ერევანში სამი ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი მიტინგი დაიწყო, რომლის მონაწილეებიც ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პროტესტს დაახლოებით 20 ათასი ადამიანი გამოხატავს, საზოგადოებრივ წესრიგს კი 14 ათასი სამართალდამცავი იცავს. მიტინგების სერია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სექტემბრიდან დაიწყო. ოპოზიციურმა "სამეულმა" 12 პუნქტისგან შემდგარი მოთხოვნები ხელისუფლებას ჯერ კიდევ ზაფხულში წარუდგინა, რომელიც ძირითადად, სოციალური შინაარსისაა.
დღევანდელ მიტინგს ესწრება სომხეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გაგიკ ცარუკიანი, რომელმაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გამარჯვებამდე იბრძოლონ. მიტიგს ესწრება სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი, რომელსაც მომიტინგეები ოვაციით შეხვდნენ.