ­ფი "sparkle" შე­ე­ჯიბ­რა, სა­ბას ლო­ბის­ტი მსა­ხი­ო­ბი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი, ხოლო "sparkle"-ს - ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი გა­ბუ­ნია გახ­ლდათ. ლო­ბის­ტე­ბი სცე­ნა­ზე მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე გან­სხვა­ვე­ბულ ამ­პლუ­ა­ში წარ­სდგნენ. სა­ბო­ლო­ოდ გა­მარ­ჯვე­ბა კი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის გუნ­დის წევ­რმა, საბა ჩა­ჩუ­ამ მო­ი­პო­ვა.

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი (ლო­ბის­ტი):

- წინა "ბრა­ვო­შიც" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მაგ­რამ ვერ გა­ვი­მარ­ჯვე. გა­ი­მარ­ჯვებ თუ არა, მა­ინც აკე­თებ სა­კუ­თარ საქ­მეს. იმ­დე­ნად ნი­ჭი­ე­რია ჩემი გუნ­დის წევ­რი, როცა რე­პე­ტი­ცი­ა­ზე მღე­რო­და, ვი­კი­თხე ფო­ნოგ­რა­მა­ზე მღე­რის-თქო? აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ. გიყ­ვარს, აკე­თებ და გა­ი­მარ­ჯვებ თუ არა, აღარ აქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას. სა­ნა­ხა­ო­ბა ვაჩ­ვე­ნეთ მა­ყუ­რე­ბელს, შოუ დავ­დგით, თან გა­ვი­მარ­ჯვე და ეს უკვე კარ­გია.

გი­ორ­გი გა­ბუ­ნია (ლო­ბის­ტი):

- ყვე­ლა­ნა­ირ ვა­რი­ანტს ვე­ლო­დი, თუმ­ცა არ გამ­კვირ­ვე­ბია. რად­გან საბა თვი­თონ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქს-ფაქ­ტორ­ში ერ­თად ვი­ყა­ვით და ფი­ნა­ლამ­დე ვერ მი­ვი­და, ოთხი სკა­მის ეტა­პი­დან გა­ვუშ­ვი. საბა ნი­ჭი­ე­რია და მი­ხა­რია, რომ ამ კონ­კურ­სში მა­ინც მი­ე­ცა გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი. რაც შე­ე­ხე­ბა შო­რე­ნას, ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტი იყო და არ მიკ­ვირს, რომ გა­ი­მარ­ჯვა.

- სა­კუ­თა­რი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის გა­მოს­ვლით კმა­ყო­ფი­ლი ხარ?

- არ მო­მის­მე­ნია მათი გა­მოს­ვლა, რად­გან სცე­ნა­ზე გა­დაც­მა-გად­მოც­მის ეტაპ­ზე ვი­ყა­ვი. ახლა მო­ვუს­მენ. სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში შე­ვის­წავ­ლე ცეკ­ვაც.

წლე­ვან­დელ "ბრა­ვოს" ახა­ლი წამ­ყვა­ნე­ბი ჰყავს. ვა­ნი­კო და რუსა ჩა­ჩუა სტე­ფა­ნემ და თინა მა­ხა­რა­ძემ შეც­ვა­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვი­ლი შოუს მსვლე­ლო­ბას კუ­ლი­სე­ბი­დან ადევ­ნებ­და თვალს.

თინა მა­ხა­რა­ძე ("ბრა­ვოს" წამ­ყვა­ნი):

- სა­ნამ სა­კუ­თარ თავს არ ვნა­ხავ ეკ­რან­ზე, ვერ შე­ვა­ფა­სებ თავს. იქ­ნე­ბო­და შეც­დო­მე­ბი, მაგ­რამ შოუ არის იმის­თვის, რომ ეს შეც­დო­მე­ბი გა­მო­ვას­წო­როთ. შოუ არის იმის­თვის, რომ ჩვენც კი გვი­ხა­რო­დეს სცე­ნა­ზე დგო­მა, შე­სა­ბა­მი­სად გა­უ­ხარ­დე­ბა ჩვენს მა­ყუ­რე­ბელს. მე და სტე­ფა­ნემ ძა­ლი­ან ვი­ხა­ლი­სეთ. იდე­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რია სტე­ფა­ნე. ბევ­რი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი რო­ლის მორ­გე­ბა მი­წევს ამ პრო­ექ­ტში, მე კარ­გად ვგრძნობ თავს, მთა­ვა­რია შე­დე­გი ვნა­ხო ეკ­რან­ზე.

სტე­ფა­ნე ("ბრა­ვოს" წამ­ყვა­ნი):

- ერ­თა­დერ­თი მე­წყი­ნა ის, რომ ვირუ­სი შე­მე­ყა­რა და ხმა დავ­კარ­გე, იმე­დია შემ­დეგ ლა­ივ­ზე მექ­ნე­ბა. დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ცაა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ნერ­ვი­უ­ლო­ბას აბა­თი­ლებს. რამ­დე­ნა­დაც კარ­გია ჩემ­თვის ეს საქ­მე, ისე სა­ნერ­ვუ­ლოა. მე რა­საც ვკი­დებ ხელს, მინ­და კარ­გად გა­მო­მი­ვი­დეს. ჯერ­ჯე­რო­ბით, მა­ყუ­რებ­ლის­გან ისე­თი კრი­ტი­კა არ მი­მი­ღია, ვეც­დე­ბით უკე­თე­სე­ბი ვი­ყოთ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

შორენა ბეგაშვილი VS გიორგი გაბუნია - ცეცხლოვანი ცეკვა და ექსტრემალური ეთერი მეგაშოუ "ბრავოში"

შორენა ბეგაშვილი VS გიორგი გაბუნია - ცეცხლოვანი ცეკვა და ექსტრემალური ეთერი მეგაშოუ "ბრავოში"

მეგა-შოუ "ბრავო" "რუსთავი 2"-ზე დაიწყო. პირველ საკონკურსო შოუში ერთმანეთს საბა ჩაჩუა და ჯგუფი "sparkle" შეეჯიბრა, საბას ლობისტი მსახიობი შორენა ბეგაშვილი, ხოლო "sparkle"-ს - ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გახლდათ. ლობისტები სცენაზე მაყურებლის წინაშე განსხვავებულ ამპლუაში წარსდგნენ. საბოლოოდ გამარჯვება კი შორენა ბეგაშვილის გუნდის წევრმა, საბა ჩაჩუამ მოიპოვა.

შორენა ბეგაშვილი (ლობისტი):

- წინა "ბრავოშიც" ვმონაწილეობდი, მაგრამ ვერ გავიმარჯვე. გაიმარჯვებ თუ არა, მაინც აკეთებ საკუთარ საქმეს. იმდენად ნიჭიერია ჩემი გუნდის წევრი, როცა რეპეტიციაზე მღეროდა, ვიკითხე ფონოგრამაზე მღერის-თქო? აღფრთოვანებული ვარ. გიყვარს, აკეთებ და გაიმარჯვებ თუ არა, აღარ აქცევ ყურადღებას. სანახაობა ვაჩვენეთ მაყურებელს, შოუ დავდგით, თან გავიმარჯვე და ეს უკვე კარგია.

გიორგი გაბუნია (ლობისტი):

- ყველანაირ ვარიანტს ველოდი, თუმცა არ გამკვირვებია. რადგან საბა თვითონ ძალიან ნიჭიერი ბავშვია, მიუხედავად იმისა, რომ იქს-ფაქტორში ერთად ვიყავით და ფინალამდე ვერ მივიდა, ოთხი სკამის ეტაპიდან გავუშვი. საბა ნიჭიერია და მიხარია, რომ ამ კონკურსში მაინც მიეცა გამარჯვების შანსი. რაც შეეხება შორენას, ძლიერი კონკურენტი იყო და არ მიკვირს, რომ გაიმარჯვა.

- საკუთარი ჯგუფის წევრების გამოსვლით კმაყოფილი ხარ?

- არ მომისმენია მათი გამოსვლა, რადგან სცენაზე გადაცმა-გადმოცმის ეტაპზე ვიყავი. ახლა მოვუსმენ. სამი დღის განმავლობაში ძალიან მოკლე დროში შევისწავლე ცეკვაც.

წლევანდელ "ბრავოს" ახალი წამყვანები ჰყავს. ვანიკო და რუსა ჩაჩუა სტეფანემ და თინა მახარაძემ შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ვანიკო თარხნიშვილი შოუს მსვლელობას კულისებიდან ადევნებდა თვალს.

თინა მახარაძე ("ბრავოს" წამყვანი):

- სანამ საკუთარ თავს არ ვნახავ ეკრანზე, ვერ შევაფასებ თავს. იქნებოდა შეცდომები, მაგრამ შოუ არის იმისთვის, რომ ეს შეცდომები გამოვასწოროთ. შოუ არის იმისთვის, რომ ჩვენც კი გვიხაროდეს სცენაზე დგომა, შესაბამისად გაუხარდება ჩვენს მაყურებელს. მე და სტეფანემ ძალიან ვიხალისეთ. იდეალური პარტნიორია სტეფანე. ბევრი სხვადასხვანაირი როლის მორგება მიწევს ამ პროექტში, მე კარგად ვგრძნობ თავს, მთავარია შედეგი ვნახო ეკრანზე.

სტეფანე ("ბრავოს" წამყვანი):

- ერთადერთი მეწყინა ის, რომ ვირუსი შემეყარა და ხმა დავკარგე, იმედია შემდეგ ლაივზე მექნება. დიდი პასუხისმგებლობაცაა და პასუხისმგებლობა ნერვიულობას აბათილებს. რამდენადაც კარგია ჩემთვის ეს საქმე, ისე სანერვულოა. მე რასაც ვკიდებ ხელს, მინდა კარგად გამომივიდეს. ჯერჯერობით, მაყურებლისგან ისეთი კრიტიკა არ მიმიღია, ვეცდებით უკეთესები ვიყოთ.

თამარ ბოჭორიშვილი

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება