უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ლუსტრაციის კანონს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლუსტრაციის კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო მოხელეებისა და მათთან გათანაბრებული პირების შემოწმების სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს.
"უნიანის" ცნობით, 16 სექტემბერს ლუსტრაციის შესახებ კანონი უკრაინის რადამ მიიღო. როგორც პეტრო პოროშენკომ მაშინ განაცხადა, კანონი გადაიხედებოდა იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ ვენეციის კომისიასა და უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს შენიშვნები ექნებოდათ.