სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამუნა მუსერიძის ძმა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა
თამუნა მუსერიძის ძმა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძეს მხო­ლოდ ერთი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ჰყავს - გი­ორ­გი მუ­სე­რი­ძე, რო­მე­ლიც მუ­სი­კი­თაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ერთ დროს მას დიდ სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ, თუმ­ცა სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხვე­ვი­სა და სი­ზარ­მა­ცის გამო სპორ­ტს ჩა­მო­შორ­და. გი­ორ­გის შარი ყო­ველ­თვის თან დას­დევს. ისეთ ამ­ბებ­ში ეხ­ვე­ვა, რომ­ლის­გა­ნაც თავი რომ და­აღ­წი­ოს, უფ­როს დას დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა.

- გი­ორ­გი, რამ­დე­ნი წე­ლია შენ­სა და თა­მუ­ნას შო­რის სხვა­ო­ბა?

- თა­მუ­ნა ჩემ­ზე შვი­დი წლით უფ­რო­სია.

- გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და-ძმა ხართ.

- ამ­ბო­ბენ, რომ მე მა­მას ვგა­ვარ, თა­მუ­ნა - დე­დას. თუმ­ცა არ ვიცი, ეს რამ­დე­ნად ახ­ლო­საა სი­მარ­თლეს­თან.

- ხა­სი­ა­თით ჰგავ­ხართ ერ­თმა­ნეთს?

- ხა­სი­ა­თით სა­ერ­თოდ არ ვგა­ვართ მე და თა­მუ­ნა.

- რად­გან ასა­კით უმ­ცრო­სი ხარ, ბავ­შვო­ბა­ში ყვე­ლა­ფერს უჯე­რებ­დი დას?

- ბავ­შვო­ბა­ში არას­დროს არა­ფერს ვუ­ჯე­რებ­დი.

- რომ გა­ი­ზარ­დე, ამ მხრივ გა­მოს­წორ­დი?

- რა­ღაც-რა­ღა­ცებ­ში ვუ­ჯე­რებ ოჯა­ხის წევ­რებს.

- თა­მუ­ნას­თან ხში­რად გი­ჩხუ­ბია?

- დღემ­დე ვჩხუ­ბობთ, მაგ­რამ პრობ­ლე­მე­ბი როცა მქონ­და, თა­მუ­ნა აგ­ვა­რებ­და ხოლ­მე.

- რო­გორც ვიცი, სპორ­ტით აქ­ტი­უ­რად იყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი.

- და­ახ­ლო­ე­ბით თვრა­მეტ წლამ­დე ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი. მა­ნამ­დე ქარ­თულ ცეკ­ვა­ზე დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ რო­დე­საც არ­ჩე­ვა­ნის წინ დავ­დე­ქი, ფეხ­ბურ­თე­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი თუ მო­ცეკ­ვა­ვე, ფეხ­ბურ­თი ავირ­ჩიე.

- სპორ­ტს რა­ტომ და­ა­ნე­ბე თავი?

- ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა და ამის გამო თა­მაშს თავი და­ვა­ნე­ბე. დიდ­ხანს ვერ ვი­ვარ­ჯი­შე და მერე და­მე­ზა­რა კი­დეც ისევ ფორ­მა­ში ჩად­გო­მა.

- რო­გორც ვიცი, ფეხ­ზე შე­გექ­მნა პრობ­ლე­მა.

- ფეხ­ზეც მქონ­და პრობ­ლე­მა და მერე დამ­ჭრეს. ტყვია გა­ი­შა­ლა და ახლა სხე­ულ­ში 23 ნამ­სხვრე­ვი მაქვს. რვა ამო­მი­ღეს. ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა არ შე­იძ­ლე­ბა…, ტყვი­ის ერთი ნა­წი­ლი გულ­ში მაქვს.

- შე­გიძ­ლია, გაგ­ვიმ­ხი­ლო რა­ტომ დაგ­ჭრეს?

- ამას ვერ გე­ტყვი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქუ­ჩუ­რი გარ­ჩე­ვა იყო. ეს ამ­ბა­ვი მა­შინ მოხ­და, როცა 18 წლის ვი­ყა­ვი. ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბით დამ­თავ­რდა. ფეხ­ბურ­თი დღემ­დე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია, რომ არ დავ­ჭრი­ლი­ყა­ვი, კვლავ ამ სპორ­ტში ვიქ­ნე­ბო­დი-მეთ­ქი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

თამუნა მუსერიძის ძმა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

თამუნა მუსერიძის ძმა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

თამუნა მუსერიძეს მხოლოდ ერთი დედმამიშვილი ჰყავს - გიორგი მუსერიძე, რომელიც მუსიკითაა გატაცებული. ერთ დროს მას დიდ საფეხბურთო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა საბედისწერო შემთხვევისა და სიზარმაცის გამო სპორტს ჩამოშორდა. გიორგის შარი ყოველთვის თან დასდევს. ისეთ ამბებში ეხვევა, რომლისგანაც თავი რომ დააღწიოს, უფროს დას დიდი ძალისხმევა სჭირდება.

- გიორგი, რამდენი წელია შენსა და თამუნას შორის სხვაობა?

- თამუნა ჩემზე შვიდი წლით უფროსია.

- გარეგნულად ძალიან განსხვავებული და-ძმა ხართ.

- ამბობენ, რომ მე მამას ვგავარ, თამუნა - დედას. თუმცა არ ვიცი, ეს რამდენად ახლოსაა სიმართლესთან.

- ხასიათით ჰგავხართ ერთმანეთს?

- ხასიათით საერთოდ არ ვგავართ მე და თამუნა.

- რადგან ასაკით უმცროსი ხარ, ბავშვობაში ყველაფერს უჯერებდი დას?

- ბავშვობაში არასდროს არაფერს ვუჯერებდი.

- რომ გაიზარდე, ამ მხრივ გამოსწორდი?

- რაღაც-რაღაცებში ვუჯერებ ოჯახის წევრებს.

- თამუნასთან ხშირად გიჩხუბია?

- დღემდე ვჩხუბობთ, მაგრამ პრობლემები როცა მქონდა, თამუნა აგვარებდა ხოლმე.

- როგორც ვიცი, სპორტით აქტიურად იყავი დაკავებული.

- დაახლოებით თვრამეტ წლამდე ფეხბურთს ვთამაშობდი. მანამდე ქართულ ცეკვაზე დავდიოდი, მაგრამ როდესაც არჩევანის წინ დავდექი, ფეხბურთელი გავმხდარიყავი თუ მოცეკვავე, ფეხბურთი ავირჩიე.

- სპორტს რატომ დაანებე თავი?

- ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა და ამის გამო თამაშს თავი დავანებე. დიდხანს ვერ ვივარჯიშე და მერე დამეზარა კიდეც ისევ ფორმაში ჩადგომა.

- როგორც ვიცი, ფეხზე შეგექმნა პრობლემა.

- ფეხზეც მქონდა პრობლემა და მერე დამჭრეს. ტყვია გაიშალა და ახლა სხეულში 23 ნამსხვრევი მაქვს. რვა ამომიღეს. ჩემთვის ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება…, ტყვიის ერთი ნაწილი გულში მაქვს.

- შეგიძლია, გაგვიმხილო რატომ დაგჭრეს?

- ამას ვერ გეტყვი. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ჩვეულებრივი ქუჩური გარჩევა იყო. ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა 18 წლის ვიყავი. ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა. ფეხბურთი დღემდე ძალიან მიყვარს. ბევრჯერ მიფიქრია, რომ არ დავჭრილიყავი, კვლავ ამ სპორტში ვიქნებოდი-მეთქი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება