სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - საქართველო ძლიერი, შთამბეჭდავი პარტნიორია
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - საქართველო ძლიერი, შთამბეჭდავი პარტნიორია

ნატო-ს კარი ღიაა ახა­ლი წევ­რე­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე დე­რეკ შო­ლემ ვა­შინგტონ­ში სტრა­ტე­გი­ულ სწავ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და. "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­რეკ შო­ლემ ხაზი გა­უს­ვა იმა­საც, რომ გა­სულ თვე­ში უელსში ჩა­ტა­რე­ბულ ჩრდი­ლო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის სა­მიტ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ეს­ვა ხაზი ნატო-ს სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბის გარ­კვე­ვით და­სახ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

დე­რეკ შო­ლეს აზ­რით, რუ­სე­თი­დან წა­მო­სულ­მა საფრ­თხემ კონ­ტი­ნენტზე კო­ლექ­ტი­უ­რი თავ­დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის სა­კი­თხი წინ კი­დევ ერთხელ წა­მოს­წია. "კარი ფარ­თოდ არის ღია და ეს უელ­სის სა­მიტ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა. იმ ორ ქვე­ყა­ნას­თან პარტნი­ო­რო­ბის გეგ­მე­ბი კი­დევ უფრო გა­ფარ­თოვ­და, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­ედ­გა. სა­უ­ბა­რია სა­ქარ­თვე­ლო­ზე და მონ­ტე­ნეგ­რო­ზე. ორი­ვეს აქვს სა­მუ­შაო გეგ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მო­მა­ვალ წელს ალი­ან­სი იმუ­შა­ვებს იმა­ზე, რომ ისი­ნი კა­ლენ­და­რუ­ლი წლის ბო­ლომ­დე რაც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლოს მი­ვიდ­ნენ შემ­დე­გი ნა­ბი­ჯის­თვის მზად­ყოფ­ნას­თან, რაც ნატო-ს წევ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა" , - აღ­ნიშ­ნა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო სა­მიტ­ზე მი­ღე­ბუ­ლი პარტნი­ო­რო­ბის გეგ­მით კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა. დე­რეკ შო­ლემ სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ჩრდი­ლო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის ღირ­სე­ულ პარტნი­ო­რო­ბა­ზეც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მით ისა­უბ­რა.

"ვერ შევ­ძლებ იმის საკ­მა­რი­სად ხაზ­გას­მას, თუ რამ­დე­ნად დიდი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ქარ­თვე­ლე­ბი. იქ­ნე­ბა ეს ავ­ღა­ნე­თი თუ ქარ­თველ­თა მზა­ო­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის­თვის. სა­ქარ­თვე­ლო ძლი­ე­რი, შთამ­ბეჭ­და­ვი პარტნი­ო­რია და სი­მარ­თლე რომ ვთქვათ, მან უფრო მეტი მსხვერ­პლი გა­ი­ღო, ვიდ­რე სხვა ბევ­რმა ჩვენ­მა მო­კავ­ში­რემ," - აცხა­დებს დე­რეკ შოლე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - საქართველო ძლიერი, შთამბეჭდავი პარტნიორია

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - საქართველო ძლიერი, შთამბეჭდავი პარტნიორია

ნატო-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის, - ამის შესახებ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე დერეკ შოლემ ვაშინგტონში სტრატეგიულ სწავლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ინფორმაციით, დერეკ შოლემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გასულ თვეში უელსში ჩატარებულ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი ნატო-ს სამომავლო მიზნების გარკვევით დასახვის მნიშვნელობას.

დერეკ შოლეს აზრით, რუსეთიდან წამოსულმა საფრთხემ კონტინენტზე კოლექტიური თავდაცვის აუცილებლობის საკითხი წინ კიდევ ერთხელ წამოსწია. "კარი ფართოდ არის ღია და ეს უელსის სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. იმ ორ ქვეყანასთან პარტნიორობის გეგმები კიდევ უფრო გაფართოვდა, რომელიც ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული ალიანსში გაწევრიანების გზაზე შემდეგი ნაბიჯები გადაედგა. საუბარია საქართველოზე და მონტენეგროზე. ორივეს აქვს სამუშაო გეგმა, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს ალიანსი იმუშავებს იმაზე, რომ ისინი კალენდარული წლის ბოლომდე რაც შეიძლება ახლოს მივიდნენ შემდეგი ნაბიჯისთვის მზადყოფნასთან, რაც ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმაში გამოიხატება" , - აღნიშნა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, საქართველო სამიტზე მიღებული პარტნიორობის გეგმით კმაყოფილი დარჩა. დერეკ შოლემ საქართველოს, როგორც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ღირსეულ პარტნიორობაზეც განსაკუთრებული პატივისცემით ისაუბრა.

"ვერ შევძლებ იმის საკმარისად ხაზგასმას, თუ რამდენად დიდი პარტნიორები არიან ქართველები. იქნება ეს ავღანეთი თუ ქართველთა მზაობა ახლო აღმოსავლეთში დახმარების აღმოჩენისთვის. საქართველო ძლიერი, შთამბეჭდავი პარტნიორია და სიმართლე რომ ვთქვათ, მან უფრო მეტი მსხვერპლი გაიღო, ვიდრე სხვა ბევრმა ჩვენმა მოკავშირემ," - აცხადებს დერეკ შოლე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა