სოციალურ ქსელებში ფეხს იკიდებს ახალი ფლეშმობი, რომელიც Ice bucket challenge-ს წარმატების გამეორებას გეგმავს.
ამჯერად ცნობილი თუ უცნობი ადამიანები აქვეყნებენ სელფის, რომელიც გადაღებულია დილიდან, ახალგაღვიძებულზე, სანამ ჯერ კიდევ საძინებელში იმყოფებიან. ფოტოებს თან ახლავს ჰეშტეგი #wakeupcall და ამით სელფების ავტორები ხალხს მოუწოდებენ, შეაგროვონ სახსრები სირიელი ბავშვების დასახმარებლად, ორგანიზაცია ”უნისეფის” ეგიდით.
ამჟამად აქციაში მონაწილეობა მიიღეს მოდელმა ნაომი კემპბელმა, მომღერალმა ნატალი იმბრუგლიამ, მსახიობმა სტივენ ფრაიმ, საავტომობილო შოუ ”ტოპ გეარის” წამყვანმა ჯერემი კლარქსონმა და სხვებმა.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.