პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს ნავთლუღი, დიდუბე, ნაძალადევი, სამგორი - თბილისის უბნების სახელების ისტორია
რას ნიშნავს ნავთლუღი, დიდუბე, ნაძალადევი, სამგორი - თბილისის უბნების სახელების ისტორია

თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ის უბ­ნე­ბად და და­სახ­ლე­ბე­ბად და­ყო­ფა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ, თან­და­თან და­ი­წყო. თი­თო­ე­ულ მათ­განს თა­ვი­სი სა­ხელ­წო­დე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია თუ ლე­გენ­და აქვს.

ამ­ჯე­რად მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის შე­სა­ხებ გვინ­და მო­გი­თხროთ და ესე­ნი გხლავთ: ნავ­თლუ­ღი, დი­დუ­ბე, ნა­ძა­ლა­დე­ვი, სამ­გო­რი, ანუ რო­გორ და­ერ­ქვათ სა­ხე­ლე­ბი და რო­დი­დან ფიქ­სირ­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში.

ნავ­თლუ­ღი

ნავ­თლუ­ღი - თბი­ლი­სის ძვე­ლი უბა­ნია, რო­მე­ლიც მდი­ნა­რე მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, ქა­ლა­ქის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით, ისა­ნი-სამ­გო­რის რა­ი­ონ­შია გა­შე­ნე­ბუ­ლი. სა­ხელ­წო­დე­ბა თურ­ქუ­ლია და ნავ­თის ად­გილს, სა­ნავ­თეს ნიშ­ნავს (ნავ­თო­ბის სიმ­ცი­რის გამო სა­რე­წაო მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და). XVIII სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში მეფე ერეკ­ლე II-მ იქ ციხე-გა­ლა­ვა­ნი ააგო და გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი ნავ­თლუ­ღი ხელ­მე­ო­რედ და­სახ­ლდა. 1770 წლი­დან ამ და­სახ­ლე­ბას ერეკ­ლეს ცი­ხე­საც უწო­დებ­დნენ. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დი­ო­და აღ­მო­სავ­ლე­თი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ვაჭ­რო-სატ­რან­ზი­ტო გზა (ე.წ. კა­ხე­თის გზა). ნავ­თლუღ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლია წმინ­და ბარ­ბა­რეს სა­ხე­ლო­ბის 2 ეკ­ლე­სია: ერთი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის (ახ­ლან­დე­ლი სახე XIX სა­უ­კუ­ნე­ში მი­ე­ღო), მე­ო­რე - XIX სა­უ­კუ­ნის II ნა­ხევ­რის.

დი­დუ­ბე

დი­დუ­ბე 1870-იანი წლე­ბი­დან არ­სე­ბობს. მდე­ბა­რე­ობს მდი­ნა­რე მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, ქა­ლა­ქის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ მხა­რეს. მო­ი­ცავს წე­რეთ­ლის გამ­ზირს და მის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებს. დი­დუ­ბე წარ­მოდ­გა სა­ხელ­წო­დე­ბი­დან "დიდი დუბე" ე.ი. დიდი ვაკე. თუმ­ცა ამ მი­და­მოს უძ­ვე­ლე­სი სა­ხელ­წო­დე­ბა "ცხე­ნის ტერ­ფია" (V სა­უ­კუ­ნე)...

თბი­ლი­სის გა­ნა­პი­რა ად­გი­ლის სა­ხე­ლად დი­დუ­ბე პირ­ვე­ლად XII სა­უ­კუ­ნე­ში გვხვდე­ბა, როცა მე­მა­ტი­ა­ნე მეფე თა­მა­რი­სა და და­ვით სოს­ლა­ნის ქორ­წი­ნე­ბი­სა და შამ­ქო­რის ბრძო­ლის (1195 წელი) შემ­დეგ იქ გა­მარ­თულ სა­ხალ­ხო ზე­იმს აღგ­ვი­წერს. დი­დუ­ბე­ში იდგა მე­ფის ერთ-ერთი სა­სახ­ლე და კა­რის ეკ­ლე­სია. იქ არაგ­ვი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლი იყო რუ, რო­მე­ლიც წყალს მე­ფის ზვრებს აწ­ვდი­და. მომ­დევ­ნო სა­უ­კუ­ნე­ებ­ში დი­დუ­ბე გა­უ­კაც­რი­ელ­და.

XVII სა­უ­კუ­ნე­ში, ვახ­ტანგ V-ის მე­ფო­ბის დროს, იქ ისევ გაჩ­ნდა მო­სახ­ლე­ო­ბა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ავ­ჭა­ლი­დან რუ გა­მო­იყ­ვა­ნეს. XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში კი ის ქა­ლა­ქის­პი­რა სო­ფე­ლი იყო და თბი­ლისს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ას აწ­ვდი­და... XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში შედ­გე­ნი­ლი თბი­ლი­სის გეგ­მის მი­ხედ­ვით, დი­დუ­ბე­ში ორი სარ­წყა­ვი არხი ყო­ფი­ლა - ავ­ჭა­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლი რუ და მტკვრი­დან მომ­დი­ნა­რე ე.წ. "ბა­ღის არხი". 1818 წელს დი­დუ­ბის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში და­ა­სახ­ლეს გერ­მა­ნე­ლი კო­ლო­ნის­ტე­ბი. იმ პე­რი­ო­დი­დან დი­დუ­ბის ამ ნა­წილს ალექ­სან­დერ­დორ­ფი ეწო­და.

ნა­ძა­ლა­დე­ვი

ნა­ძა­ლა­დე­ვი - ქა­ლა­ქის ჩრდი­ლო­ეთ-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში გა­შე­ნე­ბუ­ლი ძვე­ლი უბა­ნია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი კერა იყო. თბი­ლის­სა და ფოთს შო­რის რკი­ნიგ­ზის გახ­სნის (1872 წელი) შემ­დეგ დი­დუ­ბის ტე­რი­ტო­რია ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო; რკი­ნიგ­ზის გაღ­მა, აღ­მო­სავ­ლე­თით, მუ­შა­ხე­ლი სა­ცხოვ­რებ­ლად უნე­ბარ­თვოდ იკა­ვებ­და მი­წებს და სახ­ლდე­ბო­და, ახალ­მა უბან­მაც აქე­დან მი­ი­ღო სა­ხელ­წო­დე­ბა, ანუ ნა­ძა­ლა­დე­ვი და­სახ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ნა­ძა­ლა­დე­ვის რკი­ნიგ­ზის სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი თბი­ლი­სის პრო­ლე­ტა­რი­ა­ტის საბ­რძო­ლო სკო­ლა იყო. 1905 წლის დე­კემ­ბერ­ში სა­ყო­ველ­თაო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ფიც­ვის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან, იქ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აჯან­ყე­ბუ­ლი პრო­ლე­ტა­რი­ა­ტის ხელ­ში გა­და­ვი­და. მუ­შუ­რი ნა­ძა­ლა­დე­ვი მოკ­ლე დრო­ით "რეს­პუბ­ლი­კად" გა­მო­ცხად­და. მუ­შე­ბი ია­რაღ­დე­ბოდ­ნენ, გა­ფიც­ვა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ აჯან­ყე­ბა­ში უნდა გა­დაზ­რდი­ლი­ყო. მე­ფის მთავ­რო­ბამ რეპ­რე­სი­ებს მი­მარ­თა - რკი­ნიგ­ზა­ზე სამ­ხედ­რო წე­სე­ბი გა­მო­ცხად­და. 17 დე­კემ­ბერს ჯარ­მა ნა­ძა­ლა­დევს ალყა შე­მო­არ­ტყეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ცხე­ნო­სა­ნი ნა­წი­ლე­ბი და არ­ტი­ლე­რია გა­მო­ი­ყე­ნა. მუ­შე­ბის თავ­გან­წი­რუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აჯან­ყე­ბა და­მარ­ცხდა. ნა­ძა­ლა­დევ­ში რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა სტა­ლინ­მა და­ი­წყო.

სამ­გო­რი

ლე­გენ­და მოგ­ვი­თხრობს, რომ ლო­ჭი­ნის ხევ­ში ცალ­ხე­ლა მო­ხუ­ცი ცხოვ­რობ­და, რო­მელ­საც ქა­ლა­ქის­თვის მტრის შე­მო­სე­ვის შე­ტყო­ბი­ნე­ბა ევა­ლე­ბო­და, - მა­ღალ სვეტ­ზე ცე­ცხლს ან­თებ­და ხოლ­მე. ერთხელ სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნა შვლის ნუკ­რი და თა­ვის ქოხ­ში წა­იყ­ვა­ნა, სა­დაც თა­ვის შვი­ლებ­თან ერ­თად ზრდი­და. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მისი საქ­მი­ა­ნო­ბა ვა­ჟებ­მა გა­ნაგ­რძეს. ერთ დღეს, როცა ამ ად­გი­ლებ­ში მტე­რი გა­მოჩ­ნდა, უფ­რო­სი ძმა სვეტ­ზე ჩი­რაღ­დნით ავარ­და, მაგ­რამ მტრის ისარ­მა გულ-მკერ­დი გა­უგ­მი­რა და ჩა­მო­აგ­დო, მე­ო­რე ძმამ სცა­და ცე­ცხლის ატა­ნა, მაგ­რამ მტრის ისარ­მა ისიც უსუ­ლოდ დას­ცა მი­წა­ზე. მა­ნამ­დე ჭა­ბუკ­მა მო­ას­წო და ქა­ლაქ­ში შვე­ლი აფ­რი­ნა წე­რი­ლით კი­სერ­ზე. ქა­ლაქ­მა მტრის შე­მო­სე­ვა შე­ი­ტყო და ლაშ­ქა­რი შე­იკ­რი­ბა. შვე­ლი როცა დაბ­რუნ­და და თა­ვი­სი ძმო­ბი­ლე­ბი უსუ­ლოდ იხი­ლა, თავი ქვას ახა­ლა და თა­ვა­დაც სული გა­ნუ­ტე­ვა. ბრძო­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ქარ­თვე­ლებ­მა იპო­ვეს და­ხო­ცი­ლე­ბი და სა­მი­ვე ცალ-ცაკ­ლე და­ა­საფ­ლა­ვეს. შემ­დეგ მე­ომ­რებ­მა მათ საფ­ლა­ვებს სა­თი­თა­ოდ და­ა­ყა­რეს თითო მუჭა მიწა. მას მერე წე­სად შე­მო­ი­ღეს, ყო­ვე­ლი ბრძო­ლის შემ­დეგ იქ მი­დი­ოდ­ნენ და საფ­ლა­ვებს მუ­ჭით მი­წას აყ­რიდ­ნენ. ასე წა­მო­ი­ზარ­და იმ ად­გი­ლას სამი გორა, რის გა­მოც იმ ად­გილს სამ­გო­რი ეწო­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
1

მადლობა

დიმიტრი
0

დიდი დუბე კი არა,დიდი უბე,უბე,ქართული სიტყვა უბე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რას ნიშნავს ნავთლუღი, დიდუბე, ნაძალადევი, სამგორი - თბილისის უბნების სახელების ისტორია

რას ნიშნავს ნავთლუღი, დიდუბე, ნაძალადევი, სამგორი - თბილისის უბნების სახელების ისტორია

თბილისის ტერიტორიის უბნებად და დასახლებებად დაყოფა საუკუნეების წინ, თანდათან დაიწყო. თითოეულ მათგანს თავისი სახელწოდება, საინტერესო ისტორია თუ ლეგენდა აქვს.

ამჯერად მხოლოდ რამდენიმე მათგანის შესახებ გვინდა მოგითხროთ და ესენი გხლავთ: ნავთლუღი, დიდუბე, ნაძალადევი, სამგორი, ანუ როგორ დაერქვათ სახელები და როდიდან ფიქსირდება თითოეული ისტორიულ წყაროებში.

ნავთლუღი

ნავთლუღი - თბილისის ძველი უბანია, რომელიც მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ისანი-სამგორის რაიონშია გაშენებული. სახელწოდება თურქულია და ნავთის ადგილს, სანავთეს ნიშნავს (ნავთობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ ჰქონდა). XVIII საუკუნის 60-იან წლებში მეფე ერეკლე II-მ იქ ციხე-გალავანი ააგო და გაპარტახებული ნავთლუღი ხელმეორედ დასახლდა. 1770 წლიდან ამ დასახლებას ერეკლეს ციხესაც უწოდებდნენ. ამ ტერიტორიაზე გადიოდა აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზა (ე.წ. კახეთის გზა). ნავთლუღში შემორჩენილია წმინდა ბარბარეს სახელობის 2 ეკლესია: ერთი შუა საუკუნეების (ახლანდელი სახე XIX საუკუნეში მიეღო), მეორე - XIX საუკუნის II ნახევრის.

დიდუბე

დიდუბე 1870-იანი წლებიდან არსებობს. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. მოიცავს წერეთლის გამზირს და მის მიმდებარე ქუჩებს. დიდუბე წარმოდგა სახელწოდებიდან "დიდი დუბე" ე.ი. დიდი ვაკე. თუმცა ამ მიდამოს უძველესი სახელწოდება "ცხენის ტერფია" (V საუკუნე)...

თბილისის განაპირა ადგილის სახელად დიდუბე პირველად XII საუკუნეში გვხვდება, როცა მემატიანე მეფე თამარისა და დავით სოსლანის ქორწინებისა და შამქორის ბრძოლის (1195 წელი) შემდეგ იქ გამართულ სახალხო ზეიმს აღგვიწერს. დიდუბეში იდგა მეფის ერთ-ერთი სასახლე და კარის ეკლესია. იქ არაგვიდან გამოყვანილი იყო რუ, რომელიც წყალს მეფის ზვრებს აწვდიდა. მომდევნო საუკუნეებში დიდუბე გაუკაცრიელდა.

XVII საუკუნეში, ვახტანგ V-ის მეფობის დროს, იქ ისევ გაჩნდა მოსახლეობა. ამავე პერიოდში ავჭალიდან რუ გამოიყვანეს. XVII-XVIII საუკუნეებში კი ის ქალაქისპირა სოფელი იყო და თბილისს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწვდიდა... XIX საუკუნის დასაწყისში შედგენილი თბილისის გეგმის მიხედვით, დიდუბეში ორი სარწყავი არხი ყოფილა - ავჭალიდან გამოყვანილი რუ და მტკვრიდან მომდინარე ე.წ. "ბაღის არხი". 1818 წელს დიდუბის ჩრდილოეთ ნაწილში დაასახლეს გერმანელი კოლონისტები. იმ პერიოდიდან დიდუბის ამ ნაწილს ალექსანდერდორფი ეწოდა.

ნაძალადევი

ნაძალადევი - ქალაქის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში გაშენებული ძველი უბანია, რომელიც საქართველოში რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი სერიოზული კერა იყო. თბილისსა და ფოთს შორის რკინიგზის გახსნის (1872 წელი) შემდეგ დიდუბის ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო; რკინიგზის გაღმა, აღმოსავლეთით, მუშახელი საცხოვრებლად უნებართვოდ იკავებდა მიწებს და სახლდებოდა, ახალმა უბანმაც აქედან მიიღო სახელწოდება, ანუ ნაძალადევი დასახლება მიმდინარეობდა. ნაძალადევის რკინიგზის სახელოსნოები თბილისის პროლეტარიატის საბრძოლო სკოლა იყო. 1905 წლის დეკემბერში საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვის პირველი დღეებიდან, იქ ხელისუფლება აჯანყებული პროლეტარიატის ხელში გადავიდა. მუშური ნაძალადევი მოკლე დროით "რესპუბლიკად" გამოცხადდა. მუშები იარაღდებოდნენ, გაფიცვა შეიარაღებულ აჯანყებაში უნდა გადაზრდილიყო. მეფის მთავრობამ რეპრესიებს მიმართა - რკინიგზაზე სამხედრო წესები გამოცხადდა. 17 დეკემბერს ჯარმა ნაძალადევს ალყა შემოარტყეს. ხელისუფლებამ ცხენოსანი ნაწილები და არტილერია გამოიყენა. მუშების თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად, აჯანყება დამარცხდა. ნაძალადევში რევოლუციური საქმიანობა სტალინმა დაიწყო.

სამგორი

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ლოჭინის ხევში ცალხელა მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც ქალაქისთვის მტრის შემოსევის შეტყობინება ევალებოდა, - მაღალ სვეტზე ცეცხლს ანთებდა ხოლმე. ერთხელ სიკვდილისგან იხსნა შვლის ნუკრი და თავის ქოხში წაიყვანა, სადაც თავის შვილებთან ერთად ზრდიდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მისი საქმიანობა ვაჟებმა განაგრძეს. ერთ დღეს, როცა ამ ადგილებში მტერი გამოჩნდა, უფროსი ძმა სვეტზე ჩირაღდნით ავარდა, მაგრამ მტრის ისარმა გულ-მკერდი გაუგმირა და ჩამოაგდო, მეორე ძმამ სცადა ცეცხლის ატანა, მაგრამ მტრის ისარმა ისიც უსულოდ დასცა მიწაზე. მანამდე ჭაბუკმა მოასწო და ქალაქში შველი აფრინა წერილით კისერზე. ქალაქმა მტრის შემოსევა შეიტყო და ლაშქარი შეიკრიბა. შველი როცა დაბრუნდა და თავისი ძმობილები უსულოდ იხილა, თავი ქვას ახალა და თავადაც სული განუტევა. ბრძოლიდან დაბრუნებულმა ქართველებმა იპოვეს დახოცილები და სამივე ცალ-ცაკლე დაასაფლავეს. შემდეგ მეომრებმა მათ საფლავებს სათითაოდ დააყარეს თითო მუჭა მიწა. მას მერე წესად შემოიღეს, ყოველი ბრძოლის შემდეგ იქ მიდიოდნენ და საფლავებს მუჭით მიწას აყრიდნენ. ასე წამოიზარდა იმ ადგილას სამი გორა, რის გამოც იმ ადგილს სამგორი ეწოდა.

წაიკითხეთ ასევე: