პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალი რომ ქმარს უღალატებს, უნდა დაისაჯოს!" - რა ვითარებაში მოკვდა 30 წლის ქალი ლამბალოში
"ქალი რომ ქმარს უღალატებს, უნდა დაისაჯოს!" - რა ვითარებაში მოკვდა 30 წლის ქალი ლამბალოში

სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლამ­ბა­ლოს მკვიდ­რის, 30 წლის ხა­ნუმ ჯე­ი­რა­ნო­ვას თვით­მკვლე­ლო­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა. ად­გი­ლობ­რივ­თა მო­ნა­თხრო­ბით, ის ქმრის ნა­თე­სა­ვებ­მა ქმრის ღა­ლატ­ში სა­ჯა­როდ ამ­ხი­ლეს,- საყ­ვა­რელ­თან ყოფ­ნის დროს გა­და­ღე­ბუ­ლი მისი ფო­ტო­ე­ბი გა­ავ­რცე­ლეს, რის შემ­დე­გაც სოფ­ლის ბირ­ჟის თვალ­წინ სცე­მეს; ნა­ცე­მი სოფ­ლის მა­ღა­ზი­ის უკან გა­იყ­ვა­ნეს, სა­დაც კვლავ სცე­მეს. ბო­ლოს მა­მის სახ­ლში წა­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ქალ­მა თავი ჩა­მო­იხ­რჩო.

ლ.ქ; ლამ­ბა­ლოს მკვიდ­რი:

- არ მეს­მის, რა­ტომ ხმა­უ­რობს ხალ­ხი, ქალი რომ ქმარს უღა­ლა­ტებს, უნდა და­ი­სა­ჯოს; ჩვე­ნი ხალ­ხი მო­ღა­ლა­ტე ქა­ლებს ყო­ველ­თვის ასე უკე­თებს. ეს ჩვენ­თან არა­ვის უკ­ვირს.

- თქვენ არ ით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ დას­ჯის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ კა­ნონს აქვს...

- ჩვე­ნი წესი ასე­თია, ქალი ჩვე­ნი იყო და მისი დას­ჯაც შეგ­ვიძ­ლია. თუ ქმა­რი არ უნ­დო­და, რა­ტომ ცხოვ­რობ­და მას­თან 13 წე­ლი­წა­დი?! ეგ ამ­ბობ­და, ქმა­რი არ მიყ­ვარ­სო, მაგ­რამ უყ­ვარ­და თუ არა, ქმა­რი ქმა­რია...

- როცა ჯე­ი­რა­ნო­ვას სცემ­დნენ, თქვენც უყუ­რებ­დით? ეს ხომ სი­სას­ტი­კეა, - სუსტ ქალს კა­ცე­ბი ერ­თმა­ნე­თის თვალ­წინ სცემ­დნენ და არც ერთ მათ­განს არ ეცო­დე­ბო­და...

- სცემ­დნენ, არ სცემ­დნენ, ეგ ერ­თია, მაგ­რამ ეგ ქალი არა­ვის არ ერი­დე­ბო­და, ისე ღა­ლა­ტობ­და ქმარს.

ნ. ხ; ლამ­ბა­ლოს მკვიდ­რი:

- ეგ გოგო 17 წლის რომ იყო, მა­შინ გა­ა­თხო­ვეს მშობ­ლებ­მა, ჩვე­ნი წე­სის მი­ხედ­ვით. ვინც მშობ­ლებს უნ­დო­და, იმას გა­ა­ყო­ლეს.

- ანუ ვის?

- მა­გის ქმა­რი მწყემ­სია, მთა­ში ჰყავს ძრო­ხე­ბი და ცხვა­რი. ცოლი რომ მო­უკ­ლეს, მა­ში­ნაც არ იყო სახ­ლში.

- საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე არ გე­კი­თხე­ბით, რა თვი­სე­ბე­ბის ადა­მი­ა­ნია? მომ­ხდარ­ზე რას ამ­ბობს?

- ლა­პა­რა­კი არ შე­უძ­ლია, არ ლა­პა­რა­კობს.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ქალი რომ ქმარს უღალატებს, უნდა დაისაჯოს!" - რა ვითარებაში მოკვდა 30 წლის ქალი ლამბალოში

"ქალი რომ ქმარს უღალატებს, უნდა დაისაჯოს!" - რა ვითარებაში მოკვდა 30 წლის ქალი ლამბალოში

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მკვიდრის, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობამ საზოგადოება შეძრა. ადგილობრივთა მონათხრობით, ის ქმრის ნათესავებმა ქმრის ღალატში საჯაროდ ამხილეს,- საყვარელთან ყოფნის დროს გადაღებული მისი ფოტოები გაავრცელეს, რის შემდეგაც სოფლის ბირჟის თვალწინ სცემეს; ნაცემი სოფლის მაღაზიის უკან გაიყვანეს, სადაც კვლავ სცემეს. ბოლოს მამის სახლში წაიყვანეს, სადაც ქალმა თავი ჩამოიხრჩო.

ლ.ქ; ლამბალოს მკვიდრი:

- არ მესმის, რატომ ხმაურობს ხალხი, ქალი რომ ქმარს უღალატებს, უნდა დაისაჯოს; ჩვენი ხალხი მოღალატე ქალებს ყოველთვის ასე უკეთებს. ეს ჩვენთან არავის უკვირს.

- თქვენ არ ითვალისწინებთ, რომ დასჯის უფლება მხოლოდ კანონს აქვს...

- ჩვენი წესი ასეთია, ქალი ჩვენი იყო და მისი დასჯაც შეგვიძლია. თუ ქმარი არ უნდოდა, რატომ ცხოვრობდა მასთან 13 წელიწადი?! ეგ ამბობდა, ქმარი არ მიყვარსო, მაგრამ უყვარდა თუ არა, ქმარი ქმარია...

- როცა ჯეირანოვას სცემდნენ, თქვენც უყურებდით? ეს ხომ სისასტიკეა, - სუსტ ქალს კაცები ერთმანეთის თვალწინ სცემდნენ და არც ერთ მათგანს არ ეცოდებოდა...

- სცემდნენ, არ სცემდნენ, ეგ ერთია, მაგრამ ეგ ქალი არავის არ ერიდებოდა, ისე ღალატობდა ქმარს.

ნ. ხ; ლამბალოს მკვიდრი:

- ეგ გოგო 17 წლის რომ იყო, მაშინ გაათხოვეს მშობლებმა, ჩვენი წესის მიხედვით. ვინც მშობლებს უნდოდა, იმას გააყოლეს.

- ანუ ვის?

- მაგის ქმარი მწყემსია, მთაში ჰყავს ძროხები და ცხვარი. ცოლი რომ მოუკლეს, მაშინაც არ იყო სახლში.

- საქმიანობაზე არ გეკითხებით, რა თვისებების ადამიანია? მომხდარზე რას ამბობს?

- ლაპარაკი არ შეუძლია, არ ლაპარაკობს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ