პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 რამ, რაც ყველა გოგონას მამამ უნდა იცოდეს
10 რამ, რაც ყველა გოგონას მამამ უნდა იცოდეს

4 ქა­ლიშ­ვი­ლის მამა ვარ და არ და­გი­მა­ლავთ, ხში­რად მეს­მის ჩემი მი­სა­მარ­თით: "რა გეშ­ვე­ლე­ბა, ეგე­ნი რომ წა­მო­იზ­რდე­ბი­ან", "სა­ში­ნე­ლე­ბაა, სულ ქა­ლე­ბით ხარ გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი", "რა და­ა­შა­ვე ასე­თი" და მსგავ­სი სი­სუ­ლე­ე­ბი. მარ­თა­ლი გი­თხრათ, რა­ტომ­ღაც არ მწყინს და პი­რი­ქით, მე­ცო­დე­ბი­ან, ასე ვინც ფიქ­რო­ბენ.

ადრე ხომ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა 4 ქა­ლიშ­ვი­ლის მა­მო­ბა. ჩვენს ოჯახ­ში სულ სი­ამ­ტკბი­ლო­ბაა და სი­ტყვა "მიყ­ვარ­ხარ" ყვე­ლა­ზე ხში­რად ის­მის. ვერ ვი­ტყვი, რომ სუ­პერ-მამა ვარ, მაგ­რამ ეს 10 რამ, რაც ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის წყა­ლო­ბით აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ჩემი აზ­რით, ყვე­ლა მა­მამ უნდა იცო­დეს, ვი­საც გო­გო­ნა ჰყავს.

1. მას უნდა, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარ­დეს ვინ­მეს

იმა­ზე მეტს, ვიდ­რე სიყ­ვა­რუ­ლია, მას ვერც აჩუ­ქებ, ვერც ას­წავ­ლი, ვერც გა­უ­კე­თებ. შენ­ზე უკე­თე­სად მა­მის როლს მსოფ­ლი­ო­ში ვერც ერთი სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბიც ვერ შე­ას­რუ­ლებს. შენი გო­გო­ნა ბევ­რჯერ გა­გიც­რუ­ებს იმედს, შეც­დო­მებ­საც და­უშ­ვებს და შე­იძ­ლე­ბა ზურ­გიც გაქ­ცი­ოს, მაგ­რამ არ და­უშ­ვა, რომ წუ­თით მა­ინც შე­ე­პა­როს ეჭ­ვის შენს სიყ­ვა­რულ­სა და თა­ნად­გო­მა­ში.

2. შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ მა­მა­კაცს აირ­ჩევს ცხოვ­რე­ბა­ში

გგო­ნია, მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­რე­ვა არ შე­გიძ­ლია? შე­გიძ­ლია, ოღონდ ირი­ბად. შენ იმ კა­ცის ტი­პა­ჟი ხარ, ვი­საც ის ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რად აირ­ჩევს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამის დიდი შან­სი არ­სე­ბობს. ჩემი მე­სა­მე ქა­ლიშ­ვი­ლი 3 წლის ასკში მეხ­ვე­წე­ბო­და, ცო­ლად შე­მირ­თეო, მაგ­რამ მე ავუხ­სე­ნი, რომ ცო­ლად მისი საყ­ვა­რე­ლი დე­დი­კო მყავ­და.

3. მო­უს­მი­ნე, რა­საც ის უს­მენს

სუ­ლაც არ ვგიჟ­დე­ბი ისეთ მუ­სი­კა­ზე, რაც მათ მოს­წონთ, მაგ­რამ როცა ერ­თად ვართ, ეს მუ­სი­კაც გა­მოდ­გე­ბა.

4. აკ­ვირ­დე­ბა, რო­გორ ექ­ცე­ვი დე­და­მისს

თუ ჩემი რჩე­ვე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას არ აპი­რებ, ეს ერთი პუნ­ქტი მა­ინც შე­ას­რუ­ლე - გიყ­ვარ­დეს მათი დედა, ამა­ზე უკე­თესს გო­გო­ნებს ვე­რა­ფერს გა­უ­კე­თებ. ბავ­შვზე ყვე­ლა გიჟ­დე­ბა, მაგ­რამ ღირ­სე­უ­ლი ქმრო­ბა მარ­თლა რჩე­უ­ლე­ბის ხვედ­რია.

5. არ და­უშ­ვა, რომ დაგშორ­დეს

ჩვე­ნი უფ­რო­სი გოგო უკვე 11 წლი­საა, ჯერ ის სა­ში­ნე­ლი მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ო­დი არ გაგ­ვივ­ლია, თუმ­ცა მზად ვართ. ამ კრი­ტი­კულ ასაკ­ში მის გვერ­დით უნდა იყოთ, ამ დროს ძა­ლი­ან ბევ­რი მამა-შვი­ლი ემო­ცი­ურ კავ­შირს წყვეტს ერ­თმა­ნეთ­თან. ეცა­დეთ, ეს არ და­გე­მარ­თოთ.

6. აი­ყო­ლიე და სპორ­ტით და­ა­ინ­ტე­რე­სე

ჩემი გო­გო­ე­ბი ნამ­დვი­ლი ვაჟ­კა­ცე­ბი არი­ან. გაპ­რან­ჭვა უყ­ვართ, მაგ­რამ აზიდ­ვე­ბის გა­კე­თე­ბაც შე­უძ­ლი­ათ. ისე­თი გო­გო­ნე­ბი უნდა გა­ზარ­დოთ, რომ ბი­ჭე­ბი ად­ვი­ლად ვერ მო­ე­რი­ონ.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

10 რამ, რაც ყველა გოგონას მამამ უნდა იცოდეს

10 რამ, რაც ყველა გოგონას მამამ უნდა იცოდეს

4 ქალიშვილის მამა ვარ და არ დაგიმალავთ, ხშირად მესმის ჩემი მისამართით: "რა გეშველება, ეგენი რომ წამოიზრდებიან", "საშინელებაა, სულ ქალებით ხარ გარშემორტყმული", "რა დააშავე ასეთი" და მსგავსი სისულეები. მართალი გითხრათ, რატომღაც არ მწყინს და პირიქით, მეცოდებიან, ასე ვინც ფიქრობენ.

ადრე ხომ ვერც წარმოვიდგენდი, რამხელა ბედნიერებაა 4 ქალიშვილის მამობა. ჩვენს ოჯახში სულ სიამტკბილობაა და სიტყვა "მიყვარხარ" ყველაზე ხშირად ისმის. ვერ ვიტყვი, რომ სუპერ-მამა ვარ, მაგრამ ეს 10 რამ, რაც ჩემი ქალიშვილების წყალობით აღმოვაჩინე, ჩემი აზრით, ყველა მამამ უნდა იცოდეს, ვისაც გოგონა ჰყავს.

1. მას უნდა, რომ ძალიან უყვარდეს ვინმეს

იმაზე მეტს, ვიდრე სიყვარულია, მას ვერც აჩუქებ, ვერც ასწავლი, ვერც გაუკეთებ. შენზე უკეთესად მამის როლს მსოფლიოში ვერც ერთი საუკეთესო მსახიობიც ვერ შეასრულებს. შენი გოგონა ბევრჯერ გაგიცრუებს იმედს, შეცდომებსაც დაუშვებს და შეიძლება ზურგიც გაქციოს, მაგრამ არ დაუშვა, რომ წუთით მაინც შეეპაროს ეჭვის შენს სიყვარულსა და თანადგომაში.

2. შენზეა დამოკიდებული, როგორ მამაკაცს აირჩევს ცხოვრებაში

გგონია, მის პირად ცხოვრებაში ჩარევა არ შეგიძლია? შეგიძლია, ოღონდ ირიბად. შენ იმ კაცის ტიპაჟი ხარ, ვისაც ის ცხოვრების მეგზურად აირჩევს, ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი შანსი არსებობს. ჩემი მესამე ქალიშვილი 3 წლის ასკში მეხვეწებოდა, ცოლად შემირთეო, მაგრამ მე ავუხსენი, რომ ცოლად მისი საყვარელი დედიკო მყავდა.

3. მოუსმინე, რასაც ის უსმენს

სულაც არ ვგიჟდები ისეთ მუსიკაზე, რაც მათ მოსწონთ, მაგრამ როცა ერთად ვართ, ეს მუსიკაც გამოდგება.

4. აკვირდება, როგორ ექცევი დედამისს

თუ ჩემი რჩევების გაზიარებას არ აპირებ, ეს ერთი პუნქტი მაინც შეასრულე - გიყვარდეს მათი დედა, ამაზე უკეთესს გოგონებს ვერაფერს გაუკეთებ. ბავშვზე ყველა გიჟდება, მაგრამ ღირსეული ქმრობა მართლა რჩეულების ხვედრია.

5. არ დაუშვა, რომ დაგშორდეს

ჩვენი უფროსი გოგო უკვე 11 წლისაა, ჯერ ის საშინელი მოზარდობის პერიოდი არ გაგვივლია, თუმცა მზად ვართ. ამ კრიტიკულ ასაკში მის გვერდით უნდა იყოთ, ამ დროს ძალიან ბევრი მამა-შვილი ემოციურ კავშირს წყვეტს ერთმანეთთან. ეცადეთ, ეს არ დაგემართოთ.

6. აიყოლიე და სპორტით დააინტერესე

ჩემი გოგოები ნამდვილი ვაჟკაცები არიან. გაპრანჭვა უყვართ, მაგრამ აზიდვების გაკეთებაც შეუძლიათ. ისეთი გოგონები უნდა გაზარდოთ, რომ ბიჭები ადვილად ვერ მოერიონ.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს