მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''როდესაც 40 წლის ქალბატონი ისევ პრინცს ელოდება, ცოდოა...''
''როდესაც 40 წლის ქალბატონი ისევ პრინცს ელოდება, ცოდოა...''

მსა­ხი­ობ მა­რი­ნა კა­ხი­ანს ტრა­დი­ცი­ებ­სა და სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე სა­სა­უბ­როდ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ვეწ­ვი­ეთ, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­მარ­თულ პრე­მი­ე­რა­ზეც ვკი­თხეთ, რომ­ლი­თაც ამა­ვე თე­ატრმა სე­ზო­ნი გახ­სნა. "უკვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს სპექ­ტაკ­ლი "ასულ­ნი", ჩემი როლი. რე­პე­ტი­ცი­ე­ბის პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სენ­დე­ბა, ბა­ტო­ნი რო­ბი­კო­სი, ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი­სა და სპექ­ტაკლზე მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნის მად­ლო­ბე­ლი ვარ, და­ნარ­ჩე­ნი კი მა­ყუ­რებ­ლის გა­და­სა­წყვე­ტია", - აღ­ნიშ­ნა ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა.

- არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლებს, ზო­გა­დად, ძველ ერებს აქვთ გარ­კვე­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დღე­საც მო­სა­წო­ნი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნი­სა და ერის არ­სის წარ­მო­სა­ჩე­ნად. ისე­ვე რო­გორც სხვა­გან, ჩვენ­თა­ნაც არ­სე­ბობს ტრა­დი­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც მოძ­ვე­ლე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევ. ადა­მი­ა­ნი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ევო­ლუ­ცი­ას გა­ნიც­დის, იც­ვლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი და ზო­გი­ერ­თი ტრა­დი­ცი­აც და­ვი­წყე­ბას უნდა მი­ე­ცეს, მაგ­რამ ის, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს და ვფიქ­რობ, ძვირ­ფა­სია, გახ­ლავთ გარ­კვე­უ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა უფ­რო­სი­სად­მი, გარ­კვე­უ­ლი – ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ თვალ­და­ხუ­ჭუ­ლად გვჯე­რო­დეს უფ­რო­სის და ჩვე­ნი აზრი არ გაგ­ვაჩ­ნდეს, ამის მომ­ხრე არ ვარ, მაგ­რამ პა­ტი­ვის­ცე­მა და ხან­და­ხან უფ­რო­სის აზ­რის­თვის ან­გა­რი­შის გა­წე­ვა სა­ჭი­როა. მომ­წონს და მი­სა­ღე­ბია ის ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რე­ბი, რაც მყა­რა­დაა დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს ევ­რო­პე­ლებს აღაფრ­თო­ვა­ნებთ, ამე­რი­კა­ში დღე­საც ცდი­ლო­ბენ, და­იბ­რუ­ნონ ის ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რე­ბი, რაც გა­წყვე­ტი­ლი აქვთ, ჩვენ­თან კი არ­სე­ბობს. ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ჯაჭ­ვე­ბი არ არის გა­წყვე­ტი­ლი და არც მინ­და, რომ გა­წყდეს, რად­გან ეს ადა­მი­ა­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

გვაქვს ქარ­თუ­ლი სუფ­რის ტრა­დი­ცია, რო­მელ­საც თა­ვი­სი სი­ლა­მა­ზე ახ­ლავს, ოღონდ ეს არ უნდა გა­და­ვი-დეს ღრე­ო­ბა­ში, თა­მა­დის არ­სე­ბო­ბა­შიც არის თა­ვი­სი სი­ლა­მა­ზე. სხვა­თა შო­რის, ჩემი თა­ო­ბა ცდი­ლობ­და, და­ე­ნერ­გა ეს ინ­სტი­ტუ­ტი, სულ ახ­ლა­ხან კი ვი­ყა­ვი ქორ­წილ­ში, სა­დაც ეცად­ნენ, უარი ეთ­ქვათ თა­მა­და­ზე, არ აერ­ჩი­ათ და ისე წარ­მარ­თუ­ლი­ყო სუფ­რა, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­ვი­და. თა­მა­და უნდა შე­ირ­ჩეს მისი ღირ­სე­ბე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის, ცოდ­ნის მი­ხედ­ვით. მე ვე­თან­ხმე­ბი ამ ტრა­დი­ცი­ას, ოღონდ ჩარ­ჩო­ებ­ში.

- რო­მელ ტრა­დი­ცი­ას მი­იჩ­ნევთ დრო­მოჭ­მუ­ლად?

- არ ვიცი, კონ­კრე­ტუ­ლად არ მახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ იქ­ნე­ბა ასე­თი...

- თუნ­დაც, გა­რი­გე­ბა?..

- კი, თუმ­ცა დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რი ქალ­ბა­ტო­ნი გა­რი­გე­ბით თხოვ­დე­ბა, ალ­ბათ, აქაც ურე­ვია გან­გე­ბის ხელი. ქალი და მა­მა­კა­ცი ერ­თი­მე­ო­რეს თუ არ გა­აც­ნეს, ქუ­ჩა­ში ხომ ვერ გა­იც­ნო­ბენ? ეს ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თვის ცოტა უცხოა, ამი­ტომ გა­რი­გე­ბა ხან­და­ხან ამარ­თლებს კი­დეც.

- ხში­რად ვართ პომ­პე­ზუ­რი ქორ­წი­ლის მომსწრე­ნი, ეს მი­სა­ღე­ბია?

- ეს მხო­ლოდ ქარ­თვე­ლებს არ ახა­სი­ა­თებს, ადა­მი­ა­ნებს მეტ-ნაკ­ლე­ბად უყ­ვართ დღე­სას­წა­უ­ლე­ბის თე­ატ­რა­ლი­ზე­ბა. პი­რა­დად მე ქორ­წი­ლი არ გა­და­მიხ­დია, იმ პე­რი­ოდ­ში ქორ­წი­ლე­ბი მო­და­ში არ იყო და თეთ­რი კა­ბაც არ მცმია, უხე­შად რომ ვთქვა, იმ დროს "გო­ი­მო­ბად" მი­იჩ­ნე­ო­და, თუმ­ცა დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ვფიქ­რობ, ალ­ბათ, ეს არ იყო სწო­რი, გული მწყდე­ბა, რომ 30 წლის წინ ქორ­წი­ლი არ გა­და­ვი­ხა­დე.

- ქორ­წი­ლის და­ნაკ­ლი­სი შვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მა­ინც აი­ნა­ზღა­უ­რეთ?

- გარ­კვე­ულ­წი­ლად. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა ის დღე, კარ­გი დრო გა­ა­ტა­რეს ვა­თამ და მისი მე­უღ­ლის მე­გობ­რებ­მა, ასე­ვე ჩემ­მა მე­გობ­რებ­მაც.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

''როდესაც 40 წლის ქალბატონი ისევ პრინცს ელოდება, ცოდოა...''

''როდესაც 40 წლის ქალბატონი ისევ პრინცს ელოდება, ცოდოა...''

მსახიობ მარინა კახიანს ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე სასაუბროდ რუსთაველის თეატრში ვეწვიეთ, თუმცა რამდენიმე კვირის წინ გამართულ პრემიერაზეც ვკითხეთ, რომლითაც ამავე თეატრმა სეზონი გახსნა. ''უკვე ძალიან მიყვარს სპექტაკლი ''ასულნი'', ჩემი როლი. რეპეტიციების პერიოდი ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება, ბატონი რობიკოსი, ყველა მსახიობისა და სპექტაკლზე მომუშავე ადამიანის მადლობელი ვარ, დანარჩენი კი მაყურებლის გადასაწყვეტია'', - აღნიშნა ჩვენმა რესპონდენტმა.

- არა მხოლოდ ქართველებს, ზოგადად, ძველ ერებს აქვთ გარკვეული ტრადიციები, რომლებიც დღესაც მოსაწონი და მნიშვნელოვანია ადამიანისა და ერის არსის წარმოსაჩენად. ისევე როგორც სხვაგან, ჩვენთანაც არსებობს ტრადიციები, რომლებსაც მოძველებულად მივიჩნევ. ადამიანი საუკუნეების განმავლობაში ევოლუციას განიცდის, იცვლება ყველაფერი და ზოგიერთი ტრადიციაც დავიწყებას უნდა მიეცეს, მაგრამ ის, რაც ძალიან მომწონს და ვფიქრობ, ძვირფასია, გახლავთ გარკვეული პატივისცემა უფროსისადმი, გარკვეული – ამას იმიტომ ვამბობ, რომ თვალდახუჭულად გვჯეროდეს უფროსის და ჩვენი აზრი არ გაგვაჩნდეს, ამის მომხრე არ ვარ, მაგრამ პატივისცემა და ხანდახან უფროსის აზრისთვის ანგარიშის გაწევა საჭიროა. მომწონს და მისაღებია ის ნათესაური კავშირები, რაც მყარადაა დამკვიდრებული საქართველოში. ეს ევროპელებს აღაფრთოვანებთ, ამერიკაში დღესაც ცდილობენ, დაიბრუნონ ის ნათესაური კავშირები, რაც გაწყვეტილი აქვთ, ჩვენთან კი არსებობს. ჯერჯერობით ეს ჯაჭვები არ არის გაწყვეტილი და არც მინდა, რომ გაწყდეს, რადგან ეს ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გვაქვს ქართული სუფრის ტრადიცია, რომელსაც თავისი სილამაზე ახლავს, ოღონდ ეს არ უნდა გადავი-დეს ღრეობაში, თამადის არსებობაშიც არის თავისი სილამაზე. სხვათა შორის, ჩემი თაობა ცდილობდა, დაენერგა ეს ინსტიტუტი, სულ ახლახან კი ვიყავი ქორწილში, სადაც ეცადნენ, უარი ეთქვათ თამადაზე, არ აერჩიათ და ისე წარმართულიყო სუფრა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. თამადა უნდა შეირჩეს მისი ღირსებების, განათლების, ცოდნის მიხედვით. მე ვეთანხმები ამ ტრადიციას, ოღონდ ჩარჩოებში.

- რომელ ტრადიციას მიიჩნევთ დრომოჭმულად?

- არ ვიცი, კონკრეტულად არ მახსენდება, მაგრამ იქნება ასეთი...

- თუნდაც, გარიგება?..

- კი, თუმცა დღევანდელ მსოფლიოში ბევრი ქალბატონი გარიგებით თხოვდება, ალბათ, აქაც ურევია განგების ხელი. ქალი და მამაკაცი ერთიმეორეს თუ არ გააცნეს, ქუჩაში ხომ ვერ გაიცნობენ? ეს ქართული რეალობისთვის ცოტა უცხოა, ამიტომ გარიგება ხანდახან ამართლებს კიდეც.

- ხშირად ვართ პომპეზური ქორწილის მომსწრენი, ეს მისაღებია?

- ეს მხოლოდ ქართველებს არ ახასიათებს, ადამიანებს მეტ-ნაკლებად უყვართ დღესასწაულების თეატრალიზება. პირადად მე ქორწილი არ გადამიხდია, იმ პერიოდში ქორწილები მოდაში არ იყო და თეთრი კაბაც არ მცმია, უხეშად რომ ვთქვა, იმ დროს ''გოიმობად'' მიიჩნეოდა, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, ალბათ, ეს არ იყო სწორი, გული მწყდება, რომ 30 წლის წინ ქორწილი არ გადავიხადე.

- ქორწილის დანაკლისი შვილის შემთხვევაში მაინც აინაზღაურეთ?

- გარკვეულწილად. ძალიან კარგად მახსენდება ის დღე, კარგი დრო გაატარეს ვათამ და მისი მეუღლის მეგობრებმა, ასევე ჩემმა მეგობრებმაც.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება