Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''რომ მითხრეს, თინა მახარაძე იქნება შენი თანაწამყვანიო, შევიცხადე...''
''რომ მითხრეს, თინა მახარაძე იქნება შენი თანაწამყვანიო, შევიცხადე...''

3 ოქ­ტომ­ბერს "რუს­თა­ვი 2"-ზე და­ი­წყო გა­და­ცე­მა, ძვე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით "ბრა­ვო", ახა­ლი წამ­ყვა­ნე­ბით, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ფორ­მა­ტი­თა და სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნა­წი­ლე­ე­ბით. 16 მო­ნა­წი­ლე და მათი 16 ლო­ბის­ტი თქვენ უკვე ნა­ხეთ პირ­ველ გა­და­ცე­მა­ში. შემ­დეგ ლა­ივ­კონ­ცერ­ტებ­ზე ორ-ორი მომ­ღე­რა­ლი შე­ე­ჯიბ­რე­ბა ერ­თმა­ნეთს, მათი ლო­ბის­ტე­ბი კი მომ­ღერ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად შოუს წარ­მოგ­ვიდ­გე­ნენ. ამ ორი­დან მა­ყუ­რე­ბე­ლი ესე­მე­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­არ­ჩევს ერთს, რო­მე­ლიც ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში მა­ყუ­რებ­ლის და­ნარ­ჩენ ფა­ვო­რი­ტებ­თან ერ­თად გა­აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას გა­მარ­ჯვე­ბის­თვის.

გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი მუ­სი­კო­სი სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი და მსა­ხი­ო­ბი თინა მა­ხა­რა­ძე გახ­ლა­ვან. ამ ამ­პლუ­ა­ში ისი­ნი პირ­ვე­ლად არი­ან.

- რო­გორ მოხ­ვდით ამ პრო­ექ­ტში, კას­ტინ­გი ჩა­ტარ­და თუ პირ­და­პირ შე­მოგ­თა­ვა­ზეს ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა?

თინა:

- და­მი­რე­კეს, მი­თხრეს, რომ ამ პრო­ექ­ტის წამ­ყვა­ნად მო­ვი­აზ­რე­ბო­დი. პირ­ვე­ლი­ვე სინ­ჯი რომ ჩავ­წე­რეთ მე და სტე­ფა­ნემ, გა­მო­ვი­და. ეს იყო და ეს.

სტე­ფა­ნე:

- და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, თინა მა­ხა­რა­ძე რომ იყოს შენი თა­ნა­წამ­ყვა­ნი, რას იტყვიო. მე შე­ვი­ცხა­დე (იცი­ნის). ასე რომ, პირ­ველს მე და­მი­რე­კეს.

თინა:

- მასე მეც მი­თხრეს, სტე­ფა­ნეს ვირ­ჩევთ შენს მე­წყვი­ლე­დო. ასე რომ, ვერ ვი­ტყვით, რო­მელს რო­მე­ლი მოგ­ვარ­გეს.

- რო­გორ მი­ი­ღეთ ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა?

- ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო. ძა­ლი­ან ბევ­რი სხვა არ­ხის­გან, საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი შო­უპ­როგ­რა­მე­ბის­გან მქო­ნია შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და უარი მით­ქვამს. ამ ტე­ლე­ვი­ზი­ას ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტში ვენ­დო­ბი. ვიცი, რომ შექ­მნის ისეთ პრო­დუქტს, რო­მელ­საც მა­ყუ­რებ­ლის პო­ზი­ციი-და­ნაც ადევ­ნებ თვალ­ყურს, ჩარ­თუ­ლიც რომ არ იყო.

- სტე­ფა­ნე, მა­ყუ­რე­ბე­ლი გიც­ნობს რო­გორც მომ­ღე­რალს, მუ­სი­კოსს, ჟი­უ­რის წევ­რს, მაგ­რამ არა რო­გორც ტე­ლე­წამ­ყვანს. რო­გორ ფიქ­რობ, არის ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად რის­კი შენი მხრი­დან?

- ცხოვ­რე­ბა რის­კია, სუნ­თქვაც კი რის­კია (იღი­მე­ბა). მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა უკვე ნახა, წი­ნას­წარ პროგ­ნო­ზე­ბის გა­კე­თე­ბა არ მიყ­ვარს. სხვა მი­მარ­თუ­ლე-ბე­ბით მაქვს გა­მოც­დი­ლე­ბა, რის გა­მოც ამ ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვის არ მე­ში­ნია. სხვა­თა შო­რის, მეც მქო­ნია შე­მო­თა­ვა­ზე­ბა სხვა პრო­ექ­ტე­ბი­დან, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან, მაგ­რამ სწო­რედ "რუს­თა­ვი 2"-ის ფაქ­ტორ­მა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა, მი­მე­ღო ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა. ამ გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რი "X ფაქ­ტორ­ში" გა­ვი­ცა­ნი, ვენ­დო­ბი და მჯე­რა, კარგ პრო­დუქტს და­დებს.

- პირ­ვე­ლი­ვე გა­და­ცე­მა­ში ძა­ლი­ან თა­ვი­სუფ­ლად გრძნობ­დით თავს ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით, მა­ნამ­დე იც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს?

თინა:

- მე და სტე­ფა­ნემ აქ გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. რო­გორც მო­მე­სალ­მა, პირ­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბა რა ინ­ტო­ნა­ცი­ი­თა და რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თაც თქვა, ურ­თი­ერ­თო­ბაც ისე გა­ვაგ­რძე­ლეთ. რო­გორც ვდგა­ვართ სცე­ნა­ზე, ისე­ვე ვართ სცე­ნის მიღ­მაც. პრო­დი­უ­სე­რებ­მა პირ­ვე­ლი­ვე რე­პე­ტი­ცი­ა­ზე თქვეს, რომ ჩვენ შო­რის ქი­მია შედ­გა. სტე­ფა­ნე უზო­მოდ კომ­ფორ­ტუ­ლი პარტნი­ო­რია. მგო­ნია, რომ ჩვე­ნი სა­ხით გა­მორ­ჩე­უ­ლი წყვი­ლი შედ­გა. არ ვტი­პობთ, ძა­ლი­ან ბევ­რი ფაზა გვაქვს, ვართ ისი­ნი, ვინც რე­ა­ლუ­რად ვართ და თან, კარგ რო­ლებ­საც ვირ­გებთ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

''რომ მითხრეს, თინა მახარაძე იქნება შენი თანაწამყვანიო, შევიცხადე...''

''რომ მითხრეს, თინა მახარაძე იქნება შენი თანაწამყვანიო, შევიცხადე...''

3 ოქტომბერს ''რუსთავი 2''-ზე დაიწყო გადაცემა, ძველი სახელწოდებით ''ბრავო'', ახალი წამყვანებით, განახლებული ფორმატითა და საინტერესო მონაწილეებით. 16 მონაწილე და მათი 16 ლობისტი თქვენ უკვე ნახეთ პირველ გადაცემაში. შემდეგ ლაივკონცერტებზე ორ-ორი მომღერალი შეეჯიბრება ერთმანეთს, მათი ლობისტები კი მომღერლების დასახმარებლად შოუს წარმოგვიდგენენ. ამ ორიდან მაყურებელი ესემესების საშუალებით შეარჩევს ერთს, რომელიც ნახევარფინალში მაყურებლის დანარჩენ ფავორიტებთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის.

გადაცემის წამყვანები მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი და მსახიობი თინა მახარაძე გახლავან. ამ ამპლუაში ისინი პირველად არიან.

- როგორ მოხვდით ამ პროექტში, კასტინგი ჩატარდა თუ პირდაპირ შემოგთავაზეს ახალი გამოწვევა?

თინა:

- დამირეკეს, მითხრეს, რომ ამ პროექტის წამყვანად მოვიაზრებოდი. პირველივე სინჯი რომ ჩავწერეთ მე და სტეფანემ, გამოვიდა. ეს იყო და ეს.

სტეფანე:

- დამირეკეს და მითხრეს, თინა მახარაძე რომ იყოს შენი თანაწამყვანი, რას იტყვიო. მე შევიცხადე (იცინის). ასე რომ, პირველს მე დამირეკეს.

თინა:

- მასე მეც მითხრეს, სტეფანეს ვირჩევთ შენს მეწყვილედო. ასე რომ, ვერ ვიტყვით, რომელს რომელი მოგვარგეს.

- როგორ მიიღეთ ახალი გამოწვევა?

- ნამდვილად საინტერესო შემოთავაზება იყო. ძალიან ბევრი სხვა არხისგან, საკმაოდ ცნობილი შოუპროგრამებისგან მქონია შემოთავაზება და უარი მითქვამს. ამ ტელევიზიას ყველა კომპონენტში ვენდობი. ვიცი, რომ შექმნის ისეთ პროდუქტს, რომელსაც მაყურებლის პოზიციი-დანაც ადევნებ თვალყურს, ჩართულიც რომ არ იყო.

- სტეფანე, მაყურებელი გიცნობს როგორც მომღერალს, მუსიკოსს, ჟიურის წევრს, მაგრამ არა როგორც ტელეწამყვანს. როგორ ფიქრობ, არის ეს გარკვეულწილად რისკი შენი მხრიდან?

- ცხოვრება რისკია, სუნთქვაც კი რისკია (იღიმება). მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელმა პირველი გადაცემა უკვე ნახა, წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს. სხვა მიმართულე-ბებით მაქვს გამოცდილება, რის გამოც ამ ახალი გამოწვევის არ მეშინია. სხვათა შორის, მეც მქონია შემოთავაზება სხვა პროექტებიდან, ტელევიზიებიდან, მაგრამ სწორედ ''რუსთავი 2''-ის ფაქტორმა გადამაწყვეტინა, მიმეღო ახალი გამოწვევა. ამ გადაცემის პროდიუსერი ''X ფაქტორში'' გავიცანი, ვენდობი და მჯერა, კარგ პროდუქტს დადებს.

- პირველივე გადაცემაში ძალიან თავისუფლად გრძნობდით თავს ერთმანეთის გვერდით, მანამდე იცნობდით ერთმანეთს?

თინა:

- მე და სტეფანემ აქ გავიცანით ერთმანეთი. როგორც მომესალმა, პირველი წინადადება რა ინტონაციითა და რა დამოკიდებულებითაც თქვა, ურთიერთობაც ისე გავაგრძელეთ. როგორც ვდგავართ სცენაზე, ისევე ვართ სცენის მიღმაც. პროდიუსერებმა პირველივე რეპეტიციაზე თქვეს, რომ ჩვენ შორის ქიმია შედგა. სტეფანე უზომოდ კომფორტული პარტნიორია. მგონია, რომ ჩვენი სახით გამორჩეული წყვილი შედგა. არ ვტიპობთ, ძალიან ბევრი ფაზა გვაქვს, ვართ ისინი, ვინც რეალურად ვართ და თან, კარგ როლებსაც ვირგებთ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება