პარტნიორები:

    "ღამით ქუჩას ვალაგებ, დღისით ლექციებს ვესწრები..."

    "ღამით ქუჩას ვალაგებ, დღისით ლექციებს ვესწრები..."

    "ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ და ვცდილობ, საკუთარი მიზნების მისაღწევად ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო", - ამბობს 23 წლის სტუდენტი თიკო მახათაძე, რომელიც უკვე მეოთხე წელია, გორის კეთილმოწყობის სამსახურში მეეზოვედ მუშაობს და უნივერსიტეტში სწავლის საფასურს თავად იხდის.

    "ოჯახის წევრებსა და ნათესავებსაც შეეძლოთ, დამხმარებოდნენ, მაგრამ მირჩევნია, ყველაფერს საკუთარი შრომით მივაღწიო", - მითხრა გოგონამ ღიმილით...

    იმედი მაქვს, თიკოს ინტერვიუ ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების სტიმული იქნება.

    - ხაშურის მე-9 საჯარო სკოლა დავამთავრე. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტი გავხდი. ასე მეგონა, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, რადგან სტუდენტობასა და საერთოდ, სწავლაზე ვოცნებობდი. თუმცა, მალე ყველაფერი შეიცვალა და ჩემი მონაპოვრის შენარჩუნება თავდაუზოგავი შრომის ფასად მომიხდა... უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ, საცხოვრებლად გორში, დეიდასთან გადმოვედი. საქმე ის არის, რომ როდესაც 2010 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩავაბარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა, - სოციალურად დაუცველ პირებს სწავლის საფასურს სახელმწიფო დაუფინანსებსო. მაშინ ჩემი ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაში იყო და როგორც კი სასწავლო პროცესი დაიწყო, სახელმწიფო დაფინანსების საკითხის გარკვევა დავიწყე. პასუხის ლოდინში ნახევარი სასწავლო წელი გავიდა, ბოლოს კი უარყოფითი პასუხი მომივიდა... ეს ჩემთვის ელდა იყო, ცუდ დღეში აღმოვჩნდი. არადა, პირველი სემესტრის ბოლოს ისეთი მაღალი ქულები მქონდა, გამოცდები რომ არ ჩამებარებინა, სემესტრს მაინც დავხურავდი... თუმცა, უსახსრობის გამო შესაძლებელი იყო, სწავლის გაგრძელება ვერ მომეხერხებინა. ერთი სიტყვით, იძულებული გავხდი, სტუდენტის სტატუსი შემეჩერებინა. ამ დროს ისე ცუდად ვიყავი, განცხადებაში მხოლოდ სახელი და გვარი ჩამიწერია, არადა, სწავლის შეწყვეტის მიზეზის დაწერაც სავალდებულო გახლდათ... 5 დღე ძალიან ცუდად ვიყავი. იმ დღეების გახსენებაც არ მინდა. შემდეგ საკუთარ თავში ვიპოვე ძალა და გამოსავლის პოვნაზე დავფიქრდი. სხვა გზა არ იყო, ჩემი პრობლემები თავად უნდა მომეგვარებინა.

    - მაინცდამაინც დასუფთავების სამსახურში რატომ გადაწყვიტე მუშაობა?

    - მეეზოვეობა ჩემთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი იყო, რადგან სწავლაში ხელი არ შემეშლებოდა: ღამე ვიმუშავებდი, დღისით კი ლექციებს დავესწრებოდი... როდესაც გორის კეთილმოწყობის სამსახურში შემქონდა განცხადება, - თქვენთან მუშაობის დაწყება მინდა-მეთქი, დიდი იმედი არ მქონდა, რომ გამიმართლებდა და მიმიღებდნენ, რადგან სამუშაოს დეფიციტი იყო. მადლობა ღმერთს, ჩემს მდგომარეობას გაგებით მოეკიდნენ. თავიდან, დეიდის სახლთან ახლოს, ე.წ. კომბინატის დასახლებასთან ახლოს გამომიყვეს დასასუფთავებელი ტერიტორია. პირველი ორი თვე, ხელფასი 177 ლარი მქონდა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, შემდეგ ქალაქის ცენტრში გადმომიყვანეს და ხელფასიც გაიზარდა.

    - რომელ საათზე იწყება შენი სამუშაო დღე?

    თავიდან დილის 4 საათზე ვდგებოდი, მაგრამ უნივერსიტეტში წასვლამდე დასვენებასა და თავის მოწესრიგებას ვერ ვასწრებდი. ამიტომაც, ახლა უფრო ადრე ვიღვიძებ. დაახლოებით, ორ წელზე მეტია, ღამის პირველ საათზე ვდგები და ორზე უკვე სამსახურში ვარ. სამანქანო გზის გარდა, ყველაფერს ვასუფთავებ, - მანქანების სადგომს, საფეხმავლო გზას.

    იხილეთ სტატია სრულად

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია