გადაცემა "რეაქციის" ეთერში ცხარე დებატები გაიმართა მოსკოვში ჩატარებული "თბილისობის" საკითხის ირგვლივ. ხელოვანების ნაწილმა მხარი დაუჭირა ქართველი მომღერლების გამოსვლას მოსკოვში, ნაწილმა კი მათი საქციელი არასწორად შეაფასა.
"რეაქციის" დასრულების შემდეგ საკუთარი შეფასება ფეისბუქის პირად გვერდზე დააფიქსირა ნათია მეგრელიშვილმა.
"ძვირფასო ინგა
ვიცი დაღლილიც ხარ და აღელვებულიც და არ მინდა დაგძაბო, მაგრამ მაინც მინდა ვუყვირო ზოგიერთებს:
ხუბუტია- თქვენ ღმერთსაც იცნობთ? ღმერთსაც იცნობთ???
გაბუნია- ":ვაი შენს პატრონს"-ამას მსახიობი ეუბნება თავის მაყურებელს?
აჩი ფურცელაძე- რუსეთი არა მარტო ჩვენი ოკუპანტია, არამედ უკრაინაში დაატრიალა უბედურება, ჩამოაგდო თვითმფრინავი და მიასიკვდილა უამრავი ადამიანი და საქართველოში რკინის ბოძები ჩაარჭო და წაართვა ქართველებს საფლავები და ამიტომაც არ უნდა წახვიდე და გაუმარჯოს სუხიშვილებს!!!
მეჩითოვს - ნაციონალებმა შემოიყვანეს რუსები 1921-ში და 1801-ში? მლიქვნელობასაც აქვს საზღვარი. .
რატომ არავინ ეკითხება ქართველ არტისტებს-რატომ არ აგონდებათ თანამემამულეები საინგილოში, ტაოში, ფერეიდანში?
კუკარაჩა წაკითხული მაქვს-შესანიშნავი რომანია! მურტალოც კი ვაჟკაცი იყო!
ღმერთმა გაძლება მოგცეს ინგა, ქართველები ძალიან საშიში ხალხია!"- წერს ნათია მეგრელიშვილი.