საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნატოში ღარიბაშვილები არ მუშაობენ და მათ იციან Who is Who in Georgia" - დოდონა კიზირია
"ნატოში ღარიბაშვილები არ მუშაობენ და მათ იციან Who is Who in Georgia" - დოდონა კიზირია

ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე, პრო­ფე­სო­რი დო­დო­ნა კი­ზი­რია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს აფა­სებს, რომ­ლე­ბიც მისი აზ­რით, რუ­სეთ­თან "ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბა­ში" წამ­ყვან როლს ას­რუ­ლე­ბენ.

"მე­გობ­რე­ბო, მო­დით გა­დავ­ხე­დოთ იმ რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბას, რომ­ლე­ბიც დღეს რუ­სეთ­თან "ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბა­ში" წამ­ყვან როლს ას­რუ­ლე­ბენ.

1. ზუ­რაბ აბა­ში­ძე - პარ­ლა­მენ­ტის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში, შე­ვარ­დნა­ძის დროს სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი რუ­სეთ­ში, კა­გე­ბეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და შე­საძ­ლოა პირ­და­პი­რი აგენ­ტი, ისე­ვე, რო­გორც მისი მამა, ირაკ­ლი აბა­ში­ძე.

2. თედო ჯა­ფა­რი­ძე - პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, შე­ვარ­დნა­ძის დროს სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი აშშ-ში, კა­ნა­და­სა და მექ­სი­კა­ში, ასე­ვე სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ის მქო­ნე პირი იმა­ვე პე­რი­ოდ­ში, კა­გე­ბეს ნომ­რი­ა­ნი აგენ­ტი, კა­გე­ბეს პოლ­კოვ­ნი­კი.

3. პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი - შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი (რა­ტომ ღმერ­თი არ გა­ი­ცი­ნებს?!), შე­ვარ­დნა­ძის სამ­თავ­რო­ბო ჯგუ­ფის წევ­რი, სა­ეკ­ლე­სიო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან ახლო კავ­შირ­ში მყო­ფი, რუ­სე­თის მიერ ნა­ყი­დი და კა­გე­ბეს აგენ­ტი.

4. ირაკ­ლი ალა­სა­ნია - სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრი შთა­მო­მავ­ლო­ბით კა­გე­ბეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა; ბა­ბუა და მამა კა­გე­ბეს გენრ­ლე­ბი. ეს უკა­ნას­კნე­ლი აფხა­ზეთ­ში და­ი­ღუ­პა, მაგ­რამ მისი (ისე­ვე რო­გორც შარ­ტა­ვას) დახ­ვრე­ტა შე­ვარ­დნა­ძის მიერ იყო მო­წყო­ბი­ლი, რად­გან კა­გე­ბეს აგენ­ტმა კარ­გად იცო­და მისი ხრი­კე­ბის ამ­ბა­ვი. ლე­ვან ღო­ღო­ბე­რი­ძე, ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის მა­მაც და­ა­პა­ტიმ­რეს და დახ­ვრი­ტეს 37 წელს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ის არ იყო პირ­სის­ხლი­ა­ნი ბოლ­შე­ვი­კი, რო­მე­ლიც სტა­ლინს უპა­ტა­კებ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბის რი­ცხვი 2 პრო­ცენ­ტამ­დე და­ვიყ­ვა­ნეთ და მალე ნო­ლამ­დე და­ვიყ­ვან­თო. აქ ის შემ­თხვე­ვაა, როცა ერთი მონ­სტრი მე­ო­რე, მას­ზე უფრო პა­ტა­რა მონ­სტრს ჩა­სანსლავს.

5. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი - პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი, სრუ­ლი­ად უვი­ცი და გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა, რომ­ლის სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბი და­სავ­ლე­თის ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­იწ­ვევ­და მისი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნას და რო­მე­ლიც ყურ­მოჭ­რი­ლი მო­ნაა ბი­ძი­ნა ივა­ნაშ­ვი­ლის.

6. ბი­ძი­ნა ივა­ნაშ­ვი­ლი - წო­დე­ბით "მო­ქა­ლა­ქე," ქვეყ­ნის ფაქ­ტი­უ­რი გამ­გე­ბე­ლი, პუ­ტი­ნის ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი და მის მიერ ფი­ნან­სი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომის და­სა­წყე­ბად. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და მის­მა პარ­ტი­ამ ამ გეგ­მას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა იმით, რომ სცნეს მე­ოც­ნე­ბე­თა პარ­ტი­ის გა­მარ­ჯვე­ბა და მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­თმეს ძა­ლა­უფ­ლე­ბა. ამ ფაქტს (ისე­ვე რო­გორც მრა­ვალ სხვას) მე­ოც­ნე­ბე­ე­ბი სა­კუ­თარ სიბ­რძნეს მი­ა­წე­რენ, მაგ­რამ მცოდ­ნემ იცის რა და რო­გორ იყო.

ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­იხ­სნე­ბა ნა­ტოს სამ­ხედ­რო სკო­ლა, სა­დაც, რო­გორც დღეს მე­დი­ა­ში იქნა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო­ე­ბი გა­ივ­ლი­ან წვრთნას. მი­ვე­სალ­მე­ბი ნა­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში თუნ­დაც ამ სა­ხით. მაგ­რამ ნა­ტო­ში ღა­რი­ბაშ­ვი­ლე­ბი არ მუ­შა­ო­ბენ და მათ იცი­ან Who is Who in Georgia, ანუ ვინ რა შვი­ლია დღე­ვან­დელ მთავ­რო­ბა­ში. ამი­ტო­მაც არა­სო­დეს არ ენ­დო­ბი­ან მათ, ვი­ნა­ი­დან ნა­ტოს ყო­ვე­ლი გეგ­მა, თუ იგი ცნო­ბი­ლი გახ­და ზემო აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი­სა ან ივა­ნაშ­ვი­ლის მიერ "ამო­კენ­კი­ლი" სხვა მსგავ­სი "სან­დო" პერ­სო­ნა­ლის­თვის, ყვე­ლა­ფე­რი კრემლში იქ­ნე­ბა გა­დაგ­ზავ­ნი­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად ამ სა­ვა­ლა­ლო სი­ტუ­ა­ცი­ი­სა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­ბი­ჯი ნა­ტოს მხრი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა იმის გმო­სამ­ჟღავ­ნებ­ლად, თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბას მი­ი­ღებს დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბის ყოვ­ლად წამ­გე­ბი­ნი ნა­ბი­ჯე­ბი "და­ა­ლა­გოს ურ­თი­ერ­თო­ბა" რუ­სეთ­თან. ვნა­ხოთ, ვნა­ხოთ!", - წერს დო­დო­ნა კი­ზი­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"ნატოში ღარიბაშვილები არ მუშაობენ და მათ იციან Who is Who in Georgia" - დოდონა კიზირია

"ნატოში ღარიბაშვილები არ მუშაობენ და მათ იციან Who is Who in Georgia" - დოდონა კიზირია

ამერიკაში მოღვაწე, პროფესორი დოდონა კიზირია ხელისუფლების წარმომადგენლებს აფასებს, რომლებიც მისი აზრით, რუსეთთან "ურთიერთობის დალაგებაში" წამყვან როლს ასრულებენ.

"მეგობრებო, მოდით გადავხედოთ იმ რამდენიმე პიროვნებას, რომლებიც დღეს რუსეთთან "ურთიერთობის დალაგებაში" წამყვან როლს ასრულებენ.

1. ზურაბ აბაშიძე - პარლამენტის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, შევარდნაძის დროს საქართველოს ელჩი რუსეთში, კაგებესთან დაკავშირებული და შესაძლოა პირდაპირი აგენტი, ისევე, როგორც მისი მამა, ირაკლი აბაშიძე.

2. თედო ჯაფარიძე - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, შევარდნაძის დროს საქართველოს ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში, ასევე სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობეის მქონე პირი იმავე პერიოდში, კაგებეს ნომრიანი აგენტი, კაგებეს პოლკოვნიკი.

3. პაატა ზაქარეიშვილი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი (რატომ ღმერთი არ გაიცინებს?!), შევარდნაძის სამთავრობო ჯგუფის წევრი, საეკლესიო ხელმძღვანელობასთან ახლო კავშირში მყოფი, რუსეთის მიერ ნაყიდი და კაგებეს აგენტი.

4. ირაკლი ალასანია - საქართველოს უშიშროების მინისტრი შთამომავლობით კაგებესთან დაკავშირებული პიროვნება; ბაბუა და მამა კაგებეს გენრლები. ეს უკანასკნელი აფხაზეთში დაიღუპა, მაგრამ მისი (ისევე როგორც შარტავას) დახვრეტა შევარდნაძის მიერ იყო მოწყობილი, რადგან კაგებეს აგენტმა კარგად იცოდა მისი ხრიკების ამბავი. ლევან ღოღობერიძე, ლანა ღოღობერიძის მამაც დააპატიმრეს და დახვრიტეს 37 წელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ იყო პირსისხლიანი ბოლშევიკი, რომელიც სტალინს უპატაკებდა, საქართველოში თავადაზნაურობის რიცხვი 2 პროცენტამდე დავიყვანეთ და მალე ნოლამდე დავიყვანთო. აქ ის შემთხვევაა, როცა ერთი მონსტრი მეორე, მასზე უფრო პატარა მონსტრს ჩასანსლავს.

5. ირაკლი ღარიბაშვილი - პრემიერ მინისტრი, სრულიად უვიცი და გაუნათლებელი პიროვნება, რომლის საჯარო განცხადებები დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანაში გამოიწვევდა მისი დაუყოვნებლივ გადადგომის მოთხოვნას და რომელიც ყურმოჭრილი მონაა ბიძინა ივანაშვილის.

6. ბიძინა ივანაშვილი - წოდებით "მოქალაქე," ქვეყნის ფაქტიური გამგებელი, პუტინის ბიზნესპარტნიორი და მის მიერ ფინანსირებული საქართველოში სამოქალაქო ომის დასაწყებად. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პარტიამ ამ გეგმას განხორციელების საშუალება არ მისცა იმით, რომ სცნეს მეოცნებეთა პარტიის გამარჯვება და მშვიდობიანად დასთმეს ძალაუფლება. ამ ფაქტს (ისევე როგორც მრავალ სხვას) მეოცნებეები საკუთარ სიბრძნეს მიაწერენ, მაგრამ მცოდნემ იცის რა და როგორ იყო.

ამ სიტუაციაში საქართველოში გაიხსნება ნატოს სამხედრო სკოლა, სადაც, როგორც დღეს მედიაში იქნა გაჟღერებული, სხვადასხვა ქვეყნის სამხედროები გაივლიან წვრთნას. მივესალმები ნატოს წარმომადგენლობას საქართველოში თუნდაც ამ სახით. მაგრამ ნატოში ღარიბაშვილები არ მუშაობენ და მათ იციან Who is Who in Georgia, ანუ ვინ რა შვილია დღევანდელ მთავრობაში. ამიტომაც არასოდეს არ ენდობიან მათ, ვინაიდან ნატოს ყოველი გეგმა, თუ იგი ცნობილი გახდა ზემო აღნიშნული პირებისა ან ივანაშვილის მიერ "ამოკენკილი" სხვა მსგავსი "სანდო" პერსონალისთვის, ყველაფერი კრემლში იქნება გადაგზავნილი.

მიუხედავად ამ სავალალო სიტუაციისა, აღნიშნული ნაბიჯი ნატოს მხრიდან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება იმის გმოსამჟღავნებლად, თუ რა მიმართულებას მიიღებს დღევანდელი მთავრობის ყოვლად წამგებინი ნაბიჯები "დაალაგოს ურთიერთობა" რუსეთთან. ვნახოთ, ვნახოთ!", - წერს დოდონა კიზირია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს