ადიგენსა და ასპინძაში ბოტკინი გავრცელდა

ადიგენსა და ასპინძაში ბოტკინი გავრცელდა

ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ორ სოფელში ა ჰეპატიტის შემთხვევები დაფიქსირდა. ინფიცირებულთა უმეტესობა სკოლის მოსწავლეა.

ა ჰეპატიტის, იგივე ბოტკინის შემთხვევები, პირველად ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორძეში დაფიქსირდა. ამ დროისთვის ბოტკინით 27 ადამიანია დაავადებული.

ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნატო აბჟანდაძის განმარტებით, დაავადების კერა ღორძეშია.

"დაახლოებით ორი კვირის წინ დაფიქსირდა შემთხვევა. ძირითადად სკოლის მოსწავლეები არიან დაავადებული. სკოლა დამუშავდა, ახალციხიდანაც იყვნენ ამოსული და თბილისის დეპარტამენტიდანაც. წყალი ნამდვილად არ არის დაბინძურებული, ახალციხის სურსათის უნვებლობამ ანალიზი აიღო, არც ნაწლავის ჩხირია შიგ და არც ფეკალური დაბინძურება", - ამბობს ნატო აბჟანდაძე.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა